შინაარსზე გადასვლა

ჯენიფერ არჩერი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯენიფერ არჩერი
დაბადების თარიღი 1957[1]
დაბადების ადგილი Cleburne
საქმიანობა რომანისტი
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი West Texas A&M University
ჟანრი romance
საიტი jenniferarcher.com

ჯენიფერ არჩერი (ინგლ. Jennifer Archer; დ. 1957 — ახალგაზრდული ან თინეიჯერული ლიტერატურის, ქალთა ლიტერატურისა და რომანტიკული რომანების ავტორი. იგი დაიბადა კლებურნში, ტეხასის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში.

განათლება და კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩერი ფლობს ბაკალავრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში დასავლეთ ტეხასის „A&M“ უნივერსიტეტიდან (West Texas A&M University). უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სანამ სრულ განაკვეთზე მომუშავე მწერალი გახდებოდა, იგი მოღვაწეობდა ნავთობისა და გაზის, ბუღალტერიის, უძრავი ქონების მართვის, ფარმაციისა და სამედიცინო აღჭურვილობის ინდუსტრიებში.[2] იგი გამოდის სიტყვით ისეთ თემებზე, როგორებიცაა შემოქმედებითი წერა და ოცნებების დევნა; მას ჩატარებული აქვს ლექციები და ვორქშოფები პედაგოგებისთვის, სტუდენტებისთვის, მწერალთა ორგანიზაციებისა და წიგნის მაღაზიებისთვის. მისი რომანები უფროსებისთვის გამოქვეყნებულია გამომცემლობებში „Dorchester Publishing“ და „Harlequin Books“, ხოლო რომანები მოზარდებისთვის — „Harper Teen“-ში. იგი ასევე არის წიგნის — „ბედნიერების რეაბილიტაცია: 8 შემოქმედებითი ნაბიჯი უფრო მხიარული ცხოვრებისკენ“ (Happiness Rehab: 8 Creative Steps to a More Joyful Life) თანაავტორი.

რომანები და ჯილდოები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩერის სადებიუტო რომანი, „Body and Soul“, 1999 წელს გამოიცა. მისი მეორე რომანი, „Once Upon a Dream“, რამდენიმე კვირის განმავლობაში იმყოფებოდა „Borders Books“-ის ბესტსელერების სიაში „პარანორმალური რომანის“ კატეგორიაში; Amazon.com-მა იგი 2001 წლის იანვრის ერთ-ერთ „საუკეთესო ახალ სასიყვარულო რომანად“ აირჩია,[3] ხოლო 2001 წელს ნაწარმოები გახდა „P.E.A.R.L.“-ის (Paranormal Excellence Award in Romantic Literature) ფინალისტი.[4] არჩერი ორჯერ მოხვდა ამერიკის სასიყვარულო რომანების ავტორთა ასოციაციის (RWA) „Golden Heart“-ის კონკურსის ფინალში; 2006 წელს იგი იყო „Rita Award“-ის ფინალისტი მეინსტრიმული ქალთა პროზის ნომინაციაში რომანისთვის „The Me I Used to Be“,[5] ხოლო მისი რომანი „Sandwiched“ 2006 წელს წარდგენილი იყო ჟურნალ „Romantic Times Bookclub“-ის მკითხველთა რჩეულის ნომინაციაზე.[6] ტეხასის ბიბლიოთეკების ასოციაციამ მისი რომანი „Through Her Eyes“ შეიყვანა „TAYSHAS“-ის საშუალო სკოლის საკითხავ ნუსხაში, ასევე პროგრამაში — „ტეხასის სული - საშუალო სკოლისთვის“ (Spirit of Texas Reading Program - Middle School).

არჩერი ამარილოში, ტეხასის შტატში ცხოვრობს.

გამოქვეყნებული ნამუშევრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Body and Soul (1999). New York: Love Spell; Dorchester Pub. ISBN 978-0-505-52334-1 (Wink and a Kiss series)
  • Once Upon a Dream (2001). New York: Love Spell; Dorchester Pub. ISBN 978-0-505-52418-8
  • Shocking Behavior (2002). New York: Love Spell; Dorchester Pub. ISBN 978-0-505-52507-9
  • Sandwiched (2005). Don Mills, Ont., Canada: Harlequin. ISBN 978-0-373-88054-6 (The Next Novel series)
  • The Me I Used to Be (2005). Don Mills, Ont., Canada: Harlequin. ISBN 978-0-373-23044-0 (The Next Novel series)
  • My Perfectly Imperfect Life (2006). Don Mills, Ont., Canada: Harlequin. ISBN 978-0-373-88084-3 (The Next Novel series)
  • Off Her Rocker (2006). Don Mills, Ont.: Harlequin. ISBN 978-0-373-88103-1 (The Next Novel series)
  • Annie on the Lam: A Christmas Caper (2007). Don Mills, Ont., Canada: Harlequin. ISBN 978-0-373-88148-2 (The Next Novel series)
  • Through Her Eyes (2011). New York: HarperCollins. ISBN 978-0-06-183458-5
  • The Shadow Girl (2013). New York: HarperCollins. ISBN 978-0-06-183460-8
  • "Blame It on the Baby" (1999), in Eugenia Riley; Kimberly Raye; Jennifer Archer (eds.) New Year's Babies. New York: Dorchester Pub. Co. ISBN 978-0-505-52345-7
  • "Breaking the Rules" (2003), in Katie MacAlister; Jennifer Archer; Sheridon Smythe (eds.) Heat Wave. New York: Dorchester Pub. Co. ISBN 978-0-505-52539-0
  • A Mother's Day (2007, with Susan Mallery). Richmond: Mills & Boon. ISBN 978-0-263-85825-9
  • "Hannah's Hugs" (2008), in Linda Lael Miller, Sherryl Woods, Curtiss Ann Matlock, Jennifer Archer, Kathleen O'Brien (eds.) More Than Words: Volume 4. New York: Harlequin. ISBN 978-0-373-83622-2

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #1015440711 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  2. Erwin, Travis. (20 April 2009) Author Interview - Jennifer Archer - A My Town Monday Post. One Word, One Rung, One Day. Blogspot. ციტირების თარიღი: 28 October 2009.
  3. Archer, Jennifer (January 2001). Once upon a Dream (Mass Market Paperback). ISBN 050552418X. 
  4. Gentle, Desiree. (31 August 2002) Jennifer Archer. Author Reviews. ParaNormalRomance. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 October 2009. ციტირების თარიღი: 28 October 2009.
  5. Kassl, Alex. (31 August 2009) 2006 RITA Award Winners. RITA Award Winners. The Book Report. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 September 2007. ციტირების თარიღი: 28 October 2009
  6. Harris, Lynn Raye. (March 2006) Jennifer Archer. Words of Paradise. Romance Writers of America. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 28 October 2009.