ჯენიფერ ბილსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯენიფერ ბილსი

ბილსი 2008 წელს
დაბადების თარიღი 19 დეკემბერი, 1963 (1963-12-19) (60 წლის)
ჩიკაგო, ილინოისი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
განათლება იელის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი, მოდელი
აქტიური 1980-დღემდე
მეუღლე(ები) ალექსანდრე როკველი (იქ. 1986–96)
კენ დიქსონი (იქ. 1998)
შვილ(ებ)ი 1

ჯენიფერ ბილსი (ინგლ. Jennifer Beals; დ. 1963 წლის 19 დეკემბერი) [1]ამერიკელი მსახიობი და ყოფილი მოზარდი მოდელი. მისი კინოს დებიუტი შედგა ფილმში ჩემი მცველი (1980), 1983 წელს გადაიღეს ფილმში, ''ცეცხლოვანი ცეკვა'', რომლისთვისაც იგი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში.

ბილსი გადაღებულია რამდენიმე ცნობილ ფილმში, მათ შორის არის: ''ეშმაკი ლურჯ კაბაში'' (1995), ''დისკოს უკანასკნელი დღეები'' (1998), ''როჯერ დოჯერი'' (2002), ილაის წიგნი (2010), და ''სანამ დავეცემი'' (2017). ტელევიზიაში მან ითამაშა ბეტ პორტერის როლი Showtime-ს დრამატულ სერიალში სექსი სხვა ქალაქში (2004–2009), მოგვიანებით ითამაშა სერიალებში ჩიკაგოს კოდი (2011), მტკიცებულება (2015) და მძევალი (2017). მან ბეტ პორტერის როლი გაიმეორა სერიალში, The L Word: Generation Q ფილმში. (2019)

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკელი მსახიობი ჯენიფერ ბილსი დაიბადა 1963 წლის 19 დეკემბერს, ჩიკაგოში, ილინოისში, აშშ-ში, და გაიზარდა ილინოისის სამხრეთ მხარეში. [2] არის დაწყებითი სკოლის პედაგოგის, ჟანას და ალფრედ ბილსის ქალიშვილი. მამა აფრო-ამერიკელი იყო, დედა კი ამერიკელ-ირლანდიელი. მას ჰყავს ორი ძმა, ბობი და გრეგორი. მისი მამა გარდაიცვალა, როდესაც ბილსი 9 წლის იყო [3] და ამის შემდეგ, მან ზაფხული გაატარა ჩელეი კოლორადოს ბანაკებში, ესტეს პარკში, კოლორადო . დედამისი დაქორწინდა ედვარდ კოენზე 1981 წელს. [4] ბილსი ამბობს, რომ მისმა ბი-რასობრივმა მემკვიდრეობამ იმოქმედა მასზე. მან პირველი სამსახური 13 წლის ასაკში ნაყინის მაღაზიაში დაიწყო. მან მისი სიმაღლე (173 სანტიმეტრი) უპირატესობად გამოიყენა და მაღაზიის მეპატრონეს მოატყუა, რომ იგი 16 წლის იყო.

ბილსი მუშაობდა საშუალო სკოლის სპექტაკლში, ''Fiddler on the Roof'', ჯოან ალენთან ერთად სტეფენვოლგის თეატრში, იხილა სპექტაკლი ''Balm in Gilead''. ამ ორმა ფაქტორმა მას ინსპირაცია მისცა, რომ მსახიობი გამოსულიყო. [5]

ბეალსმა დაამთავრა ფრენსის W. პარკერის სკოლა, შემდეგ მონაწილეობა მიიღო გუდმანის თეატრის ახალგაზრდულ დრამატურგიაში. [6] , 1987 წელს დაამთავრა იელის უნივერსიტეტი ამერიკული ლიტერატურის ბაკალავრის ხარისხით. იელში ყოფნისას ბილსი იყო მორსის კოლეჯის რეზიდენტი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბილსი შვედეთში, 1983 წლის ივლისი

ბილსს უმნიშვნელო როლი ჰქონდა 1980 წელს გადაღებულ ფილმში ''ჩემი მცველი'', [7] შემდეგ ''ცეცხლოვან ცეკვაში'' მონაწილეობის მიღებით, მან დიდი პოპულარობა მოიპოვა. 1983 წლის მესამე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი, ცეცხლოვანი ცეკვა არის 18 წლის ალექსის ისტორია, რომლის ოცნებაა, რომ იგი ოდესმე შეძლებს ცნობილ საცეკვაო სკოლაში სწავლას. ამ ფილმის გადაღებების დროს, ბილსი ჯერ კიდევ იელის უნივერსიტეტში სწავლობდა. ალექსის როლით, ის ნომინირდა ოქროს გლობუსზე და ფილმმა მიიღო ოსკარის პრემია საუკეთესო სიმღერისთვის.

''ცეცხლოვან ცეკვაში'' გადაღების შემდეგ, იგი სწავლას დაუბრუნდა, ამ პერიოდში გადაიღეს მხოლოდ ერთ ფილმში. მან ტიტულოვანი როლი ითამაშა გოთიკურ-საშინელებათა ჟანრის ფილმში, ''პატარძალი'', აღნიშნული ფილმი გადაღებულია 1935 წლის კლასიკური ნაწარმოების, ფრანკშტეინის პატარძალ-ის მიხედვით. მან კონკიას როლი მოირგო ''Faerie Tale Theatre''-ის ერთ-ერთ ეპიზოდში.

1987 წელს, იელის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ბილსმა განაგრძო სამსახიობო კარიერა და კრიგ შეფერის ოპონენტად გამოჩნდა ფილმში, გაყოფილი გადაწყვეტილებები . [8] ნიკოლას კეიჯის მოპირისპირედ, ვამპირის როლი მოირგო 1989 წლის ფილმში, ''ვამპირის კოცნა''

1995 წელს ბილზმა და დენზელ ვაშინგტონმა ითამაშეს ფილმში ეშმაკი ლურჯ კაბაში, ფილმი გადაღებულია ვალტერ მოსლის რომანის მიხედვით. იმავე წელს იგი ტიმ როთთან ერთად გამოჩნდა ამერიკულ შავ-კომედიაში, ოთხი ოთახი, ფილმის ერთ-ერთი რეჟისორი მისი მაშინდელი მეუღლე, ალექსანდრე როკველი იყო.

როკველმა ბილსი ასევე გადაიღო 1992 წლის დამოუკიდებელ ფილმში, წვნიანში, რომელიც იყო სანდენსის კინოფესტივალის პრიზიორი. [9]

მას წამყვანი როლი შეასრულა 2006 წლის ფილმში, The Grudge 2, რომელიც 2004 წლის ფილმის გაგრძელებაა.. 2010 წელს ბილსი დენზელ ვაშინგტონს შეუერთდა პოსტ-აპოკალიფსურ სამოქმედო დრამაში ილაის წიგნი, სადაც მან ითამაშა ბრმა ქალის როლი, რომელიც მილა კუნისის პერსონაჟის დედაა და ადგილობრივი დესპოტის თანამოაზრე.

2017 წელს მსახიობმა შეასრულა დედის, სამანტა კინგსტონის როლი ფილმში სანამ არ დავეცემი.

2019 წელს მან ითამაშა კარენის როლი რომანტიკულ ფილმში შემდეგ .

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Jennifer Beals. Biography.com. ციტირების თარიღი: March 19, 2020
  2. Thomas, Mike (October 24, 2010). 'Ride-along' creator, cast case life on street with cops“. Chicago Sun-Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 27, 2010. ციტირების თარიღი: October 24, 2010.
  3. Mills, Nancy (February 13, 2011). „Jennifer Beals relies on her masculine side for new series“. Reading Eagle. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 27, 2015. ციტირების თარიღი: June 28, 2015.
  4. Jerome, Jim (May 16, 1983). „With Some Fancy Footwork—not All Her Own—yale Freshman Jennifer Beals Gets Top Marks for Flashdance“. People.
  5. Ryan, Andrew (February 22, 2011). „Jennifer Beals: Bringing it all back home“. The Globe and Mail. ციტირების თარიღი: February 27, 2011.
  6. Buck, Jerry (June 19, 1987). „Character lures Beals to series“. The Daily Gazette. Schenectady, New York. ციტირების თარიღი: February 27, 2011.
  7. Brady, James (November 29, 1987). „In Step With: Jennifer Beals“. Anchorage Daily News. ციტირების თარიღი: February 27, 2011.[მკვდარი ბმული]
  8. Thomas, Bob (June 19, 1987). „Actress-Yale grad returns to films“. The Day. New London, Connecticut. ციტირების თარიღი: February 27, 2011.Thomas, Bob (June 19, 1987). "Actress-Yale grad returns to films". The Day. New London, Connecticut. Retrieved February 27, 2011.
  9. King, Susan (August 23, 1992). „Jennifer Beals Slow Dances To Hollywood“. Los Angeles Times. Los Angeles, California. ციტირების თარიღი: February 27, 2011.