ჯიბლიბო
იერსახე
ჯიბლიბო | |
---|---|
![]() | |
ქალაზიონი ზედა ქუთუთოზე | |
დარგი |
ოფთალმოლოგია ![]() |
კლასიფიცირება და გარე წყაროები | |
DiseasesDB | 12583 |
ICD-10 | H00.{{{3}}} |
ICD-9 | 373.11 |
MedlinePlus | 001009 |
eMedicine | eMedicine: emerg/755 |
MeSH | D006726 |
ჯიბლიბო — წამწამის ფესვთან მდებარე ქონის ჯირკვლის მწვავე ჩირქოვანი ანთება იწვევს ჩირქმბადი მიკრობის (უფრო ხშირად სტაფილოკოკის) მოხვედრა. დასაწყისში ქუთუთოს კიდეზე ჩნდება მტკივნეული წერტილი, შემდეგ ქუთუთო შეწითლდება, შეშუპდება და ვითარდება კონიუნქტივიტი. 2-4 დღის შემდეგ წარმოიქმნება პატარა ჩირქგროვა. ჯიბლიბოს ზოგჯერ დაერთვის თავის ტკივილი, სხეულის ტემპერატურის მომატება, ხშირია რეციდივები.
მკურნალობა მშრალი სითბო, ულტრამაღალი სიხშირის დენი, ვერცხლისწყლის ყვითელი მალამო და სხვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 563.