ჯიდის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯიდის ხიდი, ჭიტის ხიდი — ხიდი თურქეთში, სურმენეს ახლოს, მდინარე მანაჰოზის ხეობაში, აქსუს შენაკად ჯიდაზე (ჭიტაზე). ხიდი ამავე სახელწოდების სოფლის ბოლოშია. ხიდი დამხრობილია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ. იგი ფუნდამენტურად ნაგები. ბურჯებში შექმნილია სამ-სამი ფოსო სამშენებლო პლატფორმის გასამართავად. რკალის მრუდი იდეალურ ნახევარწრეს ქმნის. თაღის გარე პირებში უკლებლივ ტრაპეციული ფორმის ქვათლილებია გამოყენებული, რაც ხიდის კონსტრუქციის მდგრადობას განაპირობებს. თაღის მთლიანი სტრუქტურა ამოყვანილია ისოდომური წყობით. ხიდის ზომები: მალის სიგრძე — 3,30 მ, მანძილი ბურჯებამდე — 2, 25 მ, ბურჯის სიგანე — 2,25 მ, სარტყელამდე მანძილი — 0,22 სმ, სარტყელი — 0,17 სმ, თაღის — 0,46 სმ, ბორდიურის სიმაღლე — 30 სმ, სიგანე — 25 სმ, სავალი ნაწილის სიგანე — 1,80.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 79 ISBN 978-9941-0-6458-6.