ჯემალ მჭედლიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯემალ მჭედლიშვილი (დ. 21 სექტემბერი, 1962, ქარელი) — ქართველი სპორტსმენი (ძიუდო, სამბო). სამბოში სსრკ ორგზის ჩემპიონი (1987, 1989) და სსრკ თასის მფლობელი (1986), ორგზის ევროპისა (1987, 1989) და მსოფლიო ჩემპიონი (1987, 1989). სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1983) და სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი ძიუდოში (1986). საქართველოს ორგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1985, 1986). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი და ღირსების ორდენის კავალერი.

ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისციპლინა წელი ტურნირი მასპინძელი წონითი კატეგორია ადგილი
სამბო 1987 ევროპის ჩემპიონატი სოფია, ბულგარეთი -82 კგ 1st
სამბო 1987 მსოფლიო ჩემპიონატი მილანი, იტალია -82 კგ 1st
სამბო 1989 ევროპის ჩემპიონატი ჰირნ-ბეი, დიდი ბრიტანეთი -82 კგ 1st
სამბო 1989 მსოფლიო ჩემპიონატი ვესტ-ორანჯი, აშშ -82 კგ 1st

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]