ჯიბუტის კონსტიტუცია
ჯიბუტის კონსტიტუცია — მიღებულ იქნა 1992 წლის 4 სექტემბერს. კონსტიტუცია გადაისინჯა 2010 წელს.[1][2] კონსტიტუცია მოიცავს 13 თავს და ჯამში 97 მუხლისგან შედგება.
კონსტიტუციის სტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯიბუტის კონსტიტუცია 13 თავისგან შედგება.
- თავი I — განსაზღვრავს სახელმწიფოსა და სუვერენიტეტს. კონსტიტუციის პირველი მუხლი ისლამს სახელმწიფო რელიგიად აცხადებს, ქვეყანას დემოკრატიულ და სუვერენულ სახელმწიფოდ, ხოლო ფრანგულ და არაბულ ენას სახელმწიფო ენად აცხადებს. მეორე მუხლი ქვეყნის დედაქალაქად ჯიბუტს აცხადებს და აღიარებს ჯიბუტის დროშას. კონსტიტუციის მეშვიდე მუხლი ხელისუფლებას სამ შტოდ ანაწილებს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას შორის.
- თავი II — აღიარებს ადამიანის უფლებებს და ადამიანებს წმინდა არსებებად განსაზღვრავს. კონსტიტუციის მეათე მუხლის მიხედვით, აკრძალულია სიკვდილით დასჯა; კონსტიტუციით უზრუნველყოფილია სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლებები; მეორე თავის მიხედვით, დაცულია აზრის გამოხატვის, სინდისის თავისუფლებისა და რელიგიის თავისუფლების მე-12 მუხლი იცავს საკუთრების უფლებას, ხოლო მე-13 მუხლი ― კონფიდენციალობას კომუნიკაციებში; მე-14 მუხლის მიხედვით, უზრუნველყოფილია გადაადგილების თავისუფლება; მე-16 მუხლით დაცულია გამოხატვისა და პრესის თავისუფლების უფლებები, ისევე, როგორც პროფესიული კავშირების შექმნისა და გაფიცვის უფლებები. იგივე მუხლი კრძალავს წამებას და აწესებს სასჯელს წამებისთვის; მე-17 მუხლის მიხედვით, ჯიბუტის მოქალაქეები ვალდებული არიან, დაიცვან სახელმწიფო; მე-18 მუხლი აწესებს თანაბარი დაცვის პირობებს ე.წ. „უცხოელებისთვის“; მე-19 მუხლი მთავრობას ჯიბუტის მოქალაქეების უფლებების დაცვას ავალდებულებს.
- თავი III — განსაზღვრავს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებებსა და ვალდებულებებს. სახელმწიფოს მეთაურად გამოცხადებულია პრეზიდენტი,[3] რომელსაც ხუთი წლის ვადით ირჩევენ. პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ ჯიბუტის მოქალაქე უნდა იყოს, 40-დან 75-მდე წლამდე ასაკის. პრეზიდენტის ხელახლა არჩევა შესაძლებელია. არჩევნები მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 30-40 დღით ადრე ტარდება.
- თავი IV — ეხება საკანონმდებლო შტოს. საკანონმდებლო შტო ერთპალატიანი პარლამენტისგან შედგება, რომელსაც ეროვნული ასამბლეა ჰქვია. საკანონმდებლო შტოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, რომელიც მთავრობის მეთაურია.
- თავი V — განსაზღვრავს საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოს შორის ურთიერთობას.
- თავი VI — მოცემულია საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, რომელზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და ხხელს აწერს პრეზიდენტი, ხოლო მათ რატიფიცირებას ახდენს ეროვნული ასამბლეა.
- თავი VII — განსაზღვრავს სასამართლო შტოს. მოსამართლეები აირჩევიან უვადოდ.
- თავი VIII — აფუძნებს საკონსტიტუციო საბჭოს. საბჭოში ექვსი მოსამართლე შედი, რომლებიც ერთი ვადით, 8 წლით აირჩევიან. ორ მოსამართლეს პრეზიდენტი ირჩევს, ორს — ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, ორს — მაგისტრატის უზენაესი საბჭო.
- თავი IX — მოცემულია იუსტიციის უზენაესი საბჭოს უფლებამოსილებები.
- თავი X — აყალიბებს ჯიბუტის ფედერალურ ერთეულებს.
- თავი XI — ქმნის რესპუბლიკის მედიატორის თანამდებობას.
- თავი XII — მოცემულია გადასინჯვის პროცედურა.
- თავი XIII — მოცემულია კონსტიტუციის ამოქმედების პირობები.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Djibouti's Constitution of 1992 with Amendments through 2010 English. Constitute. ციტირების თარიღი: 19 July 2016.
- ↑ Constitution of the Republic of Djibouti: September 4, 1992. Oxford University Press. ციტირების თარიღი: 13 July 2020
- ↑ Djibouti: Government >> globalEDGE: Your source for Global Business Knowledge. ციტირების თარიღი: 2016-10-31
|