General Motors

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჯენერალ მოტორსი)
General Motors
ტიპი სახელმწიფო კორპორაცია
დარგი საავტომობილო წარმოება
დაფუძნდა 1908
სათავო ოფისი დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ-ის დროშა აშშ
მმართველი

ტიმ სოლსო (თავმჯდომარე)
მარი ბარა (CEO)

დენ ამანი (პრეზიდენტი)
პროდუქცია მსუბუქი და კომერციული ავტომობილები
შემოსავალი $155,929 მლრდ (2014 წელი)
სუფთა მოგება $3,949 მლრდ (2014 წელი)
თანამშრომელი 252 ათასი კაცი (2008 წელი)

General Motors (ქართ. ჯენერალ მოტორს), აკრონიმი GM (ჯი-ემი) (NYSE: GM) — უმსხვილესი ამერიკული საავტომობილო კორპორაცია, 2007 წლამდე 77 წლის განმავლობაში მსოფლიოში უმსხვილესი ავტომწარმოებელი იყო, 2008 წლიდან კი პოზიციები ტოიოტას და ფოლსკვაგენ გრუპს დაუთმო და 2014 წლის მონაცემებით მესამე პოზიციას იკავებს. მას შვილობილი კომპანიები ჰყავს 35 ქვეყანაში, ხოლო დილერები — 192 ქვეყანაში. კომპანიის შტაბ-ბინა დეტროიტში მდებარეობს.

ბრენდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონცერნის თანამედროვე ავტოწარმოების განსაკუთრებით ცნობადი ბრენდებია კადილაკი, შევროლე, GMC და ოპელი, თუმცა ისტორიის განმავლობაში კონცერნი სხვა მრავალ ავტომარკას მოიცავდა, მათ შორის სხვა მრვალთან ერთად ჰამერი, სატურნი, პონტიაკი და დეუ იყო.

ჯენერალ მოტორსის ბრენდების სია 2014 წლის მონაცემებით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრენდი დაარსების წელი ავტოწარმოების დასაწყისი GM-ში გაერთიანება გავრცელლების ზონები
სამხრეთ კორეის დროშა Alpheon 2010 2010 2010 სამხრეთ კორეა
ჩინეთის დროშა Baojun 2010 2010 2010 ჩინეთი
აშშ-ის დროშა Buick 1899 1903 1908 აშშ, კანადა, ჩინეთი
აშშ-ის დროშა Cadillac 1902 1902 1909 აშშ, კანადა, ევროპა, შუა აღმოსავლეთი, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა
აშშ-ის დროშა Chevrolet 1911 1911 1917 საერთაშორისო, (ავსტრალიის და ახალი ზელანდიის გამოკლებით)
აშშ-ის დროშა GMC 1901 1901 1909 აშშ, კანადა, შუა აღმოსავლეთი
ავსტრალიის დროშა Holden 1856 1908 1931 ავსტრალია და ახალი ზელანდია
ჩინეთის დროშა Jiefang 2011 2011 2011 ჩინეთი
გერმანიის დროშა Opel 1862 1899 1929 ევროპა (გაერთიანებული სამეფოს გამოკლებით), აფრიკა, შუა აღმოსავლეთი, სინგაპური, ჩილე
უზბეკეთის დროშა UzDaewoo 1992 1996 1992 ცენტრალური აზია, რუსეთი
გაერთიანებული სამეფოს დროშა Vauxhall 1857 1903 1925 გაერთიანებული სამეფო
ჩინეთის დროშა Wuling 2002 2002 2002 ჩინეთი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტატიები
  • „G.M.’s Road From Prosperity to Crisis“. The New York Times. May 31, 2009. ციტირების თარიღი: June 1, 2009.
  • Bunkley, Nick (May 25, 2011). „Automotive Industry Crisis“. The New York Times. ციტირების თარიღი: September 9, 2012.
წიგნები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: