ჯიმითის მეორე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯიმითის ეკლესია.

ჯიმითის მეორე ეკლესია— არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითის ნასოფლარის ტერიტორიაზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (8,2 x 5 მეტრი). ნატეხია რიყისა და ნატეხი ქვით. ძლიერაა დაზიანებული. შედარებით უკეთაა შემონახული საკურთხევლის ნაწილი. (სიმაღლე - 4 მეტრი , დანარჩენი მიწის დონიდან რამდენიმე სანტიმეტრზედ დგას. შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია. (შემორჩენილია სამხრეთ წირთხლის ნაშთი). ოდნავ ნალისებრი აქვს აფსიდი რომელიც შუაში განგრეულია. (შემორჩენილია სარკმლის ორივე წილთხრის ნაშთი). მის ორივე გვერდში თითო ოთხკუთხა ნიშაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]