ჯესიკა ჰენვიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჯესიკა ჰენვიკი
Jessica Henwick by Gage Skidmore.jpg
ჯესიკა ჰენვიკი
მშობლიური სახელი 李玉 (ჩინური)
დაბადების თარიღი 30 აგვისტო, 1992 (1992-08-30) (29 წლის)
სურეი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2010-დან დღემდე

ჯესიკა იუ-ლი ჰენვიკი (ჩინ. 李玉; დ. 30 აგვისტო, 1992) — ბრიტანელი მსახიობი და მწერალი. იგი ცნობილია Nymeria Sand-ის როლით HBO-ს სერიალში „სამეფო კარის თამაშები“ (2015–2017), X-wing-ის პილოტი – ჯესიკა პავას როლით, ფილმში„ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება“ (2015) და პერსონაჟი კოლინ ვინგით, მარველის Netflix-ის სატელევიზიო სერიალში. (2017-2018) ასევე მნიშვნელოვანია მისი როლიც „მატრიცა: აღორძინება“-ში. (2021)

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰენვიკი დაიბადა და გაიზარდა სურეიში, ინგლისში. მისი დედა არის ტეოჩეუს წარმოშობის, ნახევრად სინგაპურელი, ნახევრად ჩინელი, ხოლო მამა ინგლისელია, სახელად მარკი. ჰენვიკის მამა პროფესიით მწერალია, დედა კი საცალო ვაჭრობის ინდუსტრიას ედგა სათავეში, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ გადადგა. ჰყავს უფროსი და უმცროსი ძმები. სწავლობდა რედროოფსის თეატრალურ სკოლასა და ეროვნულ ახალგაზრდულ თეატრში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის ივნისში გამოცხადდა, რომ ჰენვიკს მიენიჭა ბო-ს მთავარი როლი BBC-ის შოუში – „Spirit Warriors“, რაც მას აღმოსავლეთ აზიური წარმოშობის მქონე, პირველ მსახიობად აქცევდა. ამ ფაქტმა მთავარი როლი შეასრულა ბრიტანულ სატელევიზიო სერიალში. როლისთვის ჰენვიკი უშუში ვარჯიშობდა, საბრძოლო ხელოვნების ქორეოგრაფ – ჯუდ პოიერთან ერთად. შოუ იქნა ნომინირებული რამდენიმე ჯილდოთი, მათ შორის Broadcast Awards 2011-ით.

2013 წლის დასაწყისში ჰენვიკმა შეასრულა თავისი დებიუტი პროფესიონალურ თეატრში, საერთაშორისო პრემიერაზე „Running on the Cracks“, რომელიც გადაღბულია ჯულია დონალდსონის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით. The Times-ის ჟურნლისტმა – ალან რედკლიფმა შეაქო მისი შესრულება და ამას „შესანიშნავი“ უწოდა, ხოლო Guardian-მა დაწერა: „უზარმაზარი ფიზიკური მოხდენილობითა და სიმსუბუქით, ჰენვიკი ასახავს მოზარდ გოგონას, რომელსაც აწუხებს სამართლიანობის, ვნებისა და დაბნეულობის განცდა და ცდილობს წესრიგის დამყარებას ამ უსამართლო სამყაროში.“ თეატრის კრიტიკოსი ჯოის მაკმილანი წერდა, რომ ჰენვიკი იყო "გამორჩეული, როგორც ლეო".

მოგვიანებით, იმავე წელს, მან ჯეინ ჯონგ ტრენკას როლი შეასრულა დრამაში „Obsession: Dark Desires“, რომელიც ეთერში 2014 წლის იანვარში გავიდა. ჰენვიკი ასევე შეუერთდა Silk-ის მსახიობებს, როგორც ახალი ადვოკატის მოსწავლე, ემი. სერიალის თითოეულ ეპიზოდს საშუალოდ 5 მილიონი მაყურებელი ჰყავდა.

2015 წელს ჰენვიკი შეუერთდა HBO--ს სერიალს „Game of Thrones“, მე-5 სეზონში, როგორც Nymeria Sand. თუმცა მე-7 სეზონში მისი პერსონაჟი ბრძოლაში მოკლეს.

ჰენვიკმა ითამაშა X-wing-ის პილოტის, ჯეს პავას როლი ფილმში: „ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება“. მცირე საეკრანიზაციო დროის მიუხედავად, პავას პერსონაჟი თაყვანისმცემელთა ფავორიტი გახდა. მოგვიანებით პავა მეორეხარისხოვან პერსონაჟად გამოჩნდა კომიქსების სერიაში „Star Wars: Poe Dameron“, რომელიც 2016 წლიდან 2018 წლამდე გადიოდა.

2017 წელს ჰენვიკი გამოჩნდა კოლინ ვინგის როლში Netflix--ის სატელევიზიო სერიალში „რკინის მუშტი“. მიუხედავად იმისა, რომ ჰენვიკის როლის მიმართ უარყოფითი და კრიტიკული მიდგომა იყო, იგი სერიალში კარგად მიიღეს. ასევე ჰქონდა განმეორებითი როლი სერიალში „The Defenders“, როგორც ლუკ კეიჯი, მეორე სეზონში.

2017 წლის ბოლოს, ჰენვიკი მოხვდა Variety-ის ერთ-ერთ საუკეთესო ვარსკვლავთა სიაში. 2020 წელს მან მონაწილეობა მიიღო ფოქსის სამეცნიერო ფანტასტიკურ თრილერში „Underwater“ და ფილმებში: „Love and Monsters“ და სოფია კოპოლას ფილმში: „On the Rock“. იმავე წელს იგი მოხვდა The Hollywood Reporter-ის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავთა სიაში და მოიპოვა Brit to Watch-ის ჯილდო ნიუპორტ ბიჩის კინოფესტივალზე . 2020 წელს ის გადაიღეს ფილმში „ნაცრისფერი კაცი“, 2021 წელს კი ფილმში – „Glass Onion: A Knives Out Mystery“.

2021 წელს მან ითამაშა ფილმში „მატრიცა: აღორძინება“. IGN--მა ჰენვიკს „აღდგომის საუკეთესო ნაწილი“ უწოდა, ხოლო Deadline Hollywood-მა თქვა, რომ ის იყო მიზეზი, რის გამოც ღირდა ამ ფილმის ყურება. იგი ნომინირებული იყო როგორც საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი, Gold House-ისა და CAPE-ს მიერ.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელიწადი სათაური როლი
2009 წმინდა ტრინიანის 2: ლეგენდა ფრიტონის ოქროს შესახებ გლობუსის გოგონა
2014 დოქტორი ლიბენშტეინი რეიჩელი
2015 ჭრიჭინა პაულა რიდი
ვარსკვლავური ომები: ძალა იღვიძებს ჯესიკა პავა
2016 უფროსი მონადირე აიკო კუ
2017 სიახლე ჯოანი
ბრინჯი თეთრზე ელენა
2018 იო! ჩემო წმინდანო მუზა
2020 წყალქვეშა ემილი ჰავერშემი
კლდეებზე ფიონა სანდერსი
სიყვარული და მონსტრები აიმეე
2021 მატრიცა: აღორძინება ხოჭოები
2022 რუხი კაცი სიუზან ბრიუერი
შუშის ხახვი: საიდუმლო საიდუმლო
სამეფო სასტუმრო ლივი

ტელევიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელიწადი სათაური როლი
2010 სულის მეომრები ბო
2012 სქელი ის შარლოტა
2014 აკვიატება: ბნელი სურვილები ჯეინ ჯეონგ ტრენკა
აბრეშუმი ემი ლენგი
ლუისი ქლოი ილსონი
ბალზა ვუდი სკოტი
2015–2017 სამეფო კარის თამაშები ნიმერია ქვიშა
2017 სიმტკიცე ბიანკა მანკიო
2017–2018 რკინის მუშტი კოლინ ფრთა
2017 დამცველები
2018 ლუკ კეიჯი
2020 – ზევსის სისხლი [1] ალექსია
2021 – მოლი [2] დოტი
2021–2022 Blade Runner: Black Lotus [3] ელე / წყლის ლილი
2022 ღმერთების ბინდი სანდრაუდიგა

ვიდეო თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელიწადი სათაური როლი
2015–2016 Dreamfall-ის თავები: ყველაზე გრძელი მოგზაურობა ენუ

ჰანა როტი (გახმოვანებები)

2022 ლეგო ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის საგა ჯეს ტესტორი (გახმოვანება)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Netflix Orders 'Gods & Heroes' Greek Mythology Anime Series. Deadline.com (12 March 2019). ციტირების თარიღი: 12 March 2019
  2. Moley premieres on Boomerang on Oct 4. advanced-television.com (26 September 2021). ციტირების თარიღი: 2021-09-30
  3. Mateo. (July 7, 2021) Blade Runner: Black Lotus Anime Reveals English/Japanese Casts. Anime News Network. ციტირების თარიღი: July 7, 2021