ჯენესის პი-ორიჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯენესის პი-ორიჯი
Genesis P-Orridge with Throbbing Gristle.jpg
ჯენესის პი-ორიჯის გამოსვლა Throbbing Gristle-თან ერთად.
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ნილ ენდრიუ მეგსონი
მეტსახელი DJ Doktor Megatrip, მეგს'ონი, პ. ორნოტი, PT001, ვერნონ კასლი, შირლი გოუსტმენი
დაიბადა 22 თებერვალი, 1950 (1950-02-22) (68 წლის)
ვიქტორია პარკი, ლონგსაიტი, მანჩესტერი, გაერთიანებული სამეფო
ჟანრ(ებ)ი ექსპერიმენტული მუსიკა, ინდუსტრიული მუსიკა, ავანგარდი, ელექტრონული მუსიკა
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი, პოეტი, მწერალი, პერფორმანსების შემსრულებელი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა, ბასი, კლავიშებიანი საკრავები, კლარნეტი, სინთეზატორი, ვიოლინო, ვიბრაფონი
აქტიური 1965–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Industrial, Temple Records, Wax Trax!
ასოციაციები COUM Transmissions, Throbbing Gristle, Psychic TV, Thee Majesty, Splinter Test, Pigface
საიტი genesisporridge.com

ჯენესის ბრაიერ პი-ორიჯი (ინგლ. Genesis Breyer P-Orridge, ნამდვილი სახელი – ნილ ენდრიუ მეგსონი, დ. 22 თებერვალი, 1950) — ინგლისელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, მუსიკოსი, პოეტი, პერფორმანსების შემსრულებელი და ოკულტისტი. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, როგორც კოლექტივ COUM Transmissions-ის ხელმძღვანელი და ინდუსტრიული ჟანრის ჯგუფ Throbbing Gristle-ის ლიდერი, ჩამოაყალიბა ოკულტური ჯგუფი Thee Temple ov Psychick Youth და ექსპერიმენტული Psychic TV. პი-ორიჯი ამბობს, რომ მესამე სქესს განეკუთვნება[1].

პი-ორიჯი დაიბადა მანჩესტერში და ადრეული წლებიდან დაინტერესდა ხელოვნებით, ოკულტიზმით და ავანგარდით. მას შემდეგ, რაც ჰალის უნივერსიტეტიდან გარიცხეს, იგი ლონდონში ცხოვრობდა, შემდეგ კი ჰალში დაბრუნდა და დააარსა COUM Transmissions. 1973 წელს ეს გაერთიანება ლონდონში გადავიდა. COUM-ის პერფორმანსებში ყურადღება გამახვილებული იყო სექსზე, პორნოგრაფიაზე, სერიულ მკვლელობებსა და ოკულტიზმზე, რამაც ეროვნული პრესის ყურადღება მიიქცია და არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია. 1976 წელს კოლექტივმა ლონდონის თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტში გამართა შოუ „Prostitution“, რის შემდეგაც ტაბლოიდი გამოცემებისგან შეიძინა „ცივილიზაციის დამანგრევლების“ წოდება. ჯგუფი Throbbing Gristle ამ კოლექტივისგან წარმოიშვა და 1975–1985 წლებში იარსება, იყო რა ინდუსტრიული მუსიკის პიონერი. 1981 წელს პი-ორიჯმა სხვებთან ერთად ჩამოაყალიბა Psychic TV, რომელიც 1988 წლიდან ეისიდ-ჰაუსის ჟანრის ერთ-ერთ აქტიური შემსრულებელი იყო.

1981 წელს პი-ორიჯმა დააარსა Thee Temple ov Psychick Youth, არაფორმალური ოკულტური ორდენი, შთაგონებული ქაოსური მაგიით და ექსპერიმენტული მუსიკით. მიუხედავად ამისა, მან დატოვა ეს გაერთიანება. სატანისტურ რიტუალებთან დაკავშირებული სკანდალების ფონზე Channel 4-ზე 1992 წელს გავიდა დოკუმენტური ფილმი, რომელშიც მუსიკოსი დაადანაშაულეს ბავშვების გაუპატიურებაში. ამას მოჰყვა პოლიციის მხრიდან გამოძიება, თუმცა პი-ორიჯის მიმართ ბრალდებები მოიხსნა და Channel 4 მას ბოდიში მოუხადა. პი-ორიჯმა შემდგომში დატოვა გაერთიანებული სამეფო და ნიუ-იორკში დასახლდა, სადაც 1995 წლის 13 ივნისს იქორწინა ჟაკლინ მერი ბრაიერთან[2]. მათ ერთად წამოიწყეს პროექტი, რომელსაც „პანდროგენულს“ უწოდებდნენ – იგი გულისხმობდა, რომ ორივე ფიზიკური ჩარევის შედეგად ისე შეიცვლიდა გარეგნობას, რომ ერთმანეთს დაემსგავსებოდა. პი-ორიჯმა ამ ცვლილებების განხორციელება აგრეთვე განაგრძო მეუღლის 2007 წელს გარდაცვალების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ 2000-იანებში Throbbing Gristle და Psychic TV გაერთიანდნენ, თავად ჯენესისმა 2009 წელს მუსიკალური სამყარო დატოვა და სხვა სფეროებში მოღვაწეობა დაიწყო. ამასთან, მას მონაწილეობა აქვს მიღებული 200-ზე მეტ ჩანაწერში.

პი-ორიჯი არის სკანდალური პიროვნება, ანტი-ისტებლიშმენტური იდეოლოგიით, რომელსაც აკრიტიკებენ ბრიტანული პრესა და პოლიტიკოსები. ამასთან, ავანგარდულ სცენაზე იგი ნამდვილ სიმბოლოდ ითვლება, ისევე, როგორც საკულტო პიროვნებად და „ინდუსტრიული მუსიკის ნათლიად“.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნა: აქ აღნიშნულია ჩანაწერები, რომლებიც შეიქმნა ჯენესის პი-ორიჯის მონაწილეობით. აგრეთვე იხილეთ Psychic TV-ს დისკოგრაფია და Throbbing Gristle-ის დისკოგრაფია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Genesis Breyer P-Orridge Home. წაკითხვის თარიღი: 19 May 2013.
  2. Interview with Genesis Breyer P-Orridge.