ჯიმითის ყველაწმინდის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯიმითის ყველაწმინდის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითის ჩრდილოეთით 1,5 კილომეტრზე. ნასოფლარ დარბის ტერიტორიაზე. კაალისხევის მარცხენა ფერდზე. განეკუთვნება XVIII საუკუნეს. ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა. ნაგებია რიყის ქვითა და აგურით, აგურითაა გამოყვანილი ეკლესიის კამარები, საბჯენი თაღები, კარ-სარკმლების წითხლები შუა ნავის ინტერიერი შელესილი და შეთეთრებული ყოფილა. ბაზილიკაში სამი შესასვლელია: დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამივე კარი ისრულთაღოვანია და შიგნით თაღოვან, ხოლო გარედან საფეხურით შეღრმავებული სწორკუთხა არეშია ჩასმული, რომელიც დასრულებულია აგურის ხერხულა წყობით გამოყვანილი ფრიზით. ეკლესიის შიდა სივრცე ორი სწორკუთხა ბურჯით და მათზე გრძივი მიმართულებით გადაყვანილი ორ-ორი შეისრული თაღით სამ ნავად იყოფა. შუა ნავი ფართო და მაღალია. იგი აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდითაა დასრულებული. რომელშიც თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს სამ-სამი ისრულთაღოვანი ნიშაა. საკურთხევლის გვერდებზე თითო პატარა სათავსია რომლებიც შესაბამის ნავებს ვიწრო და დაბალი სწორკუთხა კარით უკავშირდება. სამკვეთლოს სამხრეთით ხოლო სადიაკვნეს ჩრდილოეთით კედელი საკურთხევლის აფსიდის. კედლის მოხაზულობას იმეორებს, რის გამოც სათავსეების აღმოსავლეთ ნაწილი უფრო ფართოა. ვიდრე დასავლეთისა ხოლო ზემოთ კამარის ქუსლის დონეზე. ორივე კედელი მცირე მომრგვალებით ერწყმის აღმოსავლეთ კედელს. სამკვეთლო განათებულია აღმოსავლეთ თაღოვანი სარკმლით, ხოლო სადიაკვნეში ორი თაღოვანი სარკმელი. შუა ნავის შეისრული კამარა ოთხ საბჯენ თაღს ემყარება აქედან შუა და დასავლეთით მდებარე პილასტრებზეა დაყრდნობილი. ხოლო ორი შეკიდულია. შეკიდულ პილასტრებზეა დამყარებული საკურთხევლის სატრიუმფო თაღიც. გვერდით ნაგებია შუა ნავთან შედარებით თითქმის ოთხჯერ უფრო ვიწრო. ორივე მათგანი ნავების გამყოფი ბურჯიდან გრძივ კედლებზე გადაყვანილი თაღით და მასზე აყვანილი კედლით გაყოფილია ორ თანატოლ, ერთმანეთიდან დაკავშირებულ ნაწილად. ორივე ნაწილი ნახევარკამარითაა გადახურული. ინტერიერს შვიდი თაღოვანი სარკმელი ანათებს: ერთი საკურთხეველშია, თითო-თითო გვერდით ნავების აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებში და ორიც ერთიმეორის თავზე. დასავლეთ კედელში გვერდითი ნავების აღმოსავლეთი ნაწილის სარკმლებს ქვემოთ მოწყობილია თითო თაღოვანი ნიშა. ეკლესიის გარეგანი ფორმები სავსებით შეესაბამება სივცის შიდა სტრუქტურას. შუა ამაღლებული ნავი ორქანობიანი სახურავითაა გადახურული. გვერდითი ნავები ცალქანობიანბით. გარედან კედლების საპირე წყობის დიდი ნაწილი რიყის ქვითაა ამოყვანილი; ქვა ძირითადად საშუალო ზომისაა და ერთრიგად ნაწყობ აგურის ჰორიზონტალურ შრეებს შორისაა მოქცეული რომლებიც რიტმულად ანაწევრებენ კედლების ვრცელ ზედაპირს. შუა ნავის კუთხეები ფრონტონების მნიშვნელოვანი ნაწილი და განივ ფასადებზე გვერდის ნავების კედლების ზედა ნაწილები მთლიანად აგურისაა. აგურითვეა გამოყვანილი კარ-სარკმელთა ღიობები. ფასადთა დამუშავება მარტივია, შეღრმავებული რომბებითა და ჯვრებით მორთულია მხოლოდ განივი ფასადები. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის ზემოთ გამოსახულია მაღალი ჯვარი, რომელიც დამყარებულია სამკუთხა ფორმის ბაზისზე. მის ორივე მხარეს სიმეტრიულად განლაგებულია ორ-ორი რომბი. ჯვრის ზემოთ ფრონტონის წვერთან კონქის თავზე არსებულ სივრცეში სწორკუთხა სარკმელია, რომლის გვერდებზე ოდნავ ქვემოთ თითო პატარა კვადრატული ხვრელია დასავლეთ ფასადზე კარ-სარკმლები ერთ ვერტიკალზეა განლაგებული. ფასადის ქვედა ნაწილში სწორკუთხა შეღრმავებულ არეში ჩასმული შესასვლელია. რომლის გვერდებზე ერთიმეორის თავზე ოთხ-ოთხი რომბია განლაგებული შესასვლელის ზემოთ განიერი. ნახევარწრიული თაღით დასრულებული სარკმელია. სარკმლის ზემოთ კი გამოსახულია მაღალსაფეხუროვან პოსტამენტზე დაყრდნობილი ჯვარი, რომლის ზედა და ქვედა მკლავში სარკმლის ღიობია მოქცეული. ფასადები დასრულებულია საფეხუროვანი ლავგარდნით, რომელსაც განივ ფასადებზე ფრონტონისა და გვერდითი ნავების სახურავის კალთების ძირებთან ჰორიზონტალური შემონაკეცები აქვს. 2010 წელს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ეკლესიას ჩაუტარდა სარესტ. სამუშაოები. ინტერიერში და ფასადებზე გასუფთავდა კედლები. იატაკზე დაიგო კვადრატული აგური. აღდგა ლავგარდანი. ეკლესია გადაიხურა ღარისებრი კრამიტით. ეკლესიის გარშემო გაკეთდა ქვის სარინელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]