ჯერადი ვარსკვლავი
იერსახე
ჯერადი ვარსკვლავი — სივრცეში ერთმანეთის ახლოს განლაგებული და მასათა საერთო ცენტრის გარშემო მოძრავი 3-7 ვარსკვლავის სისტემა. ვარსკვლავთა უფრო მრავალრიცხოვანი ჯგუფები ხშირად ვარსკვლავთა გროვების ბირთვებია. ჯერადი ვარსკვლავის კომპონენტები შეიძლება მჭიდრო ორჯერადი ვარსკვლავებიც იყოს. ამ დროს ჯერად ვარსკვლავში ვარსკვლავთა საერთო რაოდენობა 7-ზე მეტია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 554.