ჯენიფერ კარპენტერი
ჯენიფერ კარპენტერი | |
---|---|
![]() ჯენიფერ კარპენტერი 2013 წელს | |
დაბადების სახელი | ჯენიფერ ლინ კარპენტერი |
დაბადების თარიღი |
7 დეკემბერი, 1979 ლუისვილი, აშშ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2001–დღემდე |
მეუღლე(ები) | მაიკლ ჰოლი (2008–2011) |
ჯენიფერ ლინ კარპენტერი (ინგლ. Jennifer Carpenter; დ. 7 დეკემბერი, 1979, ლუისვილი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი. ყველაზე მეტად ცნობილია დებრა მორგანის როლით ტელესერიალში „დექსტერი“ (2009). დაიბადა ქალაქ ლუისვილში კეთრინ და რობერტ კარპენტერის ოჯახში.[1] სწავლობდა წმინდა რაფაელ მთავარანგელოზისა და შემდგომ საღმრთო სულის აკადემიაში. ემზადებოდა უოლდენის თეატრის კონსერვატორიის პროგრამასა[2] და მოგვიანებით ნიუ-იორკის ჯულიარდის სკოლაში.[3] 2002 წელს მიიღო მონაწილეობა ბროდვეის თეატრის მიერ დადგმულ პიესაში „მძიმე განსაცდელი“, სადაც თამაში მოუწია ლიამ ნისონთან და ლორა ლინისთან.[4] პირველად კრიტიკოსთა ყურადღება მიიპყრო შესრულებული როლით ფილმში „ეშმაკის განდევნა ემილი როუზისგან“. 2007 წლიდან ურთიერთობაში იმყოფებოდა მაიკლ ჰოლთან. 2008 წელს წყვილი დაქორწინდა, 2011 წელს განქორწინდნენ. 2006 წელს ნომინირებული იყო სატურნის ჯილდოზე ფილმში შესრულებული როლისთვის „ეშმაკის განდევნა ემილი როუზისგან“.[5] ტელესერიალ „დექსტერში“ შესრულებული როლისთვის მიენიჭა სატურნის ჯილდო (2009).[5]
მსახიობი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
2006–2013 | ს | დექსტერი | Dexter | დებრა მორგანი |
2005 | ფ | ეშმაკის განდევნა ემილი როუზისგან | The Exorcism of Emily Rose | ემილი როუზი |
2012 | ფ | დაკარგული | Gone | შერონ ეიმსი |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯენიფერ კარპენტერი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ჯენიფერ კარპენტერი დაარქივებული 2013-02-25 საიტზე Wayback Machine. (ფრანგული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჯენიფერ კარპენტერის ბიოგრაფია
- ↑ უოლდენის თეატრი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-21. ციტირების თარიღი: 2013-02-26.
- ↑ Alumni News. 2010 წლის მარტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-05. ციტირების თარიღი: 2013-02-26.
- ↑ What’s Up, Jennifer Carpenter? The Gruesome Playground Injuries Star on Not Having a Backup Plan
- ↑ 5.0 5.1 ჯენიფერ კარპენტერი – კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა