ჯესი ჰო
ჯესი ჰო | |
---|---|
მშობლიური სახელი | კორ. 제시 |
დაბადების თარიღი |
17 დეკემბერი, 1988 ნიუ-იორკი, აშშ |
ჯესი ჰო (კორ. 제시) ცნობილი, როგორც ჯესი (დ.17 დეკემბერი, 1988, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკული წარმომავლობის სამხრეთ კორეელი მომღერალი და რეპერი. ჯგუფ Uptown-ისა და Lucky J.-ის ყოფილი წევრი. 2019 წლიდან მუშაობს სააგენტო P-Nation-თან.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული წლები და კარიერის დასაწყისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯესი ჰო დაიბადა 1988 წლის 17 დეკემბერს ნიუ-იორკში, თუმცა გაიზარდა ნიუ-ჯერსიში. მას მშობლები და ორი უფროსი ძმა. ის დადიოდა კორეის კენტურ სკოლაში Girls’ Generation-ის წევრ გოგოებთან ჯესიკა ჩონთან და ტიფანისთან ერთად. ამავე სკოლაში დადიოდა ჯგუფ The Grace-ის მომღერალი სტეფანი კიმი. თხუთმეტი წლის ასაკში ის საცხოვრებლად გადავიდა სამხრეთ კორეაში.
ჯესიკამ პირველად წარმატებით გაიარა მოსმენები S.M.Entertainment-ში, თუმცა მათთან დარჩენა არ ისურვა, რადგანაც თვლიდა, რომ მუსიკისადმი მისი მიდგომა კომპანიის სტილს არ შეესაბამებოდა. მანამდე სანამ ჯესის მუსიკალურ ინდუსტრიაში მოკლევადიანი პაუზა ექნებოდა, ცდილობდა კორეულ კულტურასთან შეჩვევას. თავისი დებიუტის შემდეგ მან წარმატებას მალევე ვერ მიაღწია, ამიტომაც იძლებული იყო საუნაშიც კი დაეძინა, ფულის უქონლობის გამო[1].
დებიუტი და პაუზა კარიერაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2003 წელს ჯესიმ წარმატებით გაიარა მოსმენები Doremi Media-ში და გადავიდა სამხრეთ კორეაში[2]. მან თავისი სადებიუტო სინგლი 2005 წელს გამოუშვა, სახელწოდებით Get Up და მთავარი სიმღერა Get Up შეასრულა პროგრამაში Music Bank. 2006 წელს, სოლო კარიერის პარალელურად, ის, როგორც მოწვეული მომღერალი შეუერთდა ჯგუფს Uptown, მათი მეხუთე ალბომის ჩაწერისას და ჩაანაცვლა ვოკალისტი იუნ მი რე[3]. ჯესის მეორე სინგლი The Rebirth გამოვიდა 2009 წლის იანვარში და ისი რელიზის შემდეგ მან დატოვა კორეა და გადავიდა ამერიკაში.
2014-2018, სცენაზე დაბრუნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წელს ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ჯესი სცენაზე გამოჩნდა, როგორ ჰიპ-ჰოპ ჯგუფ Lucky J-ის წევრი, რეპერ J’Kyun-სა და ვოკალისტ J-Yo-სთან ერთად[4]. ტრიოს დებიუტი შედგა სიმღერით Can You Hear Me, ამავე წლის ივლისში YMC Entertainment-თან თანამშრომლობით[5]. დებიუტიდან ერთ თვეში ჯგუფი გამოჩნდა მუსიკალურ ტელეარხზე Mnet.
2015 წლის იანვრიდან მარტანმდე ჯესი მონაწილეობდა Show Me The Money-ის პროგრამის გადაცემაში Unpretty Repstar[6]. ეს შოუ ეხებოდა რეპერი გოგოების თვითგადარჩენას, ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ რათა სხვა რეპერთა რეპერტუარების შესრულების შესაძლებლობა ჰქონოდათ. ჯესი, მაყურებელთა გადაწყვეტილებით მეორე ადგილზე გავიდა. ჰოს შოუში გამოჩენის შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო პაკ ჯინ იონის სინგლში Who’s Your Mama?, რომელიც კლიპთან ერთად 2015 წლის აპრილში გამოვიდა.
სიმღერამ გამოსვლისთანავე კორეაში არსებული ცხრავე ძირითადი მუსიკალური ჩარტის სათავე დაიკავა. ამავე წლის განმავლობაში ჯესი სხვადასხვა ტელეგადაცემებში გამოჩნდა მოწვეული სტუმრის სტატუსით, მათ შორის შოუებში Running Man და Happy Together[7][8]. 15 სექტემბერს გამოშვებული Ssenunni მის პირველ სოლო რეპ-სინგლს წარმოადგენს. ჯესის პირველი ცოცხალი შესრულება აშშ-ში 16 ოქტომბერს შედგა. ის დუეტით გამოვიდა ბელასკოს თეატრში, ჰიპ-ჰოპ ჯგუფ Mighty Mouth-თან ერთად. გადაცემა Unpretty Rapstar-ის მეორე სეზონში რეპერი მსაჯის მპლუაში რამდენჯერმე გამოჩნდა. ის და Cheetan, პირველი სეზონის გამარჯვებულები წარმოდგენილები იყვნენ Verbal Jint-ის მიერ გამოშვებული ორი სიმღერის შემსრულებლებად. 2015 წელს ჯესიმ Mnet Asian Music Awards-ზე შეასრულა სიმღერა Ssenunni[9].
2016 წელს მომღერალი მუდმივმოქმედ წევრად მონაწილეობდა პოპულარულ კორეულ შოუში Sister’s Slam Dunk. ამავე წლის აგვისტოში ჯესიმ თავის ინსტაგრამ გვერდზე განაცხადა, რომ ჯგუფი Lucky J დაიშალა.
2017 წლის 13 ივლისს ჯესიმ კიდევ ერთი რეპ-სინგლი Gucci გამოუშვა, პირველ მინი-ალბომ Un2verse-სთან ერთად[10].
2018 წელს რეპერი მონაწილეობდა Yo! MTV Raps-ში, რომელიც 6 ივლისს გამოვიდა. იმავე დღეს მან ახალი სინგლი გამოუშვა, სახელწოდებით Down[11].
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2013 წელს ჯესის წინააღმდეგ ბრალდება იყო წამოყენებული[12], ქალზე თავდასხმასთან დაკავშირებით, თუმცა დაზარალებულმა ეს ფაქტი უარყო და მალევე მომღერალს ბრალდებაც მოეხსნა[13].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://www.soompi.com/article/733561wpp/jessi-on-her-tough-unni-image-difficulties-after-debuting-and-not-paying-attention-to-haters
- ↑ The 10 Year Journey from Jessica H.O to Lucky J's Jessi (7 February 2015).
- ↑ KBS World Radio K-POP News.
- ↑ Jessica H.o. to start anew under YMC Entertainment's upcoming group Lucky J.
- ↑ Co-ed hip hop trio Lucky J kick off their activities with 'Can You Hear Me' MV.
- ↑ Mnet to Launch Korea's First-Ever Female Rapper Survival Show "Unpretty Rapstar" - Soompi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-26. ციტირების თარიღი: 2020-11-18.
- ↑ 유재석 "제시, 쌍꺼풀 수술 전이 훨씬 예뻐".
- ↑ {KBS Happy Together} Suzy, Jessi, Seo Woo & more! (2015.04.23) დაარქივებული 2015-05-24 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Jessi Kills It At 2015 MAMAs With Her Performance Of 'Ssenunni' [VIDEO - The latest kpop news and music - Officially Kmusic].
- ↑ Jessi – Un2verse - 1st Mini Album - KpopScene.com.
- ↑ July Comebacks And Releases Coming Your Way - Soompi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-29. ციტირების თარიღი: 2020-11-18.
- ↑ https://www.allkpop.com/article/2013/06/jessica-ho-accused-of-assaulting-a-woman
- ↑ https://www.allkpop.com/article/2013/06/ms-choi-drops-charges-against-jessica-ho-for-alleged-assault