ჯივაკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
ჯივაკა
ინგლ. Jiwaka Province
დროშა

ქვეყანა პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
კოორდინატები 6°00′00″ ს. გ. 144°35′00″ ა. გ. / 6.00000° ს. გ. 144.58333° ა. გ. / -6.00000; 144.58333
დაარსდა 2012
ფართობი 4798 კმ²
მოსახლეობა 343 987 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 71,69 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+10:00]]

ჯივაკა (ინგლ. Jiwaka Province) — პაპუა-ახალი გვინეის პროვინცია. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი მინი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციის ფართობი შეადგენს 4798 კმ²-ს[1]. მდებარეობს კუნძულ ახალ გვინეაზე, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ადმინისტრაციულად ეკუთვნის ჰაილენდსის რეგიონს. ჩრდილოეთით ესაზღვრება მადანგის პროვინციას, აღმოსავლეთით — სიმბუს პროვინციას, სამხრეთით — საუთერნ-ჰაილენდსის პროვინციას, დასავლეთით — უესტერნ-ჰაილენდსის პროვინციას.

პროვინციის ტერიტორიის სიგრძე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ შეადგენს, დაახლოებით, 60 კმ-ს, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ — 130 კმ-ს.

პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს ბისმარკის ქედის სამხრეთი ფერდობები. სამხრეთით კი პროვინციაში ყველაზე მაღალი და პაპუა-ახალ გვინეაში მეხუთე კუბორის მწვერვალი, კაბანგამას მთით (4104 მეტრი)[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის ივლისში გამოიცა კანონი 2012 წელს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმის შესახებ, რომლის თანახმადაც ჯივაკას პროვინცია უნდა შექმნილიყო უესტერნ-ჰაილენდსის პროვინციიდან ჯიმის (Jimi), ანგლიმპ-საუტ-ვაგის (Anglimp-South Wahgi) და ნორტ-ვაგის (North Wahgi) რაიონების გამოყოფის გზით[1][3]. ოფიციალურად პროვინცია შეიქმნა 2012 წლის 17 მაისს[4].

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციის ტერიტორია იყოფა სამ რაიონად: ჯიმი, ანგლიმპ-საუტ-ვაგი და ნორტ-ვაგი. თავის მხრივ თითოეული რაიონი შედგება ადგილობრივი მმართველობის რამდენიმე ერთეულისაგან (LLG)[5][6].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Western Highlands Province. The National Research Institute (March 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-22. ციტირების თარიღი: 30-06-2012.
  2. Mount Kabangama, Papua New Guinea (ინგლისური)
  3. «PNG to create two new provinces», Sydney Morning Herald, July 15, 2009 (ინგლისური)
  4. «PNG'S new province Hela, Jiwaka declared» დაარქივებული 2012-07-24 საიტზე Wayback Machine. , The National, 17 May 2012 (ინგლისური)
  5. პაპუა-ახალი გვინეის რაიონებიstatoids.com (ინგლისური)
  6. LLG Names List. SOUTHERN HIGHLANDS PROVINCE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-29. ციტირების თარიღი: 2014-11-20.