ჯილ კლეიბიორგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჯილ კლეიბიორგი
Jill Clayburgh.JPG
ჯილ კლეიბიორგი 1976 წელს
დაბადების თარიღი 30 აპრილი, 1944
ნიუ-იორკი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 5 ნოემბერი, 2010 (66 წლის)
კონექტიკუტი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1968–2010
მეუღლე(ები) დევიდ რეიბი (იქ. 1979)
შვილ(ებ)ი მაიკლ რეიბი; ლილი რეიბი

ჯილ კლეიბიორგი (ინგლ. Jill Clayburgh; დ. 30 აპრილი, 1944 — გ. 5 ნოემბერი, 2010) — ამერიკელი მსახიობი, რომელიც ცნობილი იყო თეატრში, ტელევიზიასა და კინოში მოღვაწეობით. მოგებული აქვს კანის ფესტივალი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. 1978 წლის კომედიურ-დრამაში, ''გაუთხოვარ ქალში'' ნათამაშები როლისთვის, ნომინირდა ოსკარზე, საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში. მოგებული აქვს როგორც ოსკარი, ასევე ოთხი ოქროს გლობუსის ნომინაცია.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკელი მსახიობი ჯილ კლეიბიორგი დაიბადა 1944 წლის 30 აპრილს, ნიუ-იორკში, აშშ-ში. იყო მსახიობი ჯულია ლუიზას (1910-1975) და ალბერტ ჰენრი კლეიბიორგის ქალიშვილი. მისი მამის ბებია ალმა ლახენბრაჰ კლეიბიორგი იყო საოპერო მომღერალი [1] მისი ძმა, ჯიმ კლეიბიორგი (დ. 1949), სცენების დიზაინერია.

დედა პროტესტანტი იყო [2] მამა კი ებრაელი[3] თუმცა იგი, როგორც ამბობენ, არასდროს საუბრობდა მის რელიგიურ წარმომავლობაზე. კლეიბურგი ვერასდროს ეგუებოდა მშობლებს და თერაპიაზე სიარული ადრეულ ასაკში დაიწყო: ”გარდა იმისა რომ უბედური და ნევროზული ბავშვობა მქონდა, ძალიან ურჩი თინეიჯერი ვიყავი, ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი ენერგია მქონდა და ზოგადად ვიყავი აჯანყებული.თერაპია ძალიან დამეხმარა ცხოვრებაში. ” [4]

როდესაც 1950 წელს ბროდვეის თეატრში დაინახა თუ როგორ თამაშობდა ჯინ არტური პიტერ პენის როლს, მან დიდი შთაგონება მიიღო და მსახიობობა მოინდომა. [5] იგი გაიზარდა მანჰეტენის ზემო ისტ-საიდში, სადაც ის დადიოდა „ბრელის სკოლის“ გოგონების სკოლაში. [6] შემდეგ ის „სარა ლოურენსის კოლეჯში“ დადიოდა, სადაც სწავლობდა რელიგიას, ფილოსოფიასა და ლიტერატურას. მაგრამ საბოლოოდ სამსახიობო კარიერა აირჩია. მან სამსახიობო ტრენინგი გაიარა HB Studio-ში . [7]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლეიბიორგმა მსახიობობა სტუდენტობის პერიოდში დაიწყო, სწავლის დამთავრების შემდეგ შეუერთდა ბოსტონის ჩარლზ სტრიტის სარეპერტუარო თეატრს, სადაც 1917 წელს გაიცნო ერთი მსახიობი და მომავალი ოსკარის გამარჯვებული ვარსკვლავი ალ პაჩინო. ისინი ერთმანეთს სპექტაკლ " ამერიკა,ჰერაი-ში მონაწილეობის შემდეგ შეხვდნენ. მათ ხუთწლიანი რომანი ჰქონდათ და ერთად დაბრუნდნენ ნიუ-იორკში. [8]

1968 წელს მონაწილეობა მიიღო სპექტაკლებში: ისრაელ ჰოროვიცის ინდურს სურს ბრონქსი და ''მას ჰქვია შაქრის ქლიავი '', რომლებშიც მასთან ერთად პაჩინოც თამაშობდა. კლეიბიორგი და პაჩინო ABC-ს ტელესერიალ ''N.Y.P.D.''-ს ერთ-ერთ ეპიზოდში გადაიღეს, რომლის პრემიერა 1968 წლის 12 ნოემბერს შედგა. იმ დროისთვის გრეის ბოლტონის როლს თამაშობდა ტელე-გადაცემაში, ''ხვალისთვის ძებნა''. მამამისი წყვილს ყოველთვიურად უგზავნიდა ფულს, ფინანსურად მხარდაჭერისთვის. [9]

1968 წელს ბროდვეიზე შედგა მისი დებიუტი და მონაწილეობა მიიღო სპექტაკლში, "ცხენი ჯონსონის უეცარი და შემთხვევითი აღზრდა", რომელშიც ასევე მონაწილეობდა ჯეკ კლუგმანი. 1969 წელს მან ითამაშა ჰენრი ბლუმშტეინის პიესაში, ”Calling in Crazy”, რომელიც დაიდგა ენდი უორჰოლის თეატრში. 1969 წელს გადაიღეს სატელევიზიო სერიალში, არჩევანი (1969), ხოლო 1970 წელს გამოჩნდა სპექტაკლში, ბუდე.

1969 წელს კლეიბიორგის დებიუტი დიდ ეკრანზე შედგა ფილმში ქორწილის წვეულება, რომლის ავტორი და რეჟისორია ბრაიან დე პალმა. ქორწილის წვეულება გადაიღეს 1963 წელს (რომლის დროსაც კლეიბურგი სარა ლოურენსში სწავლობდა), თუმცა ფილმი 1969 წლამდე არ გამოსულა. ფილმში კლეიბიორგმა ითამაშა მომავალი პატარძალის როლი. მასთან ერთად მონაწილეობას იღებდა რობერტ დე ნირო, ჯენიფერ სალტი. ჰოვარდ ტომპსონმა The New York Times–-ის მიმოხილვაში დაწერა: ”როგორც შევიწროებული დაქორწინებული წყვილი, ორი ახალბედა, ჩარლზ პფლუგერი და ჯილ კლეიბურგი, ისეთივე მიმზიდველები არიან”. [10]

კლეიბურგმა დიდი ყურადღება მაშინ მიიპყრო, როდესაც იგი გამოჩნდა ბროდვეის მიუზიკლში "როტშილდები" (1970–1972), რომელშიც დიდი ხნის განმავლობაში მონაწილეობდა. შემდეგ მან დეზდემონას როლი, ჯეიმს ერლ ჯონსის წინააღმდეგ ითამაშა 1971 წელს, ლოს ანჯელესში, სპექტაკლ ოტელო-ში. დიდ წარმატებას მიაღწია ბროდვეის სპექტაკლში, პიპინ-ში მონაწილეობით.

ამ დროის განმავლობაში კლეიბურგს ჰქონდა მინორული პერსონაჟების როლები კინოსა და ტელევიზიაში. მათ შორის არის მცირე როლები ფილმებში: სატელეფონო წიგნი (1971) და პორტნოის საჩივარი (1972), Tiger on a Chain (1973), Shock-a-bye, Baby (1973) და სხვა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლეიბიორგმა 1967 წელს სასიყვარულო ურთიერთობა ალ პაჩინოსთან დაიწყო, ისინი 1972 წლამდე ურთიერთობაში იყვნენ. 1979 წელს მსახიობი დაქორწინდა სცენარისტსა და დრამატურგზე დევიდ რეიბიზე მათ ორი შვილი ჰყავდათ; ვაჟი მაიკლ რაბი და ქალიშვილი მსახიობი ლილი რეიბი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „ALMA CLAYBURGH, SOPRANO, 76, DEAD; Concert Singer Was Patroni I of Cultural Activities-Aided Youn Musicians“. The New York Times. 1958-08-06. ციტირების თარიღი: 2010-11-05.
  2. The Plame game, Jill Clayburgh: a Jew?, Gyllenhaal and Lambert |. j. the Jewish news weekly of Northern California. ციტირების თარიღი: 2016-12-01
  3. The National cyclopaedia of American biography: being the history of the United States as illustrated in the lives of the founders, builders, and defenders of the republic, and of the men and women who are doing the work and moulding the thought of the present time. 
  4. An Unmarried Movie Star's View From the Top.
  5. Bergan, Ronald. (7 November 2010) Jill Clayburgh obituary.
  6. H.W. Wilson Company (1940). Current Biography. H.W. Wilson Company (1979). Current Biography. University of Michigan: H. W. Wilson Co. p. 76.
  7. HB Studio - Notable Alumni | One of the Original Acting Studios in NYC.
  8. Yule, A. Al Pacino: Life on the Wire, Time Warner Paperbacks (1992)
  9. Smith, Kyle (December 13, 1999). „Scent of a Winner“. People. 52 (23). ISSN 0093-7673. ციტირების თარიღი: August 10, 2010.
  10. Thompson, Howard (April 10, 1969). 'The Wedding Party' Begins Its Run in Cinema Village“. The New York Times.