ჯემი ჩუნგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჯემი ჩუნგი
Jamie Chung 2013.jpg
ჩუნგი 2013 წელს
დაბადების თარიღი 10 აპრილი, 1983 (1983-04-10) (38 წლის)
სან-ფრანცისკო, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი კალიფორნიის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2004-დღემდე
მეუღლე(ები) ბრაიან გრინბერგი (2015-დღემდე)

ჯეიმი ჯილინ ჩუნგი (ინგლ. Gemma Chan; დ. 10 აპრილი, 1983) — ამერიკელი მსახიობი და ყოფილი რეალითი შოუს პერსონა. მან თავისი კარიერა 2004 წელს დაიწყო, როგორც MTV- ის სერიალ The Real World: San Diego- ს მსახიობმა, ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ მას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მედია კარიერა აქვს. [1] [2]

მოგვიანებით მან მსახიობობა დაიწყო და ცნობილი გახდა ისეთი ფილმებით, როგორიცაა: Dragonball Evolution, ზრდასრულები, ''მკვლელობა გოგონების საცხოვრებელში'', წვეულება 2: ვეგასიდან ბანკოკში, აკრძალული ილეთი და დიდი გმირების ექვსეული (2014). ჩუნგმა კრიტიკოსების მოწონება მიიღო დამოუკიდებელ დრამატულ ფილმ „ედემში“ მთავარი როლის შესრულებისთვის. ჩუნგმა ითამაშა მთავარი როლი მინისერიალში ''სამურაის გოგონა'', იყო სუპერგმირული სერიალის, ''ნიჭიერების'' მსახიობი, ორი სეზონის განმავლობაში. მულანის განმეორებადი როლი ითამაშა ABC-ს ფანტასტიკურ სატელევიზიო სერიალში ერთხელ ზღაპარში. 2017 წლიდან ახმოვანებს ერთ-ერთ პერსონაჟს ანიმაციური ფილმისთვის, დიდი გმირი პერსონაჟი მან გაახმოვანა 2014 წლის ფილმში. 2020 წლის აგვისტოდან ჩუნგმა დაიწყო ჯიაჰის განმეორებადი როლის შესრულება HBO- ს სერიალში, ლავკრაფტის ქვეყანა.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯეიმი ჯილინ ჩუნგი [3] დაიბადა 1983 წლის 10 აპრილს [4] [5] [6] სან-ფრანცისკოში, კალიფორნიაში, გაიზარდა იქვე. [7] [8] ის და მისი უფროსი და მეორე თაობის კორეელ-ამერიკელები არიან, "ტრადიციული" მშობლების აღზრდილები, რომლებიც 1980 წელს შეერთებულ შტატებში გადავიდნენ და ჰამბურგერის რესტორანი გახსნეს. [9] [10] ლოუელის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ [11] ჩუნგმა 2005 წელს დაასრულა და დაამთავრა კალიფორნიის უნივერსიტეტი, ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხით. [12] ის იყო კაპა კაპა გამას წევრი. [13]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩუნგი მონაწილეობდა The Real World: San Diego -ში, ასევე MTV- ს გრძელვადიან რეალითი სატელევიზიო შოუს The Real World-ის მე-14 სეზონში, რომელიც პირველად გავიდა 2004 წელს. MTV– მ ის აღწერა, როგორც შრომისმოყვარე სტუდენტი, რომელსაც ორი სამსახური ჰქონდა, იმის გამო რომ სწავლის საფასური გადახადა. თუმცა, ასევე უყვარდა წვეულებებზე სიარული.

ჯეიმი ჩუნგი ''მკვლელობა გოგონების საცხოვრებელის'' კასტინგზე, 2009 წლის იანვარი

რეალურ სამყაროში მოღვაწეობის შემდეგ, ჩუნგმა სამსახიობო კარიერა დაიწყო სხვადასხვა მცირე როლით ტელევიზიასა და ფილმებში, მათ შორის იყო კორდი ჰანის როლი ჩვენი ცხოვრების დღეების ათ ეპიზოდში, 2007 წელს კომედიაში, ჰუტერსის გოგონა ითამაშა ''I Now Pronounce You Chuck and Larry''-ში და ასევე გამოჩნდა სერიალში, ''დანაშაულის ადგილი: ნიუ-იორკი''.

მოგვიანებით, ჩუნგი გამოჩნდა რიანას მუსიკალურ ვიდეოში, ''Umbrella'', ვიდეოს პრემიერა შედგა 2007 წლის 26 აპრილს. [14] 2008 წელს ჩუნგმა პირველი მნიშვნელოვანი ეკრანული როლი შეასრულა, ABC Family-ს სატელევიზიო მინისერიალში, ''სამურაის გოგო'' [15] [16]

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის 2 აპრილს, ჩუნგმა მოიგო ''ხვალინდელი ქალი ვარსკვლავების'' ჯილდო.[17]

2012 წლის სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჩუნგმა მოიგო ოქროს კოსმოსური ნემსის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის ედემში შესრულებული როლისთვის . [18]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წელს ჩუნგი მანჰეტენზე გადავიდა საცხოვრებლად. მან მსახიობ / მუსიკოსთან ბრაიან გრინბერგთან შეხვედრა დაიწყო 2012 წლის დასაწყისში. ისინი 2013 წლის დეკემბერში დაინიშნენ. ჩუნგის მშობლიურ სან – ფრანცისკოში ვიზიტის დროს, გრინბერგმა ჩუნგს უმღერა სიმღერა, რომელიც მან დაწერა. [19] [20] 2015 წლის ოქტომბერში იქორწინეს კალიფორნიაში, სანტა ბარბარაში, კურორტ ელ კაპიტანის კანიონში. ქორწილი იყო სამდღიანი დღესასწაული, რომელიც შედგებოდა მისასალმებელი ვახშმით ჰელოუინის ღამეს, ამ ცერემონიალზე სტუმრებს სპეციალურად ჰელოუინის კოსტუმები მოსთხოვეს, საქორწილო ცერემონია გაიმართა 31 ოქტომბერს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lee, Amber (November 17, 2011). "2.
  2. Beard, Lanford (May 21, 2012).
  3. Jamie Chung. ციტირების თარიღი: April 23, 2018
  4. „Jamie Chung: American Actress“. Jamie Chung: American Actress. https://www.britannica.com/facts/Jamie-Chung. წაკითხვის თარიღი: September 17, 2020.
  5. April Celebrity Birthdays: Jamie Chung. ციტირების თარიღი: April 23, 2018
  6. ko:제이미 정. ციტირების თარიღი: April 23, 2018
  7. Jamie Chung is finally over her fear of commitment. ციტირების თარიღი: April 23, 2018
  8. Good news 'Big Hero 6' fans: S.F. native Jamie Chung among faves reuniting. ციტირების თარიღი: April 23, 2018
  9. Nakayama, Paul (May 22, 2013).
  10. Stern, Marlow (August 25, 2012).
  11. Caught in the Headlines. ციტირების თარიღი: April 23, 2018
  12. Notable UCR Alumni. ციტირების თარიღი: April 23, 2018
  13. Sorority Row Remake Scares its own Star.
  14. "Jamie Chung: 25 Things You Don't Know About Me".
  15. Goldman, Eric. Jamie Chung is Samurai Girl. IGN. ციტირების თარიღი: April 23, 2018
  16. Amatangelo, Amy. Jamie Chung fought hard for 'Samurai Girl' role. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 23, 2018. ციტირების თარიღი: April 22, 2018
  17. Yoon, Deborah J.. Koreans are MVPs of Future Asian-American Stars. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 8, 2011. ციტირების თარიღი: April 1, 2011
  18. "‘Eden,’ ‘The Invader’ and ‘Five Star Existence’ Take the Top Prizes at the Seattle International Film Festival".
  19. Burton, Isabel (Spring 2016).
  20. Ehrich Dowd, Kathy (January 3, 2014). „Jamie Chung Engaged to Bryan Greenberg“. People. ციტირების თარიღი: January 3, 2014.