გელადა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჯელადა)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გელადა
მამრი გელადა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: პრიმატები
ოჯახი: ანთრისებრნი
ტრიბა: Papionini
გვარი: გელადები
სახეობა: გელადა
ლათინური სახელი
Theropithecus gelada
დაცვის სტატუსი
Gelada area.png

გელადა, ასევე ჯელადა (ლათ. Theropithecus gelada) — მაიმუნი ანთრისებრთა ოჯახისა. მამრის სხეულის სიგრძეა 70-74 სმ, მასა 20 კგ. მდედრი შედარებით მომცროა. მამრს აქვს ღია ფერის მანტია, რომელიც ფარავს სხეულის წინა ნაწილს. მდედრის ბეწვი ნაცრისფერია, ყელსა და მკერდზე აქვს კანის შიშველი უბნები. საჯდომი კორძები პატარაა. გავრცელებულია ეთიოპიაში, მთიან ზონებში, ზ. დ. 2000 მ-დან. აქტიურია დღისით. ტიპობრივი ხმელეთის ცხოველია, ხეებზე თითქმის არ დაცოცავს. ზამთრობით, როცა მთაში ტემპერატურა 0°C-მდე ეცემა, გელადა ქვემოთ ეშვება. იკვებება ბალახით, მარცვლით, მწერებით. დიდ ზიანს აყენებს პლანტაციებს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 553, თბ., 1987 წელი.