ჯემალ ფოცხვერია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯემალ ფოცხვერია
დაბადების თარიღი 3 აგვისტო, 1939 (1939-08-03) (84 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
საქმიანობა მწერალი, სამხედრო პირი
წოდება გენერალ-მაიორი
შვილ(ებ)ი გია ფოცხვერია, კახა ფოცხვერია

ჯემალ ფოცხვერია (დ. 3 აგვისტო, 1939, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი მწერალი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, გენერალ-მაიორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1958 წელს წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა, ხოლო 1963 წელს — საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში.

1967–1994 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრკ-ის სუკ-ში, ხოლო 1981 წელს გადაყვანილი იქნა მის ცენტრალურ აპარატში, სადაც ეკავა სხვადასხვა თანამდებობა – განყოფილების უფროსის მოადგილიდან სამმართველოს უფროსამდე. მიღებული აქვს საერთაშორისო სამართლის იურისტის სპეციალობა.

1991–1995 წლებში ეკავა სამმართველოს უფროსის თანამდებობა — როგორც რუსეთის ფედერაციის მინისტრის უშიშროების მრჩეველს.

1995 წლიდან სამხედრო პენსიონერია. 1995–1999 წლებში იყო კორპორაცია „მაკროდინის“ ვიცე-პრეზიდენტი, 1999–2004 წლებში — „ნორილსკი ნიკელის“ პრეზიდენტის უფრო მრჩეველი. 1997–1998 წლებში იყო რუსეთში ABN-ის პრეზიდენტის მრჩეველი.

2003–2011 წლებში იყო კორპორაცია „პრეზიდენტ სერვისის“ ვიცე-პრეზიდენტი და რუსეთის ფედერაციის ტვერის ოლქის გუბერნატორის მრჩეველი.

არის მრავალი სამხედრო ოპერაციის მონაწილე. მუშაობდა გფრ-ში, გდრ-ში, თურქეთში, ჩეხოსლოვაკიაში, რუმინეთში, ეგვიპტეში, ავღანეთში, მონღოლეთსა და სხვა ქვეყნებში. დაჯილდოებულია მრავალი ორდენით და მედლით, მათ შორის საზღვარგარეთის ქვეყნების.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „შავი სათვალე ეკეთა: ჩეკისტის ჩანაწერები“ - თბილისი, ახალი საქართველო, 2008. - 480 გვ.. - ISBN: 978-99928-886-9-8
  • „როდემდის?: წერილები - თბილისი, „მწიგნობარის“ სტ., 2010. - 318 გვ.. - ISBN: 978-9941-0-2367-5
  • „ჩემი ცხოვრების აღმართი: მოგონებები“ - თბილისი, 2012. - 124 გვ.. - ISBN: 978-9941-0-4179-2
  • „Стихи“ (თანაავტორი). - თბილისი, 2012. - 144 გვ.. - ISBN: 978-9941-9256-6-5
  • „ლონდონი ჩვენი ბედისწერა“: ლექსები, კინოსცენარები, მოგონებები (თანაავტორი). - თბილისი, 2013. - 266 გვ.
  • „მემუარული ჩანაწერები“ - თბილისი, ჩვენი მწერლობა, 2014. - 136 გვ.
  • „ვიდრე დათვს ეძინა“ - თბილისი, ჩვენი მწერლობა, 2016. - 167 გვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]