შინაარსზე გადასვლა

ჯენტლმენთა კლუბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლუბი „Athenaeum“-ის ჰოლის გრავიურა, 1845

ჯენტლმენთა კლუბი (ინგლ. gentlemen's club) — წევრებისთვის ექსკლუზიური კლუბი განკუთვნილი თავდაპირველად მხოლოდ ინგლისის მაღალი საზოგადოების მამაკაცთათვის. ამჟამად, ეს კლუბები უფრო ღიაა და ლიბერალურია წევრების სქესისა და სოციალური სტატუსის მიმართ. ასევე ამგვარი, საკმაოდ გავლენიანი, კლუბები არსებობს დიდი ბრიტანეთის საზღვრებს გარეთაც.

იაპონიაში და აშშ-ში ტერმინი „ჯენტლმენთა კლუბი“ ხშირად გამოიყენება, როგორც ევფემიზმი სტრიპ-კლუბისთვის. ეს მიმართულება საკმაოდ გავრცელდა ბრიტანეთშიც და ისეთი გავრცელებული სტრიპ-კლუბების ქსელები, როგორიცაა სტრინგფელოუს და სპირმინტ რაინოც კი ამ ტერმინს ამ განსაზღვრებით იყენებენ.