ჯივან გასპარიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯივან გასპარიანი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 12 ოქტომბერი, 1928
დაბ. ადგილი სოლაკი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი
წარმოშობა სომეხი
გარდ. თარიღი 6 ივლისი, 2021 (92 წლის)
გარდ. ადგილი ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
დასაფლავებულია კომიტასის პანთეონი
საქმიანობა კომპოზიტორი, მუსიკოსი
ინსტრუმენტ(ებ)ი დუდუკი
აქტიური 1948–2021
ლეიბლ(ებ)ი All Saints Records, SLG Records
საიტი jivanduduk.com
ჯივან გასპარიანი ვიკისაწყობში

ჯივან გასპარიანი (სომხ. Ջիվան Գասպարյան; დ. 12 ოქტომბერი, 1928, სოლაკი, სსრკ - გ. 6 ივლისი, 2021, ლოს-ანჯელესი, აშშ)[1][2]სომეხი მუსიკოსი და კომპოზიტორი. ის უკრავდა დუდუკზე. გასპარიანი ცნობილია როგორც ,,დუდუკის ოსტატი".[3] 2006 წელს იგი იყო ნომინირებული გრემის ჯილდოზე საუკეთესო ტრადიციული მსოფლიო მუსიკალური ალბომისთვის.[4]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯივან გასპარიანი დაიბადა სოლაკში, სომხეთში. მან დუდუკზე დაკვრა 6 წლის ასაკში დაიწყო. 1948 წელს ის გახდა სომხური სიმღერისა და ცეკვის პოპულარული ანსამბლის სოლისტი და ერევნის ფილარმონიის ორკესტრის წევრი.[5]

მან მოიპოვა ოთხი მედალი იუნესკოს მსოფლიო კონკურსში 1959, 1962, 1973 და 1980 წლებში. 1973 წელს გასპარიანს მიენიჭა სომხეთის სახალხო არტისტის საპატიო წოდება.[6] 2002 წელს მან მიიღო WOMEX (World Music Expo) Lifetime Achievement ჯილდო. ის ასევე ერევნის საპატიო მოქალაქეა.

ის იყო ერევნის სახელმწიფო მუსიკალური კონსერვატორიის პროფესორი. 1998 წელს მან გამოუშვა ალბომი დუდუკის კვარტეტით.

მან რამდენჯერმე მოიარა მსოფლიო, როდესაც იყო სომხური ხალხური მუსიკის შემსრულებელი პატარა ანსამბლის წევრი. მისი მუსიკა შეირჩა რამდენიმე საერთაშორისო ფილმისთვის. ის თანამშრომლობდა ბევრ ცნობილ მუსიკოსთან, როგორიცაა სტინგი, პიტერ გებრიელი, ჰოსეინ ალიზადე, ერქან ოგური, მაიკლ ბრუკი, ბრაიან მეი, ლაიონელ რიჩი, დერეკ შერინიანი, ლუდოვიკო ეინაუდი, ლუიჯი ჩინკი, ბორის გრებენშჩიკოვი, ბრაიან ინო, დევიდ სილვიანი, ჰანს ციმერი და ანდრეას ვოლენვეიდერი. მას ასევე ჩაწერილი აქვს ნაწარმოებები კრონოსის კვარტეტთან და ლოს ანჯელესის ფილარმონიის ორკესტრთან.[7]

გასპარიანმა დაუკრა ევა რივასის სომხური სიმღერა ,,Apricot Stone" 2010 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ოსლოში და გახდა ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, ვინც მონაწილეობა მიიღო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში.[8]

გასპარიანი გარდაიცვალა 2021 წლის 6 ივლისს. ამის შესახებ განაცხადა მისმა შვილიშვილმა, ჯივან გასპარიან უმცროსმა. მან თქვა: ,,ამ ღამით სამყარომ წარმოუდგენელი დანაკარგი განიცადა. ის არა მხოლოდ ლეგენდა, არამედ ადამიანიც იყო, რომელსაც ლამაზი სული ჰქონდა. მე ვწერ დიდი მწუხარებით ჩემი უზარმაზარი დანაკლისის გამო. ღმერთმა აცხონოს შენი სული ნათელში".

მემკვიდრეობა და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიტერ გაბრიელმა გასპარიანს უწოდა ,,ინსტრუმენტის დიდი ოსტატი". მან დაამატა: ,,როდესაც მან დუდუკს ტუჩები შეახო, ჯადოქრობა მოხვია თავს ყველას, ვინც უსმენდა."[9]

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გასპარიანს 90 წლის იუბილე მიულოცა და განაცხადა: ,,ჩვენმა ხალხმა და მუსიკის მოყვარულებმა მთელს მსოფლიოში უკვე დაგაფასათ მსოფლიოს უდიდეს მუსიკოსთა შორის. როგორც ცოცხალი ლეგენდა, თქვენ ხართ დიდი დამსახურება ყველა სომხისთვის."[10] გარდაცვალებისთანავე პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა მას უწოდა ,,ლეგენდარული დუდუკის დამკვრელი", რომელიც იყო ,,თანამედროვე კულტურის ერთ-ერთი სვეტი, რომლის სახელსაც უკავშირდება მუსიკოსების შემოქმედებითი და სამუშაო საქმიანობა."[11] ფაშინიანმა მას უწოდა ,,განსაკუთრებული სომეხი ინტელექტუალი" და დაასახელა იგი მსოფლიო ხელოვნების დიდებულთა შორის. ,,ჩვენ ვამაყობთ და შთაგონებული ვართ მისით" - ამბობს ფაშინიანი.[12]

სომეხთა სამოციქულო ეკლესიის წინამძღოლმა კათალიკოსმა გარეკინ მეორემ სამძიმრის წერილი გაუგზავნა გასპარიანის ოჯახს. ,,ათწლეულების განმავლობაში ის ასრულებდა სომხური მუსიკის ძვირფას ნაწარმოებებს სომხეთში და მის ფარგლებს გარეთ მრავალ სცენაზე და ემსახურებოდა ჩვენი კულტურის აღიარებისა და გავრცელების მადლიერ მისიას", - ნათქვამია განცხადებაში.[13]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Duduk. Armenian folk songs (Мелодия / Melody, 1983) / I Will Not Be Sad in This World (All Saints Records, 1989)
  • Moon Shines at Night (All Saints Records, 1993)
  • Ask Me No Questions (Traditional Crossroads 4268, 1994)
  • Apricots From Eden (Traditional Crossroads 4276, 1996)
  • Salute (1998)
  • Black Rock, Michael Brook-სთან ერთად (Realworld 46230, 1998)
  • Djivan Gasparyan Quartet - Nazeli (Libra Music 1998)
  • Heavenly Duduk (Network 1999)
  • Armenian Fantasies (Network 34801, 2000)
  • Nazani (2001)
  • Fuad, Erkan Ogur-სთან ერთად (Traditional Turkish & Armenian songs) (2001)
  • In My World, I Have No Pain (World Records - Parseghian Records, 2002)
  • Endless Vision: Persian And Armenian Songs, Hossein Alizadeh-სთან ერთად (World Village, Harmonia Mundi, 2005)
  • Nectar for the Bitter World (2007)
  • The Soul of Armenia (Network Medien's double-CD package 2008)
  • Penumbra, with Michael Brook (Canadian Rational/bigHelium, 2008)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • On the Track: A Guide to Contemporary Film Scoring - გვერდი 87. ავტორი - Fred Karlin, Rayburn Wright
  • World Music: The Rough Guide - გვერდი 334. ავტორი - Simon Broughton, Mark Ellingham, Richard Trillo

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Biography. Jivan Gasparyan Official Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-04. ციტირების თარიღი: 2021-10-09.
  2. Legendary Armenian duduk player Jivan Gasparayn dies aged 92 en-US. ციტირების თარიღი: 2021-10-09
  3. Djivan Gasparyan at MSN music. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-28. ციტირების თარიღი: 2021-10-09.
  4. Djivan Gasparyan en (2020-11-23). ციტირების თარიღი: 2021-10-09
  5. An Evening with Djivan Gasparyan and Michael Brook | Asbarez.com en-US. ციტირების თარიღი: 2017-09-08
  6. Biography AllMusic-ზე
  7. Nercessian, Andy (2001-08-28). The Duduk and National Identity in Armenia (en). Scarecrow Press. ISBN 978-1-4616-7272-2. 
  8. Armenian apricot stone becomes a tree.
  9. Djivan Gasparyan (6 July 2021).
  10. Nikol Pashinyan congratulates Jivan Gasparyan on 90th birthday anniversary. The Office to the Prime Minister of the Republic of Armenia (12 October 2018).
  11. The great duduk master was one of the pillars of our modern culture. President Sarkissian expressed condolences on the death of Jivan Gasparyan, the legendary duduk player. The Office to the President of the Republic of Armenia (6 July 2021).
  12. Nikol Pashinyan offers condolences on the passing of Jivan Gasparyan. The Office to the Prime Minister of the Republic of Armenia (6 July 2021).
  13. Everlasting Prayer and Blessings to the Memory of Jivan Gasparyan. Mother See of Holy Etchmiadzin (6 July 2021).