ჯემა სკულმე
| ჯემა სკულმე | |
|---|---|
| Džemma Skulme | |
|
| |
| დაიბადა | 20 სექტემბერი, 1925 |
| დაბადების ადგილი | რიგა, ლატვია |
| გარდაიცვალა | 9 ნოემბერი, 2019 |
| გარდაცვალების ადგილი | რიგა, ლატვია |
| ეროვნება | ლატვიელი |
| სფერო | ფერწერა |
| მიმდინარეობა | მოდერნიზმი |
| ჯილდოები | სამი ვარსკვლავის ორდენი, ლატვიის სსრ-ის სახალხო მხატვარი, სსრკ სახელმწიფო პრემია |
ჯემა სკულმე (ლატვ. Džemma Skulme, დ. 20 სექტემბერი, 1925, რიგა, ლატვია – გ. 9 ნოემბერი, 2019, რიგა, ლატვია) — ლატვიელი მოდერნისტი მხატვარი. ჯემა სკულმეს პიროვნებამ უმთავრესი როლი ითამაშა ლატვიური ხელოვნების განვითარებასა და ლატვიის სოციალურ ცხოვრებაში XX საუკუნის მეორე ნახევარში.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯემა სკულმე დაიბადა მხატვარ სკულმეების ოჯახიში. იგი იყო ლატვიელი მხატვარი ოტო სკულმეს (1889-1967) ქალიშვილი და ლატვიის პირველი მოქანდაკე ქალი მარტა ლიეპინია-სკულმეს (1890-1962) ასული. ოტო, მარტა და ჯემას ბიძა უგა სკულმე იყვნენ რიგის მხატვართა ჯგუფის წევრები, რომლებმაც განსაზღვრეს ხელოვნების განვითარება ლატვიაში 1930-იან წლებში.[2] 1949 წელს ჯემა სკულმემ დაამთავრა ლატვიის სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების განყოფილება და 1955 წელს რეპინის სახელობის სამხატვრო ინსტიტუტი. 1956 წლიდან იყო ლატვიის მხატვართა კავშირის წევრი და 1982-1992 წლებში მისი თავმჯდომარე. 1976 წელს მას მიენიჭა ლატვიის სსრ-ის სახალხო მხატვრის საპატიო წოდება. 1993 წლიდან იყო შემოქმედების ფონდის პრეზიდენტი. 1992 წელს აირჩიეს ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრად, ხოლო 1998 წელს მიიღო საპატიო დოქტორის ხარისხი ლატვიის სამხატვრო აკადემიისგან. მისი ნამუშევრების აღიარების ნიშნად, ლატვიის სამხატვრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა ასოციაციამ დააჯილდოვა Dr. honoris causa ხარისხით ლატვიურ კულტურაში შეტანილი წვლილისთვის.[3]
ხელოვნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯემა სკულმე მუშაობდა ზეთის, აკრილის და აკვარელის საღებავებით. ხშირად მიმართავს შერეულ ტექნიკას. 1970-იანი წლებიდან მან განავითარა კარიატიდის თემა, რომლითაც ცდილობდა ქალის ეთიკური და სულიერი სიძლიერის გამოვლენას („ნიკას ქალები“, 1968; „კარიატიდა“, 1979 და სხვები). ასევე მიმართა მსროლელის თემას, ლატვიურ ეთნოგრაფიასა და ხალხური ხელოვნების პრინციპებს. 1960-იანი წლების მეორე ნახევრის ნახატებში მისი მსოფლმხედველობა უფრო დრამატული გახდა და მან გაზარდა ნამუშევრების გამომხატველობითი ძალა დიდი ფუნჯით ან კი პალიტრის დანით ფერის წასმის გამოყენებით. ნამუშევრებში როგორიცაა „მარტა ნიღბით“ (1973), „ვალენტინს სკულმე რიჩარდ III-ის როლში“ (1974) და „დიალოგი“ (1975), მხატვარი სპონტანური სიადვილით ასახავს დრამატულ ან ვაჟკაცურ, სიცოცხლითა და სულით სავსე ხატებს. 1950-იანი წლების შუა ხანიდან იგი ასევე აღიარებული გახდა წიგნებისა და ჟურნალების ილუსტრაციებით.[4] 1960-იანი წლების განმავლობაში მხატვარი მიმართავს ავტორურ ტექნიკას - აკრილისა და ზეთის საღებავების კომბინაციას, რითაც ქმნის საინტერესო ტექსტურებს. მისი ფერწერა ამ პერიოდში უფრო კონცეპტუალური გახდა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჯემა იყენებს ბავშვური ნახატების ნაივური სტილისტიკის ელემენტებს, რათა შექმნას ცოცხალი და მხატვრული ვირტუოზობის ნამუშევრები. მუშაობდა დეკორატორის ასისტენტად დაილეს თეატრსა და ლატვიის თოვლიანა თეატრში (1945-1947).[5] ლატვიელი ხელოვნების ისტორიკოსი ლაიმა სლავა ხაზს უსვამს ხაზს, როგორც ჯემა სკულმეს შემოქმედებითი მუშაობის 1960-იანი წლების აღმოჩენას: „თავდაპირველად იგი გლუვი და კონსტრუქციულია და განსაზღვრავს პერსონაჟის ფორმას, შემდეგ კი უხდება უფრო მსუბუქი და გამჭვირვალე“.[6]
შერჩეული ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ზაფხული“, 1959, ლატვიის ეროვნული ხელოვნების მუზეუმი „ხალხური სიმღერა“, 1969, ლატვიის ეროვნული ხელოვნების მუზეუმი „მაკედონიური მოტივი“, 1974, ლატვიის ეროვნული ხელოვნების მუზეუმი
გამოფენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინდივიდუალური გამოფენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯემა სკულმე მონაწილეობას იღებდა ინდივიდუალურ გამოფენებში 1949 წლიდან: რიგა (1968, 1985, 1992, 1994, 1995), მოსკოვი (რუსეთი) (1969, 1984), ჟენევა (შვეიცარია), მილანი (იტალია, 1971), ვილნიუსი (1976), კალე (საფრანგეთი), ფრედრიკშტადტი (ნორვეგია, 1994, 1995), ცესისი (1996), კიევი (უკრაინა, 1997), სკულმეების ოჯახის გამოფენა დასავლეთ ბერლინში (1981), პიტსბურგი (აშშ, 1986), ბერგამო (იტალია, 1987), რიგა (ლატვია) (1998-1999).
სკულმეების ოჯახური გამოფენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ორგანიზებული ოჯახური გამოფენები დასავლეთ ბერლინში (1981); პიტსბურგში (აშშ, 1986); ბერგამოში (იტალია, 1987) და რიგაში (1998-1999).
ჯგუფური გამოფენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი ნამუშევრები წარდგენილი იყო გამოფენებზე ნიუ-იორკში (1989), მიუნხენში, ბონში, პიტსბურგში (აშშ, „ქალები დროთა შორის: ახალი ქვეყნები; ახალი ხელოვნება“, 1993).
ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი ნამუშევრები შეგიძლიათ ნახოთ ლატვიის ეროვნულ ხელოვნების მუზეუმში, ზიმერლის ხელოვნების მუზეუმში რუტგერსის უნივერსიტეტში (აშშ), ტრეტიაკოვის გალერეაში (რუსეთი).[7]
მისი ნამუშევრები ასევე არის კერძო კოლექციებში, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტისა და დანიის დედოფლის კოლექციებში.
მხატვრისადმი მიძღვნილი ნამუშევარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1986 წელს რიგის კინოსტუდიაში მხატვარს მიეძღვნა დოკუმენტური ფილმი „ჯემა“. მისი რეჟისორი - ლაიმა ჟურგინა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Biography and artworks დაარქივებული 2018-11-02 საიტზე Wayback Machine.
- Džemma Skulme pret varu ar brīvas mākslas garu დაარქივებული 2018-06-29 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Manss.lv. The great summer exhibition 2010.
- ↑ Apinis.lv. The Hundred Great Latvians. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-26. ციტირების თარიღი: 2018-03-24
- ↑ Gerharde-Upeniece, Ginta (2013). 50 Latvian Painting Masterpieces of the 20th century. Riga: Jumava, გვ. 69. ISBN 978-9934-11-397-0.
- ↑ Жажеровна Нефедова, Инара (1982). Джемма Скулме: Живопись, Мастера советского искусства (ru). Moscow: Советский художник, გვ. 106.
- ↑ Ņefedova, Ināra (1995). Māksla un arhitektūra biogrāfijās (lv). Riga: Latvijas enciklopēdija, გვ. 61. ISBN 5-89960-057-8.
- ↑ Slava, Laima (2015). Džemma Skulme. Riga: Neputns. ISBN 978-9934-512-63-6.
- ↑ Dzemma Skulme. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-02. ციტირების თარიღი: 2018-05-09