ჯესიკა უოლში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯესიკა უოლში
დაბადების თარიღი 30 ოქტომბერი, 1986 წელი
ნიუ-იორკი
ეროვნება ამერიკელი
ალმა-მატერი Rhode Island School of Design (BFA, 2008)
საქმიანობა არტ დირექტორი, დიზაინერი, & Walsh-ის დამფუძნებელი
წოდება (2008-დღემდე)
საიტი https://andwalsh.com

ჯესიკა უოლში (დაიბადა 1986 წლის 30 ოქტომბერს) [1] არის ამერიკელი გრაფიკული დიზაინერი, არტ დირექტორი და ილუსტრატორი. ასევე კრეატიული სააგენტოს, & Walsh დამფუძნებელი.

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უოლში დაიბადა ნიუ იორკში და გაიზარდა ახლომდებარე ქალაქ რიჯფილდში (კონექტიკუტი) .[1] 11 წლის ასაკში მან დაიწყო კოდირება და საიტების შექმნა [2]. მოგვიანებით, გრაფიკული დიზაინის სასწავლებლად როდ-აილენდის დიზაინის სკოლაში (RISD) შევიდა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Sagmeister & Walsh[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წელს RISD–ში სახვითი ხელოვნების ბაკალავრის დიპლომის მიღების შემდეგ, უოლში გადავიდა ნიუ – იორკში. მან უარი თქვა Apple– ში შემოთავაზებულ სამსახურზე სადაც მას ყოველწლიურად თითქმის 100,000 აშშ დოლარს სთავაზობდნენ. ნაცვლად ამისა, მან არჩია ერთწლიანი სტაჟირება პოლა შერთან კომპანიაში Pentagram.[2][3] მას შემდეგ, უოლში მუშაობდა ასოცირებული არტ დირექტორის პოზიციაზე ჟურნალში Print ასევე ხატავდა ილუსტრაციებს და ქმნიდა დიზაინს სხვა და სხვა წიგნებისთვის, ჟურნალებისთვის და გაზეთებისთვის, მათ შორის New York Times და New York Times Magazine .[4][5] როდესაც უოლში ჟურნალ Print-ში მუშაობის პერიოდს, იგი აფასებს მას როგორც ერთ-ერთ საუკეთესო მოვლენას მის კარიერაში, რადგან სწორედ Print-ში მუშაობისას უოლშმა აღმოაჩინა და შეიმუშავა საკუთარი პიროვნული სტილი.[6]

2010 წელს უოლში შეხვდა სტეფან ზაგმაისტერს . მან დაათვალიერა უოლშის პორტფოლიო და შესთავაზა სამუშაო თავის დიზაინის სტუდიაში, Sagmeister Inc.[2] 2012 წლის ივნისში, ფირმაში მუშაობის ორი წლის თავზე, 25 წლის ასაკში უოლში Sagmeister Inc-ის პარტნიორი გახდა [7] და მას შემდეგ კომპანიას ეწოდა Sagmeister & Walsh–ში.

ხელობის, ფოტოგრაფიისა და მხატვრობის შერწყმით ციფრულ დიზაინთან,[1][8] უოლში ძირითადად მუშაობს ბრენდინგზე, ტიპოგრაფიაზე, ვებდიზაინზე და არტ ინსტალაციებზე.[5] მისი სტილის ხელწერა აღწერილია, როგორც "თამამი, ემოციური და პროვოკაციული" . უოლშმა იმუშავა ისეთ კომპანიებთან, როგორებიც არის Levi's, Aizone, Adobe და Colab Eyewear,[2][9] და ასევე ნიუ იორკის ებრაული მუზეუმის და კონექტიკუტში მდებარე ოლდრიხის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის რებრენდინგებზე.[10]

2019 წლის ივლისში უოლშმა გამოაცხადა, რომ ტოვებს Sagmeister & Walsh-ს და ქმნის საკუთარ სტუდიას, & Walsh.[11]

40 Days of Dating[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წელს უოლშმა და მისმა თანამშრომელ-მეგობარმა ტიმ გუდმანმა გადაწყვიტეს 40 დღის მანძილზე ერთმანეთთან პაემანზე ევლოთ, რათა გადაელახათ ურთიერთობის უხერხულობა და შეყვარებოდათ ერთმანეთი. ამ ამბის გადმოსაცემად, 2013 წელს სპეციალურად შეიქმნა ბლოგი 40 Days of Dating. ბლოგის უნიკალური ვიზიტორთა სია, ერთი წლის მანძილზე ხუთ მილიონამდე გაიზარდა. მოგვიანებით Warner Brothers-მა ფილმის გადაღების უფლებები შეიძინა და სცენარის დაწერა დაევალათ ლორენ სკაფარიას და მაიკლ სუზის. უოლში და გუდმანი სცენარისტებს კონსულტაციას გაუწევენ.

სხვა სამუშაოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უოლში ასწავლის დიზაინს და ტიპოგრაფიას School of Visual Arts-ში.[12][13]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უოლში ცხოვრობს ნიუ იორკში, მეუღლესთან, კინემატოგრაფ ზაკ მულიგანთან ერთად.[2]

ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Caitlin Dover, “'Awesome, Twisted, and Beautiful': A Q&A with Designer Jessica Walsh,” Guggenheim Blog, February 7, 2014.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Scott Rodd, “Font of Youth: Jessica Walsh, Graphic Design’s ‘It’ Girl,” New York Observer, April 10, 2014.
  3. Ashleigh Allsopp, “Interview: Jessica Walsh discusses play, her favourite designs, future plans & that photo,” Digital Arts, May 9, 2013.
  4. “The Envy Index: 25 Under 25,” დაარქივებული 2014-05-21 საიტზე Wayback Machine. The L Magazine, December 7, 2011.
  5. 5.0 5.1 Stefan Gruenwedel, “Hand-crafted photo illustrations of Jessica Walsh,” adobe.com, December 2012.
  6. Morley, Madeleine. (May 29, 2017) How Jessica Walsh Developed Her Distinct + Colorful Style of Art Direction at Print. ციტირების თარიღი: February 14, 2018
  7. Jim Edwards, “Why This New York Design Agency Makes Its Employees Pose Naked For Staff Photos,” Business Insider, June 2, 2013.
  8. Tina Berglund, “Jessica Walsh,” დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. Radar, December 4, 2013.
  9. Carey Dunne, “Sagmeister & Walsh Compete In A Gameshow To Re-Create Adobe’s Logo,” Fast Company, March 6, 2014.
  10. Carey Dunne, “Sagmeister & Walsh Rebrand The Jewish Museum, Using Sacred Geometry,” Fast Company, April 30, 2014.
  11. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
  12. Michael Silverberg, “Some Uncomfortable Thoughts About Sagmeister & Walsh’s New Identity,” დაარქივებული 2014-06-21 საიტზე Wayback Machine. Print, January 23, 2013.
  13. “Our Faculty: Jessica Walsh,” დაარქივებული 2019-05-02 საიტზე Wayback Machine. sva.edu. Accessed May 20, 2014.

გარე ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]