ჯვარის ციხე (ყვარელი)
ჯვარის ციხე, ჯუარის ციხე — შუა საუკუნეების მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, ახლანდელი ყვარლის მუნიციპალიტეტში, რაიონული ცენტრის მახლობლად. წყაროებში იხსენიება XI საუკუნიდან როგორც ხახვილაგურთა ფეოდალური საგვარეულოს რეზიდენცია. შემორჩენილია ნანგრევები.
„იბირნა მეფემან ბაგრატ მთავარი მარილელი სიძე კვირიკესი აშოტ, და ხახულ-გურთა ჯუარის ციხისა ... ემტერა კახეთს[1]“
|
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.11, გვ. 559, თბ., 1987
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ვახუშტი ბატონიშვილი. ქართლის ცხოვრება, 4: 146,2,3