ჯიმითის პირველი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯიმითის ეკლესია.

ჯიმითის პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში, გეთიანთსაყდრებად წოდებულ ადგილზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით. ინტერიერში შემორჩენილია ნალესობის კვალი. დაზიანებულია: ჩმოშლილია საბურავი და ლავგარდანი, მონგრეულია სამხრეთ-დასავლეთი კუთხე და ჩრდილო-დასავლეთ კუთხის ზედა ნახევარი. ეკლესია გეგმით ასიმეტრიულია. სამხრეთი კედელი ჩრდილოეთ კედელზე ოდნავ მოკლეა. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი თაღოვანია. აღმოსავლეთით ღრმა ნალისებრი აფსიდია, რომელშიც სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ჩრდილოეთით ორი, სამხრეთით კი ერთი ოთკუთხა ნიშაა, აფსიდს ერთსაფეხურიანი ჩამოსაჯდომი შემოუყვება. დარბახის სახმრეთ კედელში ერთი ოთკუთხა ნიშაა. შიგნით ეკლესიას ცილინდრული კამარითაა გადახურული. დასავლეთ კედელში ოთკუთხა სარკმელია გაჭრილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]