ჯემალ კუხალაშვილი
ჯემალ ოთარის ძე კუხალაშვილი (დ. 29 ოქტომბერი, 1952, ქ. ხონი, — გ. 9 მაისი, 2026[1]) — ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, კინოს მხატვარი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი (1978). იყო საქართველოს მხატვართა კავშირისა (1981 წლიდან) და მხატვრის სახლის შემოქმედებითი სახელოსნოს წევრი. 1979 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში. მოწყობილი აქვს 15 პერსონალური გამოფენა თბილისში, 3 — მოსკოვში, ასევე — აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში. მხატვარია ფილმებისა: „გამინაწილე სითბო“ (1975), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1977). მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს და უცხოეთის სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო კოლექციებში. კუხალაშვილის ნამუშევრებისთვის დამახასიათებელია ყოველდღიურობის მძაფრი, ექსპრესიული გადმოცემა; პოსტმოდერნისტული ესთეტიკა გროტესკითა და გამიზნული სიუხეშით. მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული პრემია ხელოვნების დარგში (2015).[2] მისი შვილია მხატვარი გიორგი კუხალაშვილი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 1998-1999. — გვ. 191.
- ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022, თბ., 2022. — გვ. 76-77.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯემალ კუხალაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ჯემალ კუხალაშვილი — ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მხატვარი ჯემალ კუხალაშვილი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა, 9 მაისი 2026, მედიაჰოლდინგი „კვირა“.
- ↑ საქართველოს მთავრობის დადგენილება №321, 2015 წლის 7 ივლისი. «საქართველოს საკანონმდებლო მაცნე».