შინაარსზე გადასვლა

ჯერედ პადალეკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯერედ პადალეკი
დაბადების სახელი ჯერედ ტრისტან პადალეკი
დაბადების თარიღი 19 ივლისი, 1982 (1982-07-19) (44 წლის)
სან-ანტონიო, ტეხასი, აშშ
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი James Madison High School
საქმიანობა ტელემსახიობი, მსახიობი[1] [1] , გამხმოვანებელი, მოდელი, კინომსახიობი და აღმასრულებელი პროდიუსერი
აქტიური 1999-დღემდე
პარტნიორ(ებ)ი Sandra McCoy

ჯერედ ტრისტან პადალეკი (Jared Tristan Padalecki, დ. 19 ივლისი, 1982) — ამერიკელი მსახიობი . გაიზარდა ტეხასში, პოპულარული ადრეულ 2000 წლებში გახდა ცნობილი სატელევიზიო სერიალით გილმორის გოგოები, ასევე ჰოლივუდის რამდენიმე მაღალბიუჯეტიანი ფილმით, როგორებიცაა ნიუ-იორკის წამი და ცვილის ფიგურების სახლი. ბოლო წლებში კი პადალეკიმ სახელი გაითქვა CW-ს ცნობილი სერიალით ზებუნებრივი, სადაც იგი სემ ვინჩესტერს განასახიერებს და ჯენსენ ეკლსთან ერთად თამაშობს.

ჯერედი დაიბადა სან-ანტონიოში, ტეხასში. დედა, შერონ (შერი) კამერი — მასწავლებელი იყო, მამა, ჟერალდ (ჯერი) პადალეკი კი ბუჰღალტერი. ჯერედი ნახევრად პოლონელია. ჰყავს უფროსი ძმა ჯეფი და უმცროსი და — მეგანი. 12 წლის ასაკში ჯერედი შეუდგა სამსახიობო გაკვეთილებზე სიარულს. დაამთავრა ჯეიმზ მედისონის სკოლა სან-ანტონიოში. 1999 წელს პადალეკიმ გაიმარჯვა კონკურსში «Claim To Fame», რის შედეგადაც შესაძლებლობა მიეცა Teen Choice Awards-ზე საპატიო პრემიის გადაცემისა. სწორედ ამ ცერემონიალზე შეხვდა მის ამჟამინდელ მენეჯერს. 2000 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, ჯერედი გადავიდა ლოს ანჯელესში, რათა გაეგრძელებინა სამსახიობო კარიერა. თუმცა თავდაპირველად იგი ტეხასის უნივერსიტეტში ჩაბარებას გეგმავდა.

პადალეკის რიგით პირველი როლი იყო მეორეხარისხოვანი როლი 1999 წლის ფილმში A Little Inside. 2000-2005 წლამდე მან განასახიერა დინ ფორესტერი პოპულარულ სერიალში გილმორის გოგოები. 2000-2003 წლამდე ჯერედი გამოჩნდა რამდენიმე ფილმში, როგორებიცაა ჩუმი მოწმე (Silent Witness 2000), სახლთან ახლოს (Close to Home 2001), სამარადისო სინათლის ბეჭედი (A Ring of Endless Light 2002) და ახალგაზრდა მაკგაივერი (2003).

2003 წელს პადალეკიმ ითამაშა უმნიშვნელო როლი კომედიაში Cheaper by the Dozen („ბევრი იაფად“) მას შემდგომ, რაც ახალგაზრდა მსახიობმა და მეგობარმა ტომ უელინგმა სთხოვა ეს, თუმცა ჯერედის გვარი ფილმის ტიტრებში არაა მითითებული. 2004 წელს იგი გამოჩნდა დები ოლსენების (მერი-კეიტი და ეშლი) კომედიაში ნიუ-იორკის წამი და ტრილერში ფენიქსის გაფრენა, 2005 წელს კი საშინელებათა ფილმებში: ცვილის ფიგურების სახლი და მგელი-მარტოხელა. იმავე წელს პადალეკიმ განასახიერა სემ ვინჩესტერი WB-ს პოპულარულ სერიალში ზებუნებრივი, რომლის მეორე სეზონი 2006 წლის 28 სექტემბრიდან CW-ს გავიდა და დღემდე გადის ეთერში, გადაღებები მიმდინარეობს ვანკუვერიში, კანადა.

პადალეკი ასევე მიიწვიეს როლზე MTV-ს საშინელებათა რეალითი-შოუში ოთახი 401. ჯერედი ამ შოუს წამყვანია, შემქმნელი კი ეშტონ კაჩერია.

2008 წელს ჯერედმა მონაწილეობა მიიღო ფილმში ტომას კინკეიდის საშობაო კოტეჯი , სადაც განასახიერა ამერიკელი მხატვარი ტომას კინკეიდი.

2009 წელს ჯერედმა მიიღო მთავარი როლი საშინელებათა ფილმში პარასკევი, 13. ფილმის გახსნა 13 თებერვალს მოხდა. პადალეკი განასახიერებს კლეი მილლერს, პერსონაჟს, რომელიც იდუმალი ტბისკენ დაკარგული დის საძიებლად მიდის.

წელისახელიროლიშენიშვნები
1999A Little Insideმეტტ ნელსონი
2000ჩუმი მოწმესემისატელევიზიო ფილმი
გილმორის გოგოებიდინ ფორესტერიმუდმივი პერსონაჟი, 2000-2005
2001სასწრაფოპოლ ჰარრისიერთ ეპიზოდში
სახლთან ახლოს
2002სამარადისო სინათლის ბეჭედიზაკერი გრეისატელევიზიო ფილმი
2003ახალგაზრდა მაკგაივერიკლეი მაკგაივერიპილოტი
Cheaper by the Dozen
ბევრი იაფად
ხულიგანი (ტიტრებში მითითებული არაა)
ამერიკის შემდეგი ტოპ-მოდელითავად
2004ფენიქსის გაფრენადეივისი
ნიუ-იორკის წამიტრეი ლიპტონი
2005მგელი-მარტოხელატომიმეორეხარისხოვანი როლი
ცვილის ფიგურების სახლიუეიდიმეორეხარისხოვანი როლი
ზებუნებრივისემ ვინჩესტერიმთავარი როლი, 2005-დღემდე
2007ოთახი 401თავადწამყვანი
2008ტომას კინკეიდის საშობაო კოტეჯიტომას კინკეიდიმთავარი როლი
2009პარასკევი, 13კლეი მილლერიმთავარი როლი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #139805672 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.