ჯეფრი ეპსტეინი
| ჯერფი ეფსტეინი | |
|---|---|
|
| |
| დაბ. თარიღი | 1953 წლის 20 იანვარი |
| დაბ. ადგილი | ბრუკლინი, ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები |
| გარდაცვალების თარიღი | 2019 წლის 10 აგვისტო (66 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | მეტროპოლიტენის სასჯელაღსრულების ცენტრი, ნიუ-იორკი, აშშ |
| გარდაცვალების მიზეზი | სუიციდი |
| დაკრძალულია | დავითის ვარსკვლავის სასაფლაო, პალმ-ბიჩ-გარდენსი, ფლორიდა, აშშ |
| საქმიანობა | ფინანსისტი · ბროკერი · მასწავლებელი |
| წაყენებული ბრალდება | ბავშვის შეძენა პროსტიტუციისა და სექს-ტრეფიკინგისთვის |
| განაჩენი | 13 თვე (2008 წელს) |
| მსხვერპლის რაოდენობა | 1000+[1][2] |
| თანამონაწილე(ები) | გისლეინ მაქსველი |
ჯეფრი ედვარდ ეპშტეინი (ინგლ. Jeffrey Epstein; დ. 20 იანვარი, 1953, ― გ. 10 აგვისტო, 2019) — ამერიკელი ფინანსისტი და არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური დანაშაულისთვის მსჯავრდებული.[3][4] მან თავისი პროფესიული კარიერა დაიწყო დალტონის სკოლაში, სადაც მასწავლებლად მუშაობდა. 1976 წელს სკოლიდან გათავისუფლების შემდეგ, მან მუშაობა დაიწყო საბანკო-საფინანსო სექტორში კომპანია Bear Stearns-ში, სადაც უწევდა სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობა. ეპსტეინმა შექმნა ელიტური სოციალური წრე[5] და ამ პერიოდში მრავალ გოგონასა თუ ქალს, ის და მისი თანამოაზრეები სექსუალურად უსწორდებოდნენ.[6][7]
2005 წელს ფლორიდაში, პალმ ბიჩიში, პოლიციამ დაიწყო გამოძიება, მას შემდეგ, ერთ-ერთმა მშობელმა განაცხადა, რომ ჯეფრი ეფსტეინმა თავის 14 წლის ქალიშვილზე იძალადა. ფედერალურმა პოლიციამ აღმოაჩინა 36 გოგო, მათგან ბევრი 14 წლის, რომლებზეც ჯეფრიმ სექსუალურად იძალადა.[8] ეპსტეინმა ბრალი აღიარა 2008 წელს და ფლორიდის შტატის სასამართლომ ბავშვთა პროსტიტუციისა და მეძავის დაქირავებისთვის დამნაშავედ ცნო. ის მხოლოდ ამ ორ დანაშაულში სცნეს დამნაშავედ და მიესაჯა 13 თვით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა დიდი ხნით ადრე გაათავისუფლეს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის შესრულების პირობით.[9]
ჯეფრი ეფსტეინი მეორედ დაიჭირეს 2019 წლის 6 ივლისს, ნიუ-იორკისა და ფლორიდაში არასრულწლოვნებზე სექსტრეფიკინგის ბრალდებით.[10][11] ის გარდაიცვალა თავისივე საკანში 2019 წლის 10 აგვისტოს.[12] ნიუ-იორკის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა, ბარბარა სემპსონმა, დაადგინა, რომ ჯეფრიმ თავი ჩამოიხრჩო.[13] სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სპეციალისტმა მაიკლ ბადენმა გადაწყვეტილება გააპროტესტა და საზოგადოებაში გააჩინა სკეპტიციზმი მისი გარდაცვალების ნამდვილ მიზეზთან დაკავშირებით, რამაც რამდენიმე შექმულების თეორია გამოიწვია.[14][15] ფედერალური გამოძიების ბიურომ 2025 წელს გაავრცელა კამერის ჩანაწერები იმის დასადასტურებლად რომ ჯეფრიმ მართლაც მოიკლა თავი.[16][17] როდესაც იუსტიციის დეპარტამენტმა ვიდეო გამოაქვეყნა, მას დაახლოებით 2 წუთი და 53 წამი ეკლდა,[18][19] რამაც დაამტკიცა რომ ვიდეო დამუშავებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ FBI საწინააღმდეგოს აცხადებდა.[20]
ვინაიდან ეპშტეინის გარდაცვალება გამორიცხავდა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდების წაყენების შესაძლებლობას, მოსამართლემ 2019 წლის 29 აგვისტოს ყველა სისხლის სამართლის ბრალდება მოხსნა. ეპსტეინს ათწლეულების მანძილზე კავშირი ჰქონდა გისლეინ მაქსველთან, რომელიც მისთვის გოგონებს ქირაობდა[21] ამან კი განაპირობა ის რომ, გისლეინი 2023 წელს გაამტყუნა აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ სექს-ტრეფიკინგისა და შეთქმულების ბრალდებით.[22][23][24]
„ნიუ-იორკ თაიმსის“ ცნობით, ეპშტეინმა თავისი ქონების დიდი ნაწილი მილიარდელებისთვის საგადასახადო და ქონების მომსახურების გაწევით დააგროვა.[25] მას ასევე ჰქონდა სერიოზული კავშირები და შექმნა ქსელი, რომელშიც შედიოდნენ ბიზნესმენები, სამეფო ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები და აკადემიკოსები.[26] მისმა მეგობრობამ საზოგადო მოღვაწეებთან, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორთან (ყოფილი პრინცი ენდრიუ, იორკის ჰერცოგი), დონალდ ტრამპთან და ბილ კლინტონთან, დიდი სკანდალი გამოიწვია.[27][28][29] წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტიის მიერ 2025 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული დოკუმენტები აჩვენებს, რომ მას კავშირები ჰქონდა პიტერ ტილთან, ილონ მასკთან, ბილ გეიტსთან, ლარი სამერსთან და სტივ ბენონთან.[30] დოკუმენტები მოიცავდა ეპშტეინის ელექტრონული ფოსტის 20 000-ზე მეტ გვერდს, რომლებიც 2011 წლიდან 2018 წლამდე თარიღდებოდა, რომელთაგან ბევრი ტრამპის შესახებ საუბრებს მოიცავდა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Jeffrey Epstein died by suicide and there’s no ‘client list,’ Justice Department says
- ↑ Justice Department review finds Jeffrey Epstein had no "client list" and died by suicide
- ↑ Jeffrey Epstein Charged In Manhattan Federal Court With Sex Trafficking Of Minors
- ↑ Jeffrey Epstein: the rise and fall of teacher turned tycoon
- ↑ "Who Was Jeffrey Epstein Calling? A close study of his circle—social, professional, transactional—reveals a damning portrait of elite New York"
- ↑ An Actual Conspiracy Kept Jeffrey Epstein’s Accomplices out of Prison
- ↑ An Actual Conspiracy Kept Jeffrey Epstein’s Accomplices out of Prison
- ↑ For years, Jeffrey Epstein abused teen girls, police say. A timeline of his case
- ↑ Jeffrey Epstein: the billionaire paedophile with links to Bill Clinton, Kevin Spacey, Robert Maxwell – and Prince Andrew
- ↑ Jeffrey Epstein Arrested for Sex Trafficking of Minors
- ↑ Jeffrey Epstein arrested for sex trafficking of minors in Florida and New York
- ↑ "Jeffrey Epstein dead after apparent suicide in New York jail"
- ↑ Medical examiner rules Epstein death a suicide by hanging
- ↑ Epstein Lawyers Say Evidence ‘Far More Consistent’ With Murder Than Suicide
- ↑ FBI studies two broken cameras outside cell where Epstein died - source
- ↑ Trump DOJ releases video debunking Epstein conspiracy theories
- ↑ FBI to release Jeffrey Epstein video
- ↑ Jeffrey Epstein prison video metadata reveals nearly 3 minutes of footage removed by FBI
- ↑ The FBI's Jeffrey Epstein Prison Video Had Nearly 3 Minutes Cut Out
- ↑ Metadata Shows the FBI’s ‘Raw’ Jeffrey Epstein Prison Video Was Likely Modified
- ↑ "Ghislaine Maxwell, The Socialite on Jeffrey Epstein's Arm"
- ↑ Ghislaine Maxwell guilty of helping Jeffrey Epstein abuse girls
- ↑ The ‘Lady of the House’ Who Was Long Entangled With Jeffrey Epstein
- ↑ Jeffrey Epstein Confidante Ghislaine Maxwell Arrested on Sex Abuse Charges
- ↑ Jeffrey Epstein’s Associates Could Reap Benefit of a Big Tax Refund
- ↑ CNN Exclusive: The rise of the Jeffrey Epstein mystique
- ↑ "Scams, Schemes, Ruthless Cons: The Untold Story of How Jeffrey Epstein Got Rich"
- ↑ "Inside the Long Friendship Between Trump and Epstein"
- ↑ Epstein had ‘sex tapes’ of Prince Andrew and Bill Clinton, witness claimed
- ↑ Democrats release Epstein records mentioning Musk, Bannon, Thiel, Prince Andrew