ჯერალდინ ფერარო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯერალდინ ფერარო
ინგლ. Geraldine Ferraro
GERALDINE FERRARO.jpg
დაბადების თარიღი 26 აგვისტო, 1935
დაბადების ადგილი ნიუბარგი, ნიუ იორკის შტატი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 26 მარტი, 2011
გარდაცვალების ადგილი ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
განათლება Marymount Manhattan College, Fordham University School of Law[1] და ფორდჰემის უნივერსიტეტი
პარტია დემოკრატიული
მეუღლე/ები John Zaccaro
ჯილდოები ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[2]
Geraldine A. Ferraro Signature.svg

ჯერალდინ ენ „ჯერი“ ფერარო (დ. 26 აგვისტო, 193526 მარტი, 2011; ინგლ. Geraldine Ferraro) — ამერიკელი პოლიტიკოსი და იურისტი, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრი. 1984 წელს იყო ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი უოლტერ მონდეილთან ერთად, შედეგად – პირველი ქალი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში ორი უმსხვილესი პარტიიდან.

ფერარო გაიზარდა ნიუ-იორკში და იურისტობამდე ასწავლიდა საჯარო სკოლაში. 1974 წელს მუშაობა დაიწყო ქუინსის რაიონის საოლქო პროკურატურაში, ხელმძღვანელობდა მაშინ ახლად შექმნილ დაზარალებულთა სპეციალურ ბიუროს, რომლის კომპეტენციაშიც შედიოდა სექსუალური დანაშაულები, ოჯახური ძალადობა და ბავშვებზე ძალადობა. 1978 წელს ფერარო აირჩიეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრად ნიუ-იორკის შტატიდან. ახლადარჩეულმა ფერარომ მალევე წაიწია წინ პარტიულ იერარქიაში – იგი ფოკუსირებული იყო კანონმდებლობაზე, რომელიც უზრუნველყოფდა ქალების თანასწორობას საპენსიო და საშემოსავლო სისტემებში.

1984 წელს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა (ჯიმი კარტერის დროს), უოლტერ მონდეილმა, რომელიც რონალდ რეიგანის წინააღმდეგ იყრიდა კენჭს და ფავორიტად არ მიიჩნეოდა, ფერარო თავისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად აარჩია. ამგვარად, ფერარო გახდა პირველი იტალეიელი ამერიკელი და პირველი ქალი, რომელიც ორი უმსხვილესი პარტიის კანდიდატი იყო საპრეზიდენტო არჩევნებში. არჩევნებში რონალდ რეიგანმა და ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუშმა მონდეილი-ფერარო დიდი სხვაობით დაამარცხეს.

1992 და 1998 წლებში ფერარო კენჭს იყრიდა ნიუ-იორკის სენატორობისთვის, თუმცა ორივიჯერ დამარცხდა შიდაპარტიულ არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ ორივეჯერ თავიდან ფავორიტად მიიჩნეოდა. 1993-96 წლებში, პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციის დროს ფერარო იყო აშშ-ის ელჩი გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიაში. 2008 წელს მონაწილეობას იღებდა მაშინ სენატორ ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიაში. გარდაიცვალა 2011 წლის 26 მარტს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯერალდინ ფერარო დაიბადა 1935 წლის 26 აგვისტოს, შტატ ნიუ-იოკრის ქალაქ ნიუბარგში.[3] დედამისი იყო ანტონეტა ფერარო (ქორწინებამდე – კორიერი), მამამისი კი დომინიკ ფერარო, აგრეთვე იტალიელი იმიგრანტი, რომელიც მაშინ ორ რესტორანს ფლობდა.[4][5][6][7] ფერაროს დაბადებამდე ოჯახს სამი შვილი – ბიჭი ჰყავდა, თუმცა ერთი ჩვილობისას გარდაიცვალა, მეორე კი სამი წლის ასაკში.[6] ფერაროს მამა 1944 წელს, გულის შეტევით გარდაიცვალა.

სკოლის დამთავრების შემდეგ ფერარო სწავლობდა მერიმაუნტის მანჰეტენის კოლეჯი, რომელიც ინგლისური ენის ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა.[6] 1960 წელს დაქორწინდა ჯონ ზაქაროზე. მათ სამი შვილი ეყოლათ.

პოლიტიკური კარიერა და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1978 წელს ფერარომ კენჭი იყარა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში – შტატ ნიუ-იორკის მე-9 საარჩევნო ოლქიდან, მას შემდეგ რაც დემოკრატმა კონგრესმენმა ჯეიმს დილეინიმ გამოაცხადა, რომ ეს მისი ბოლო ვადა იყო კონგრესში.[8] ფერარომ ჯერ შიდაპარტიულ, შემდეგ კი საყოველთაო არჩევნებში გაიმარჯვა.

კონგრესში მუშაობისას, ფერარო მალევე აღზევდა დემოკრატიული პარტიის იერარქიაში. ძირითადად კონცენტრირებული იყო კანონმდებლობაზე, რომელიც უზრუნველყოფდა ქალების თანასწორობას საპენსიო და საშემოსავლო სისტემებში. მხარს უჭერდა 1981 წლის ეკონომიკური თანასწორობის კანონს.

1984 წელს იყო ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი უოლტერ მონდეილთან ერთად – ამგვარად, ფერარო გახდა პირველი იტალეიელი ამერიკელი და პირველი ქალი, რომელიც ორი უმსხვილესი პარტიის კანდიდატი იყო საპრეზიდენტო არჩევნებში. ისინი რეიგანთან და ჯორჯ ბუშ უმცროსთან დიდი სხვაობით დამარცხდნენ.

1992 და 1998 წლებში კენჭს იყრიდა ნიუ-იორკის წარმოსადგენად აშშ-ის სენატში. ორივეჯერ განიცადა მარცხში შიდაპარტიულ არჩევენბში, იგივე პრაიმერში, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად, თანაც ორივე შემთხვევაში, ფავორიტად მოიაზრებოდა.

1993 წელს, პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ფერარო გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიაში ფერარო აშშ-ს ელჩად დანიშნა. იგი ამ თანამდებობას 1996 წლამდე იკავებდა.

2008 წელს მხარი დაუჭირა ჰილარი კლინტონს, ბილ კლინტონის მეუღლის საპრეზიდენტო კამპანიას. კლინტონი დემოკრატების შიდაპარტიულ არჩევენებში მომავალ პრეზიდენტთან – ბარაკ ობამასთან დამარცხდა.

ჯერალდინ ფერარო გარდაიცვალა 2011 წლის 26 მარტს, მიელომის დაავადებით.

რესურსები ინტერენტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://archive.boston.com/news/local/massachusetts/articles/2011/03/26/first_vp_candidate_geraldine_ferraro_dies_at_75/
  2. https://www.womenofthehall.org/inductee/geraldine-ferraro/
  3. Perlez, Jane. “Woman in the News; Democrat, Peacemaker: Geraldine Anne Ferraro“, April 10, 1984. 
  4. Ferraro and Francke, My Story, p. 17.
  5. The Geraldine A. Ferraro Papers (PDF). Marymount Manhattan College. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 9, 2008. ციტირების თარიღი: September 1, 2008. pp. 2–3, 88–90.
  6. 6.0 6.1 6.2 Lague, Louise. “The Making of a Trailblazer“, July 30, 1984. ციტირების თარიღი: September 1, 2008. 
  7. De Sanctis, Dona. “In Memoriam: Geraldine Ferraro“, Summer 2011, გვ. 13. 
  8. Two for the House“, November 6, 1978.