შინაარსზე გადასვლა

ჯენიფერ გირლინგს-სიმონსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯენიფერ გირლინგს-სიმონსი
ჯენიფერ გირლინგს-სიმონსი
სურინამის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა16 ივლისი, 2025
ვიცე-პრეზიდენტი  გრეგორი რუსლანდი
წინამორბედიჩან სანტოხი

სურინამის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 ივნისი, 2010 – 28 ივნისი, 2020
წინამორბედიპოლ სომოჰარჯო
მემკვიდრერონი ბრიუნსვიკი

ეროვნული ასამბლეის დეპუტატი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 მაისი, 1996 – 25 მაისი, 2020

დაბადებული5 სექტემბერი, 1953
პარამარიბო, სურინამი
პოლიტიკური პარტიასურინამის ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
მეუღლეგლინ გირლინგსი
შვილები3
განათლებასურინამის უნივერსიტეტი
პროფესიაექიმი

ჯენიფერ გირლინგს-სიმონსი (დ. 5 სექტემბერი, 1953, პარამარიბო[1]) — სურინამელი პოლიტიკოსი. სურინამის პრეზიდენტი 2025 წლის 16 ივლისიდან. 2010 წლის 30 ივნისს იგი აირჩიეს სურინამის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ 50-დან 26 ხმით. სიმონსი არის სურინამის პარლამენტის მეორე ქალი თავმჯდომარე. იგი ხელახლა აირჩიეს 2015 წლის 30 ივნისს.[2] 2024 წელს გახდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი.[3]

სიმონსი ეროვნული ასამბლეის წევრად პირველად აირჩიეს 1996 წელს, პარამარიბოს ოლქის წარმომადგენლად. იყო ეროვნული დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ვიცე-თავმჯდომარე, პარტია დააფუძნა დეზი ბაუტერსემ. იგი იყო საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი 2000 წლიდან 2006 წლამდე.

2012 წლის აპრილში, სიმონსს ოპოზიციამ პარლამენტში დიქტატორობაში დასდო ბრალი იმის გამო, რომ მან აუკრძალა პარლამენტის წევრებს ყურადღება გაემახვილებინათ 2012 წლის აპრილის ამნისტიის კანონზე სტოკინგის საწინააღმდეგო კანონის განხილვისას.[4]

2020 წლის 8 აპრილს, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მიზნით, ეროვნულმა ასამბლეამ დაამტკიცა კანონი COVID-19-ის გამონაკლისი მდგომარეობის შესახებ (საგანგებო მდგომარეობა).[5] საგანგებო მდგომარეობა ძალაში შევიდოდა სამი თვის განმავლობაში, თუ ეროვნული ასამბლეა ერთჯერადად არ გააგრძელებდა მის ვადას კიდევ სამი თვით.[6] სიმონსი დაინიშნა პარლამენტის COVID-19 კრიზისული მართვის ჯგუფის მეთაურად.[7]

2020 წლის 20 ივნისს, სიმონსმა გამოაცხადა თავისი პოლიტიკიდან წასვლა. იგი აირჩიეს 2020 წლის სურინამის საყოველთაო არჩევნებში, მაგრამ გადაწყვიტა არ დაეკავებინა თავისი ადგილი. სტეფან ცანგი, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიაში მე-6 ადგილზე იმყოფებოდა, დანიშნეს მის მაგივრად ეროვნულ ასამბლეაში.[8]

სურინამის პრეზიდენტი (2025-დღემდე)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2024 წლის 13 ივლისს, მან შეცვალა დეზი ბაუტერსე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის პოზიციაზე.[3] მომდევნო წელს მან ეროვნული დემოკრატიული პარტია პირველ ადგილზე გაიყვანა საერთო არჩევნებში. ეროვნულმა დემოკრატიულმა პარტიამ კოალიციურ შეთანხმებას მოაწერა ხუთ სხვა პარტიასთან გერლინგს-სიმონსის პრეზიდენტობის მხარდასაჭერად. მათ შორის კოალიციას 34 მანდატი აქვს, სწორედ ის ორი მესამედი უმრავლესობა, რაც საჭიროა იმისთვის, რომ იგი გახდეს სურინამის პირველი ქალი პრეზიდენტი სხვა პარტიების მხარდაჭერის გარეშე.[9]

3 ივლისს სურინამის პროგრესული რეფორმის პარტიამ, რომელიც მმართველ კოალიციას ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ არ წამოაყენებდა კანდიდატს გერლინგს-სიმონსის წინააღმდეგ. ვადის ამოწურვამდე სხვამ არავინ დაარეგისტრირა კანდიდატურა, რაც უზრუნველყოფდა გერლინგს-სიმონსის არჩევას.[9] იგი ყოველგვარი კონკურენციის გარეშე აირჩიეს პრეზიდენტად 6 ივლისს, ხოლო ეროვნული პარტიის ლიდერი გრეგორი რუსლანდი ვიცე-პრეზიდენტად.[10] ინაუგურაცია ჩატარდა 2025 წლის 16 ივლისს.[11]

1981 წელს სიმონსი დაქორწინდა გლენ გერლინგსზე.[12] მათ 3 შვილი ჰყავთ.[13] მისი უფროსი ვაჟი 2015 წელს გარდაიცვალა.[14]

  1. ↑ H.E. Jennifer Geerlings-Simons – Global Summit of Women Speakers of Parliament. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-06-01. ციტირების თარიღი: 2025-05-27
  2. ↑ Geerlings-Simons herkozen als voorzitter met 1 stem uit oppositie Dutch. De Surinaamse Krant. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 15 July 2015.
  3. 1 2 Jennifer Simons gekozen tot nieuwe voorzitter NDP nl (14 July 2024). ციტირების თარიღი: 16 July 2024
  4. ↑ Nieuw Front in het geweer tegen dictatuur in Suriname. Waterkant.Net (2011-11-23). ციტირების თარიღი: 2016-07-14.
  5. ↑ „Law Exceptional Condition Covid 19 has been approved (in Dutch)“. Suriname Herald. ციტირების თარიღი: 8 April 2020.
  6. ↑ „Law Exceptional Condition (pdf in Dutch)“ (PDF). Foundation for Law in Suriname (SRiS). დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 29 July 2020. ციტირების თარიღი: 8 April 2020.
  7. ↑ „Law Exceptional Condition after heavy debate and marathonsessions approved dna (in Dutch)“. United News. ციტირების თარიღი: 8 April 2020.
  8. ↑ „Jennifer Simons neemt na 24 jaar afscheid van DNA“. Star Nieuws (ნიდერლანდური). ციტირების თარიღი: 21 June 2020.
  9. 1 2 Geerlings-Simons set to be Suriname's first woman president (3 July 2025). ციტირების თარიღი: 4 July 2025
  10. ↑ Kuipers, Ank. (6 July 2025) Suriname parliament elects Simons as first female president. Reuters. ციტირების თარიღი: 8 July 2025
  11. ↑ Jenny Geerlings-Simons, president van de Republiek Suriname (16 July 2025). ციტირების თარიღი: 24 July 2025
  12. ↑ Suriname krijgt mogelijk voor het eerst een vrouwelijke president én een first gentleman nl-NL (2025-06-09). ციტირების თარიღი: 2025-07-19
  13. ↑ Zoon Surinaamse parlementsvoorzitter overleden nl-NL (2015-07-10). ციტირების თარიღი: 2025-07-19
  14. ↑ Zoon assembleevoorzitter Simons overleden nl-NL (2015-07-10). ციტირების თარიღი: 2025-07-19