შინაარსზე გადასვლა

ჯერმენ გვიშიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯერმენ გვიშიანი
დაბ. თარიღი 24 დეკემბერი, 1928(1928-12-24)[1] [2]
დაბ. ადგილი ახალციხე[1]
გარდ. თარიღი 18 მაისი, 2003(2003-05-18) (74 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია ტროეკუროვის სასაფლაო
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი
საქმიანობა სოციოლოგი და ფილოსოფოსი[2]
მუშაობის ადგილი Moscow State University Faculty of Economics და Institute for Systems Analysis
ალმა-მატერი მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი
მეუღლე Lyudmila Gvishiani-Kosygina
მამა მიხეილ გვიშიანი
შვილ(ებ)ი Alexei Gvishiani
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი, Vasilyev Brothers State Prize of the RSFSR და ოქტომბრის რევოლუციის ორდენი

ჯერმენ მიხეილის ძე გვიშიანი (დ. 24 დეკემბერი, 1928, ახალციხე, — გ. 18 მაისი, 2003, მოსკოვი) — რუსეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ფილოსოფოსი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი.

გენერალ-ლეიტენანტ მიხეილ გვიშიანის შვილი. 1951 წელს დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი. 1951–1955 წლებში მსახურობდა სამხედრო-სასაზღვრო ძალებში. 1955 წლიდან მუშაობდა სსრკ მინისტრთა საბჭოს ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტში, 1957 წლიდან — სახელმწიფო სამეცნიერო ტექნიკურ კომიტეტში. 1962 წლიდან იყო სახელმწიფო საკოორდინაციო სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, 1965 წლიდან — სსრკ მინისტრთა საბჭოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 1976-1992 წლებში მუშაობდა სსრკ მინისტრთა საბჭოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტისა და სსრკ მეცნიერებათა აკადემიის სისტემური გამოკვლევების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად. ასწავლიდა ფილოსოფიას მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1960–1968). მისი მეცნიერული კვლევის სფეროა ფილოსოფიის, სოციოლოგიის, მართვის თეორიისა და სოციალური ორგანიზაციის სისტემური ანალიზის პრობლემები.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • რუსეთის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1979-)
  • რუსეთის მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1970-)
  • Организация и управление : Социологический анализ буржуазных теорий (ავტორი). - Москва, Наука, 1970. - 382с.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 Гвишиани Джермен Михайлович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. 1 2 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.