ჯვარისებრი ნაღველა
ჯვარისებრნი ნაღველა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Gentiana cruciata L. | |||||||||||||||
|
ჯვარისებრი ნაღველა (ლათ. Gentiana cruciata) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სიმაღლე 20-50 სმ, აქვს რამდენიმე აღმავალი ღერო, ფოთლები – კვერცხისებურ-ლანცეტა, კიდეებზე ხორკლიანი, ყვავილები ზედა ფოთლების იღლიებშია განლაგებული. გვირგვინი ლურჯია, ღია ფერის მილით. იზრდება მთის ქვედა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე ტყისპირებში, ბუჩქნარებსა და ნატყევარ ადგილებში. საქართველოში გავრცელებულია ყველა რეგიონში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, ევროპას, ციმბირსა და ცენტრალურ აზიას.
გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
-
ყვავილი
-
ფოთლები
-
ილუსტრაცია
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 342.