ჯილდაობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯილდაობასაქართვლოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული სპორტის ხალხური სახეობა. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ კაცები. შეარჩევდნენ მრგვალ, დაახლოებით 10 კილოგრამიან ქვას და ცდილობდნენ რაც შეიძლება შორს გადაეგდოთ. ძალიან ჰგავს თანამედროვე ბირთვის კვრას, ოღონდ ქვას ტყორცნიდნენ არა წრიდან, არამედ ხაზიდან, ამასთან, წინასწარ თანხმდებოდნენ ადგილიდან უნდა ეტყორცნათ თუ გამორბენით. თქმულების თანახმად, ფშაველთა ხატი კოპალა დევების შეჯიბრებაში გარეულა და ქვა მათზე შორს უსვრია. „ეს ქვა არაგვის პირსაა იქ, სადაც კოპალას სალოცავია, და ჰქვიან კოპალას ქვა“ (ვაჟა-ფშაველა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიშვილი ე., სპორტის ენციკლოპედია, გვ. 647, თბ., 2006