ჯილეხის ვაქცინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯილეხის ვაქცინა — ფართოდ გამოყენებული საშუალება, რომელსაც იყენებენ, როგორც ცხოველებში ასევე, ადამინანებშიც. იგი შეიქმნა ისეთი რთულად მიმდინარე დაავადების წინააღმდეგ, როგორიც არის ციმბირული წყლული, რომელიც მიეკუთვნება ანთროპოზოონოზურ დაავადებათა ჯგუფს. ჯილეხის გამომწვევია bacillus anthracis. ჯილეხის ვაქცინის შექმნაში პირველად პასტერი დაინტერესდა მე-19 საუკუნეში და მუშაობდა მსხვილფეხა პირუტყვზე. მოგვიანებით მე-20 საუკუნისთვის გამოიყენეს თანამედროვე პროდუქტი, რათა დაეცვათ ამერიკული ჯარი ჯილეხის ბიოლოგიური იარაღისგან. აცრა ადამიანისთვის პირველად შეიქმნა საბრჭოთა კავშირში 1930 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში და დიდ ბრიტანეთში 1950 წელს. არსებული ვაქცინა 1960 წელს დაამტკიცა ამერიკის მედიკამენტებისა და საკვების კონტროლის სააგენტომ.

არსებული ვაქცინა, რომელის გამოიყენება ადამიანებში შეიცავს აცელულარულ მიკრობების (USA,UK) და ცოცხალი სპორების (რუსული) ვარიანტებს. გამოყენებული ჯილეხის ვაქცინების რეაქციულობა შემოწმებულია და უარყოფით შედეგებს იწყევს რეციპიენტთა დაახლოებით 1%-ში. თანამედროვე მესამე თაობის ვაქცინები მოიცავს ცოცხალ ვაქცინებსა და რეკომბინანტულ ვაქცინებს.

პასტერის ვაქცინა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანგმა მეცნიერმა ლუი პასტერმა 1870 წელს შეიმუშავა იმუნიზაციის პირველი მეთოდი ქათმებზე, ქათმების ხოლერაზე შემდეგ კი ჯილეხზე და ცდიდა მსხვილფეხა პირუტყვზე. რამაც შემდგომ გამოიწვია ინტერესი ებრძოლა იმავე მეთოდებით სხვა დაავადებების წინააღმდეგაც. პასტერმა პირველი სახალხო ექსპერიმენტი ჩაატარა 1881 წელს, რომელის მოიცავდა ვაქცინაციას. მან აიყვანა ორი ჯგუფი 25 ცხვარი, ერთი თხა და რამდენიმე ძროხა. ცხოველებს წყვილებად ცრიდა 15 დღის ინტერვალით, თავისივე მომზადებული ვაქცინით. პატერს ასევე ჰყავდა საკონტროლო ჯგუფი, რომელიც არ იყო აცრილი. მან შეუყვანა ორივე ჯგუფს ჯილეხის კულტურა და მოხდა შემდეგი, ცხოველები რომლებიც არ იყვნენ აცრილები დაიღუპნენ, ხოლო აცრილი ყველა ცხოველი გადარჩა. ეს იყო იმდროისთვის სენსაცია და ხალხი გაოცებული იყო ამ აღმოჩენით.

ამის შემდეგ პასტერმა გააკეთა განცხადება, რომ მან გამოიგონა საშუასლება, რომელიც შეზღუდავდა ჯილეხის გავრცელება. მისი ლაბორატორიულ ჩანაწერებში რომელიც დღესდღეობით პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაშია დაცული, აღწერილი ამეთოდები რითაც მა შეძლო ჯილეხის ვაქცინის შექმნა. ამ მეთოდებში გამოიყენება კალციუმიდ დიქრომატი, როგორც მჟანგავი აგენტი. პასტერის ჟანგვითი მეთოდი არის ვაქცინა, თუმცა მას მოგვიანებტ მიენიჭა ვაქცინის სტატუსი და პასტერის ვაქცინა ეწოდა.

მარქს სტერნის ვაქცინა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავსტრალიაში მცხოვრები სამხრეთ აფრიკელმა იმუნოლოგმა მაქს სტერნმა (1905, 1997) შეიმუშავა ვაქცინა ცხოველებისთვის 1935 წელს, რომელიც იყო დასუსტებული მიკრობებიგან მიღებული. ის მუშაობდა ვაქცინებზე მთელი დარჩენილი ცხოვრება. მას აქვს შესწავლი თითქმის ყველა შტამი, რომლის წინააღმდეგაც დღესღეობით გამოიყენება ვაქცინაციის მეთოდი. 1934 წლის დასაწყისში ის მუშაობდა ონდერსტენფორდის ვეტერინარულ კვლევით ინსტიტუტში სადაც მან შექმნა ვაქცინა დასუსტებული მიკრობებით, ეს იყო პასტერის მეთოდების გათვალისწინებით შექმნილი, მაგრამ პასტერის შემთხვევაში რთული იყო განსაზღვრა ბაქტერიების ვირულენტობის და იმუნორეაქციების. ამ მეთოდებით ცხოველების ვაქცინირება იყო რთული. კოლეგების დახმარებით მაგ გამოყო ჯილეხის იზოლირებული კოლონია (34F2), რომელსაც „სტერნის შტამი“ ეწოდება, ეს შტამი გახდა საფუძველი, რათა შეექმნათ მსხვილფეხა პირუტყვის ვაქცინა, მას დღეს იყენებენ მთელს მსოფლიოში.

რუსული ვაქცინა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსული ვაქცინა პირველად შეიქმნა 1930 წელს, ადამიანებში მისი გამოყენება დაიწყო 1940 წლიდან. ცოცხალი ატენუირებული (დასუსტებული) და უსპორო ვაქცინები ფართოდ გამოიყენება ადამიანებში. ვაქცინაციისას პრეპარატი შეჰყავთ კანში ან კანქვეშ, მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ ცაქცინა გამოცდილია და იძლევა კარგ ეფექტს. რუსული ვაქცინის ეფექტი უკეთესი იყო შედარებით ბრიტანულთან და ამერიკულ (AVP და AVA) 1970 წლიდან 80 წლებამდე. დღეს რუსეთი და ჩინეთი იყენებს ატენუირებულ ვაქცინებს, ის შეგვიძლია ორგანიზმში შევიყვანოთ კანქვეშ ან შესუნთქვითაც. ქართული/რუსული ვაქცინა იყო შექმნილი სპორების საფუძველზე, მას ჰქონდა უარყოფითი ეფექტი მოზარდებში, ქართული ვაქცინა დამზადებულია თბილისის გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში.[1]

ბრიტანული ჯილეხის ვაქცინა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიტანელი ბიოქიმიკოსი ჰარი სმიტი (1921-2011) მუშაობდა ბრიტანეთის ბიოლოგიური იარაღის პროგრამაში porton Down-ში 1948 წელს, სადაც მან აღმოაჩინა ჯილეხის სამი ტოქსინი, რომელიც გახდა საფუძველი შექმნილიყო შემდეგში თანამედროვე ვაქცინა და ანტიტოქსინები. ბრიტანული ვაქცინა ფართოდ გამოიყენება.

ამერიკული ვაქცინა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1950-დან 60 წლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო კვლევა ჯილეხის ახალი ვაქცინის შექმნისთვის. იგი ცნობილია, როგორც ჯილეხის აბსორბილირებული ვაქცინა (AVA), იყიდება bio trax-ის სახელით, ლიცენზია მიიღო 1970 წელს აშშ-ის ეროვნული ჯანმრთელობის ინსტიტუტისგან (NIH), ხოლო 1972 წელს ნებართვა მიიღო სურსათისა და მედიკამენტების ზედამხედველობის ოგანიზაციისგან (FDA). AVA მზადდება უსპორო, არატოქსიკური ჯილეხის შტამისგან( V770-NP1-R). ვაქცინა შექმნილია მკვდარი ბაქტერიებით, და ის წარმოქმნის დაავადებისგან დამცავ იმუნიტეტს 3 ან 6 შეყვანის შემდეგ. AVA-ს ერთადერთი ვაქცინა ადამიანებისთვის წარმოებულია FDA-ს ლიცენზიით და აწარმოებს BioSolutions, ის ადრე ცნობილი იყო როგორც Bio port, ლანსინგში, მიჩიგანში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მ. ნათიძე, ჯილეხი (ხუზარა)., თბ., გვ 45, 2007.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]