ჯიაიჯი ჰოლდინგი
|
ჯიაიჯი ჰოლდინგის ლოგო | |
| ტიპი | კერძო კომპანია |
|---|---|
| დარგი | ენერგეტიკა, უძრავი ქონება, ფარმაცია, ჯანდაცვა, დაზღვევა, სოფლის მეურნეობა, მანქანათმშენებლობა, განათლება |
| დაფუძნდა | 1994 |
| დამაარსებელი | დავით ბეჟუაშვილი |
| სათავო ოფისი | თბილისი, საქართველო |
| პროდუქცია | სხვადასხვა |
| მფლობელი | დავით ბეჟუაშვილი |
| თანამშრომელი | 10 000-ზე მეტი |
| ფილიალი |
პეკინის გამზ. № 34 / ალ. ყაზბეგის გამზ. № 2ა, 0160, თბილისი, საქართველო საქართველო, უკრაინა, ყაზახეთი, უზბეკეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები |
| საიტი | http://www.gig.ge |
ჯიაიჯი ჰოლდინგი (ინგლ. GIG Holding) – ქართული მულტიინდუსტრიული ჰოლდინგი, რომელიც საქმიანობს სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ენერგეტიკაში (თბო და განახლებადი ენერგია), ლოჯისტიკასა და ტრანსპორტში, მანქანათმშენებლობაში, სოფლის მეურნეობაში, ფარმაცევტიკის, ჯანდაცვისა და დაზღვევის სფეროებში, ცემენტის წარმოებაში, უძრავი ქონებისა და განვითარების სექტორში, ასევე განათლების მიმართულებით.[1]
კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში.[1]
იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში და ზრდის გავლენას უფრო ფართო რეგიონშიც. სტრატეგიული ინვესტიციებითა და ინდუსტრიული გამოცდილებით, ჯიაიჯი ჰოლდინგი საქმიანობს საქართველოში, უკრაინაში, ყაზახეთში, უზბეკეთში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.[1]
საქმიანობის მიმართულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯიაიჯი ჰოლდინგი საქმიანობს სხვადასხვა სექტორში:
- ენერგეტიკა — ჰოლდინგი ფლობს და მართავს რამდენიმე თბოელექტროსადგურს და ჰიდროელექტროსადგურს, რომლებიც ელექტროენერგიას აწვდიან როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ბაზრებს. ასევე ჩართულია ენერგიით ვაჭრობისა და განაწილების სფეროებში.
- უძრავი ქონება — ახორციელებს კომერციული და საცხოვრებელი ობიექტების დეველოპმენტს.
- დაზღვევა — ფლობს წამყვან სადაზღვევო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დაზღვევას.
- ჯანდაცვა — ფლობს 25 კლინიკასა და საავადმყოფოს საქართველოში, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც სტაციონარულ, ისე ამბულატორიულ მომსახურებას ხუთ რეგიონში.
- განათლება — ფლობს პრემიუმ კლასის საერთაშორისო კერძო სკოლას, ასევე წილებს უნივერსიტეტებში საქართველოში, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ს არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით.
- ფარმაცია — ფლობს ფარმაცევტულ კომპანიას უკრაინაში, რომელიც სპეციალიზებულია ინსულინისა და ჰეპარინის წარმოებაში.
- სოფლის მეურნეობა და სპეციალიზებული ტექნიკა — ფლობს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელ კომპანიებს ყაზახეთში, რომლებიც ბაზრის ლიდერები არიან ტრაქტორების, კომბაინების და სხვა სპეციალიზებული ტექნიკის წარმოებისა და გაყიდვის მიმართულებით.
- ინფრასტრუქტურა — 2020 წელს კომპანიამ გაიმარჯვა ხერსონის საზღვაო ნავსადგურის კონცესიის ღია ტენდერში და უკრაინულ კომპანიასთან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში დაიწყო ობიექტის ექსპლუატაცია.
- ინდუსტრიული წარმოება — ჰოლდინგში შემავალი კომპანიები საქართველოში აწარმოებენ მასალებს სარკინიგზო, ინფრასტრუქტურული, სამშენებლო და ავეჯის წარმოების სფეროებისთვის. კომპანია ფლობს წილს ერთადერთ უმსხვილეს ცემენტის საწარმოში საქართველოში.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კომპანია დაფუძნდა 1994 წელს დავით ბეჟუაშვილის მიერ. პირველ წლებში მიზნად ისახავდა ინდუსტრიული აქტივების შეძენასა და კონსოლიდაციას. 1990-იან წლების ბოლოს კომპანიამ შეიძინა წამყვანი საწარმოები ცემენტის სფეროში, მათ შორის რუსთავის და შემდგომ კასპის ცემენტის ქარხნები. ამავე პერიოდში კომპანიამ შეიძინა თბილისის თბოსადგური და შევიდა ბუნებრივი გაზის ბაზარზე "საქართველოს საერთაშორისო ენერგო კორპორაციის" მეშვეობით.
2000-იან წლებში კომპანიამ დანერგა ჰოლდინგური მმართველობის სტრუქტურა — ჯიაიჯი ჰოლდინგი.
საქართველოს ფარგლებში კომპანიამ გააფართოვა პოზიციები ჯანდაცვის სექტორში - მართავს 25 კლინიკას სხვადასხვა რეგიონში და ახორციელებს კომერციული და საცხოვრებელი დანიშნულების უძრავი ქონების დეველოპმენტის პროექტებს.[1] საქართველოში ჯიაიჯი ჰოლდინგმა გააფართოვა საქმიანობის სფერო განახლებადი ენერგიის მიმართულებით (მათ შორის ახალი ჰიდროელექტრო, ქარის და მზის ელექტროსადგურების პროექტებით), აგრობიზნესში და უმაღლესი განათლების სექტორში. კომპანია აგრძელებს ქვეყნის უდიდესი ცემენტის საწარმოების მართვაში მონაწილეობას და ასევე არის მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიით ვაჭრობის მოთამაშე.[1]
კომპანია წარმატებით საქამიანობს საქართველოს ფარგლებს გარეთაც. უკრაინაში ჰოლდინგმა დაიწყო ხერსონის საზღვაო ნავსადგურის ოპერირება კონცესიის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე.
ეკონომიკური გავლენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, ჯიაიჯი ჰოლდინგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს დასაქმების, წარმოებისა და ინფრასტრუქტურული განვითარების პროცესებში. ჰოლდინგი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ასაქმებს 10,000-ზე მეტ ადამიანს, რაც მას ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს კერძო დამსაქმებლად აქცევს.
ჯიაიჯი ჰოლდინგს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის მრეწველობის განვითარებაში, ენერგიის და ცემენტის წარმოების მეშვეობით. კომპანია ასევე ხელს უწყობს საქართველოს მონაწილეობას საერთაშორისო ბაზრებზე, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების გზით. მისი ცემენტის და სასოფლო-სამეურნო ტექნიკის განყოფილებები ემსახურებიან რეგიონულ ბაზრებს, ხოლო უკრაინაში მოქმედი ფარმაცევტული საწარმო აწარმოებს ინსულინსა და ჰეპარინს.
ჰოლდინგმა გააფართოვა საქმიანობა ყაზახეთში, უკრაინაში, უზბეკეთსა და სხვა ქვეყნებში, სადაც ახორციელებს ინვესტიციებს ჯანდაცვის, უმაღლესი განათლების, პორტების ოპერაციების და სამრეწველო წარმოების სფეროებში.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და ფილანტროპია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯიაიჯი ჰოლდინგი ხელს უწყობს მდგრად ბიზნეს პრაქტიკებს, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს პერსონალის განვითარებაზე და საზოგადოების ჩართულობაზე. კომპანია მხარს უჭერს სხვადასხვა სოციალურ ინიციატივას, განსაკუთრებით განათლების ჯანდაცვისა და რეგიონული განვითარების მიმართულებით.
2015 წელს, დავით ბეჟუაშვილმა და მისმა ოჯახმა დააარსეს "დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი", რომლის მიზანია საქართველოს მომავალი განვითარება, ცოდნისა და განათლების ხელშეწყობის გზით. ფონდი ხელს უწყობს ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს თანამედროვე და პროგრესული ღირებულებების განმტკიცებას ქართულ საზოგადოებაში, განათლებაში, მეცნიერებაში და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში ინვესტირებით. ფონდი ჯიაიჯი ჰოლდინგისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს და ასახავს ბეჟუაშვილების ოჯახის ფართო ხედვას, რომელიც მდგომარეობს ბიზნესის წარმატებისა და სოციალური პასუხისმგებლობის გაერთიანებაში.