ჯეკ რუბი
ჯეკ რუბი | |
---|---|
რუბის დაპატიმრების შემდეგ სურათი 1963 წლის 24 ნოემბერს | |
დაბადების სახელი | იაკობ ლეონ რუბენშტეინი |
დაბადების თარიღი |
დაახლ. 25 მარტი, 1911 [1][2] ჩიკაგო, ილინოისი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
3 იანვარი, 1967 დალასი, ტეხასი, აშშ |
დაკრძალულია |
westlawn Cemetery, ნორიჯი, ილინოისი 41°57′29″N 87°49′37″W / 41.958110° ჩ. გ. 87.826853° დ. გ. |
საქმიანობა | ღამისკლუბის მეპატრონე |
ცნობილია როგორც | ჰარვი ოსვალდის მკვლელი |
წაყენებული ბრალდება | განზრახ მკვლელობა |
ჯეკ ლეონ რუბი (დაიბადა იაკობ ლეონ რუბენშტეინი ; დაახლ.[1][2] 1911 წლის 25 მარტი. – 3 იანვარი, 1967) იყო ამერიკელი ღამის კლუბის მფლობელი რთული და ხშირად საკამათო წარსულით. რუბი მართავდა კარუსელის კლუბს დალასში, ტეხასის შტატში. კლუბი ცნობილი იყო თავისი ცოცხალი ატმოსფეროთი და კავშირებით სხვადასხვა ადგილობრივ ფიგურებთან, მათ შორის სამართალდამცავებთან და ჟურნალისტებთან. ჭორების მიუხედავად რუბი ღამის ცხოვრების სცენაზე ცნობილ ფიგურად რჩებოდა. მისი ცნობადობა მკვეთრად გაიზარდა 1963 წლის 24 ნოემბერს, როდესაც მან ახლო მანძილიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ლი ჰარვი ოსვალდს, ადამიანს, რომელიც ბრალდებული იყო ჯონ კენედის მკვლელობაში.
რუბიმ გასროლა დალასის პოლიციის შტაბის სარდაფში განახორციელა, როდესაც პატიმარი ადგილობრივი საპყრობილედან, ქალაქის ციხეში გადაყავდათ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჟურლაისტები და მისი ტრანსლაცია პირდაპირ ეთერშიც ხდებოდა. ჩანაწერმა მალევე მოიარა მსოფლიო. თავის მოტივად რუბი პატრიოტიზმს ასახელებდა, და რომ მას სურდა, კენედის ოჯახს და მის მეუღლეს, ჟაკლინს, ოსვალდის სასამართლო პროცესზე დასწრების ტკივილი აერიდებინა თავიდან. თუმცა მკვლელობის ირგვლივ გარემოებამ და მისმა უჩვეულო წვდომამ დაცულ ზონაში, საფუძველი ჩაუყარა არაერთ შეთქმულების თეორიას და სპეკულაციას.
დაპატიმრების შემდეგ, 1964 წლის მარტს, რუბი პირველი ხარისხის მკვლელობაში გაასამართლეს და მას სიკვდილით დასჯა მიესაჯა. თუმცა, მისი ნასამართლეობა 1966 წელს ტეხასის სისხლის სამართლის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა, რომელმაც გადაწყვეტილების მიზეზად საზოგადოების ჭარბი ყურადღება დაასახელა, როგორც ფაქტორი, რომელიც არღვევდა მის უფლებას, ჰქონოდა სამართლიანი სასამართლო პროცესი. რუბის განემორებითი პროცესი დაუნიშნეს, რომლის დაწყებამდეც მისი ჯანმრთელობა ეტაპობრივად გაუარესდა, კვლევისას კი ფილტვის კიბო დაუდგინეს, რომელიც მის ღვიძლში და ტვინში გავრცელდა. სამკურნალოდ ჰარკლანდის მემორიალ ჰოსპიტალში გადაყვანის მიუხედავად, რუბი 1967 წლის 3 იანვარს, სასამართლო პროცესის დაწყებამდე ფილტვის ემბოლიით გარდაიცვალა. მისმა უეცარმა გარდაცვალებამ, სპეკულაციები კიდე უფრო გაზარდა.
1964 წელს უორენის კომისიამ დაასკვნა, რომ ოსვალდის მოკვლისას რუბი მარტო მოქმედებდა და მან გასროლა იმპულსურად, კენედის მკვლელობის საპასუხოდ გადაწყვიტა. თუმცა კომისიას ბევრი სკეპტიკოსი არ დაეთანხმა და რუბიც კენედის მკვლელობის შეთქმულების ნაწილად მიიჩნიეს.
ადრეული ცხოვრება და კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯეკ რუბი (იაკობ ლეონ რუბენშტეინი[3]) დაიბადა 1911 წლის 25 მარტს,[2] ცხოვრობდა და აღიზარდა ჩიკაგოს პრობლემურ უბანში, იყო ათ შვილიანი ოჯახიდან მეხუთე, მშობლები პოლონეთში დაბადებული მართლმადიდებელი ებრაელები იყვნენ. ისინი აშშ-ში 1903 წელს გადავიდნენ საცხოვრებლად, მათ მშფოთავი ურთიერთობა ჰქონდათ - ხშირად ჩხუბობდნენ, დედა კი საბოლოოდ ფსიქიატრიულ ინსტიტუტში გადაიყვანეს სამკურნალოდ.[4]
რუბის ადრეული ბავშვობა საკმაოდ რთული იყო, სკოლას იმდენად ხშირად აცდენდა, რომ 11 წლის ასაკში დაიჭირეს კიდეც და არასრულწლოვანთა ცენტრში მინდობით აღზრდაში გაატარა დრო. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რუბი საარსებო მინიმუმისთვის ყველაფერს აკეთებდა, დაწყებული ცხენთა რბოლაზე რჩევების გაყიდვით, პროფკავშირთან მუშაობამდე.[5]:332
1940-იანი წლებისთვის, რუბი მორგებული იყო სწრაფ ცხოვრებას, როგორც პირდაპირ, ისე ირიბი გაგებით, იგი შემჩნეულიც კი იყო კალიფორნიის და ილინოისის სარბოლო ტრასებზე, ირეოდა აზარტულ მოთამაშეებთან და სხვა ფერად ფიგურებთან ერთად. მისმა ცხოვრებამ კი მოკლე გადახვევა იქონია, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ს საჰაერო ავიაციაში მოხდა მისი გაწვევა. იგი მსახურობდა თვითმფრინავის მექანიკოსად და 1946 წელს პირველი კლასის რიგითის წოდებით საპატიოდ დაითხოვეს.[4]
ჩიკაგოში დაბრუნებულმა, როცა შენიშნა, რომ ქალაქში ბიზნეს საქმიანობა რთული იყო და რამდენიმე წამოწყებაც ჩაეშალა, 1947 წელს დალასში გადასვლა გადაწყვიტა. გადასვლის მოტივატორი, ჩიკაგოში წარუმატებლობის გარდა, იყო ისიც, რომ მას სურდა მის დას დახმარებოდა ღამის კლუბის მართვაში.[6] ამავე პერიოდში გადაწყვიტეს მან და მისმა ძმებმა თავიანთი გვარი შეემოკლებინათ, რუბენშტეინიდან “რუბი”-მდე, რადგან ასე უფრო მარტივი იყო დასამახსოვრებლად და მას ირგვლივ ისედაც ჯეკ რუბის სახელით იცნობდნენ.
დალასში ცხოვრებისას, რუბიმ ქალაქის ღამის ცხოვრებაში თავი მალევე დაიმკვიდრა, სადაც მართავდა სხვადასხვა ღამის კლუბებსა და სტრიპტიზ კლუბებს. მისი ადგილი მოწონებით სარგებლობდა ადგილობრივი პოლიციელებისთვისაც, რომლებსაც იზიდავდათ შემოთავაზებული უფასო სასმელები და სხვა შეღავათებიც.[7]
რუბის არ ყოლია არც მეუღლე არც შვილები.[8] მკვლელობის დროს იგი მამაკაცთან ერთად ცხოვრობდა, სახელად ჯორჯ სენატორი, რომელიც რუბის "ბოიფრენდად" მოიხსენიებდა უორენის კომისიის მოსმენის დროს, მიუხედავად იმისა, რომ მანვე უარყო რომანტიკული ტიპის ურთიერთობა. უორენის კომისიის ადვოკატმა, ბარფ გრიფინმა, მწერალ გერალდ პოსნერთან თქვა: "არ ვარ დარწმუნებული რომ ჯორჯ სენატორი გულახდილი იყო რუბისთან ურთიერთობის შესახებ. ადამიანები არ ამხელდნენ თავიანთ ჰომოსექსუალობას 1963 წელს."[9]
უკანონო საქმიანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯეკ რუბის არალეგალურ საქმიანობაში მონაწილეობა მრავალი სპეცულაციის და გამოძიების საგანი გახდა. კრიტიკოსთა აზრით, რუბი სხვადასხვა კრიმინალურ აქტივობაში იყო ჩართული,[10][5] მათ შორის აზარტული თამაშები, ნარკოტიკების ბიზნესში და პროსტიტუციაში.[11][12] FBI-ის 1956 წლის ანგარიშის თანახმად, ინფორმატორმა, სახელად ეილინ კარიმ, რომელიც ნარკოტიკების ბრალდებას გირაოს სანაცვლოდ დაეხსნა, აღნიშნავდა, რომ მის შეყვარებულს ჯეიმს ბრინს ნარკოტიკების დიდ ქსელთან ქონდა დამყარებული კავშირი, ქსელი რომელიც მოქმედებდა ტეხასის, მექსიკისა და აღმოსავლეთ სანაპიროს შორის. ბრინმა უთხრა კარის, რომ მან მოქმედების ნებართვა "დალასის რუბის" მეშვეობით მიიღო.[13]
დამატებით დალასის ქალაქის შერიფმა სტივ გატრიმ მიმართა FBI-ს და გამოხატა ეჭვი, რომ რუბი "თავისი კლუბიდან ოპერირებდა პროსტიტუციას და სხვა ტიპის აქტივობებს".[12]
პერსონაჟი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამართალდამცავი ორგანოებისა და უორენის კომისიის მიერ გამოკითხული ადამიანების თქმით, რუბი სასოწარკვეთილი ცდილობდა ყურადღება მიეპყრო საკუთარ თავზე და მის კლუბზე. დალასში ბევრ ადამიანს იცნობდა, თუმცა მეგობარი ძალიან ცოტა ყავდა და უჭირდა ბიზნესის ოპერირება, რამაც დიდძალი ვალი დაუტოვა.[9]
იგი ცნობილი იყო მისი ტემპერამენტით და ძალადობრივი ტენდენციებით, ხშირად თავისი ბრაზი თანამშრომლებზე გადაჰქონდა. იქცეოდა როგორც საკუთარი კლუბის დაცვა და არაერთხელ გადასულა ფიზიკურ დაპირისპირებაში მომხმარებლებთან, ხანდახან კიბეზეც დაუგორებია ისინი.[9] ერთ-ერთ მსგავს დაპირისპირებაში, მამაკაცმა რუბის თითზე უკბინა, ისე ძლიერად, რომ ექიმებს ამპუტაცია დასჭირდათ.[14]
რუბის შესახებ მისი გარემოცვის ისტორიებით ვგებულობთ, რომ მისი ხასიათი ძალადობრივის მიღმა იყო ექსცენტრიული და არაპროგნოზირებადი, რომ ის ხშირად იქცეოდა არაადეკვატურად, ტანზე ირტყამდა ხელებს როგორც გორილა და იატაკზეც გორაობდა. ხშირად იცვლიდა განწყობას, ერთ დღეს მიიღებდა სტუმარს, მეორე დღეს მიზეზის გარეშე უკრძალავდა იგივე სტუმარს შემოსვლას. ვინც მას შეხვედრია აღუწერიათ, როგორც შესაძლო მენტალური დარღვევების მქონე ადამიანი.[9]
წლების შემდგომ, 1970-იანებში, ფსიქიატრმა ირინე ჯაკაბმა რუბის მიერ საბყრობილეში ყოფნისას შესრულებულ ნახატებზე დაასკვნა, რომ მათში ფესვგადგმული აგრესია და ფარულობაა, ხაზს უსვამდა რუბის ნახატებში გეომეტრიულობას და მკვეთრ ხაზებს, რაც მისთვის ემოციების მალვას და აგრესიის მჭიდრო კონტროლს გულისხმობდა.[15]
ოსვალდის მკვლელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თარიღი | 24 ნოემბერი 1963 |
---|---|
ადგილი | დალასი, ტეხასი |
მსხვერპლი | |
ლი ჰარვი ოსვალდი | |
ბრალდებულ(ებ)ი | ჯეკ რუბი |
ვერდიქტი | დამნაშავე |
24 ნოემბერს რუბი თავის შინაურ ცხოველთან, ტაქსასთან, ერთად ავტომობილით შემოვიდა ქალაქში, სასწრაფოდ უნდა გაეგზავნა ფული მისი ერთ-ერთი თანამშრომლისათვის Western Union-ში Main Street-ზე, ტრანზაქციაზე ბეჭედის დარტყმის დრო იყო დილის 11:17 საათი. რუბიმ შემდგომ ნახევარი ბლოკი გაიარა დალასის პოლიციის შტაბამდე და სარდაფისკენ აიღო გეზი.
დილის 11:21 საათზე, დალასის პოლიციის დეტექტივებს, ჯიმ ლიველი და ლ. გრეივს, ოსვალდი მთავარი შენობის სარდაფის გავლით მიჰყავდათ ბრონირებულ ავტომობილამდე, რათა ქალაქის ციხეში გადაეყვანათ. მოულოდნელად რუბი შემოიჭრა წინ,[16] რევოლვერი პატიმრის მუცელთან მიიტანა და ერთხელ გაისროლა, რითაც ოსვალდმა სასიკვდილო ჭრილობა მიიღო.[17] ოსვალდმა "ოჰ!" დაიძახა და ძირს დაეცა, ტკივილის ფონზე იკლაკნებოდა და მუცელზე იკიდებდა ხელს.[18][19] პოლიციის დეტექტივმა ბილი კომბესტმა, რომელიც რუბის იცნობდა, "ჯეკ, შენ ნაბიჭვარო!"-თი მიმართა.[20][21]
ჯავშანმანქანა გასროლიდან მალევე გადმოვიდა პანდუსზე და რუბის ფეხზე დაარტყა რამაც ბალანსი დააკარგვინა და იგი ადგილზევე დააკავეს. ოსვალდი კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. კომბესტმა კითხა მას "არის რამე რისი თქმაც გინდა ახლა?" რაზეც ოსვალდმა თავი გააქნია.[22]:184–185
ოსვალდი მალევე მოათავსეს სასწრაფო მანქანაში, ტრანსპორტირებისას იგი შიგადაშიგ კარგავდა გონებას, მას თან ახლდნენ გამომძიებელი ლიველი, გრეივსი და სამედიცინოს სტუდენტი ფრედრიკ ბიბერდორფი. ისინი მიემართებოდნენ პარკლენდის მემორიალურ საავადმყოფოში, იგივე დაწესებულებაში სადაც ორი დღის წინ პრეზიდენტი ჯონ კენედი გარდაიცვალა. შემდგომ ფრედრიკი იხსენებდა, რომ საავადმყოფოს გზაზე, ოსვალდი ხელს უშლიდა მას გულის მასაჟის კეთებაში და ჟანგბადის ნიღბის მოხსნასაც ცდილობდა.[23]
პარკლენდში, ოსვალდი მიიღო იგივე ქირურგმა, რომელმაც ორი დღის წინ კენედის გადარჩენა სცადა; შემდგომში დადგინდა, რომ რუბის ტყვია შევიდა ოსვალდის მარცხენა მხარეს მუცლის წინა ნაწილში და მიაყენა ვრცელი დაზიანება ელენთას, კუჭს, აორტას, ღრუ ვენას, თირკმელს, ღვიძლს, დიაფრაგმას და მეთერთმეტე ნეკნს.[24] ოსვლადი 13:07 საათზე გარდაიცვალა.[3]
რეაქცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არაერთი სატელევიზიო კამერა პირდაპირ ეთერში აშუქებდა ოსვალდის ტრანსფერს; მილიონობით ადამიანმა NBC-ზე რეალურ დროში იხილა სროლა და რამდენიმე წუთში ის სხვა არხებსაც მოედო.[25] ღონისძიების ამსახველი უამრავი ფოტოსურათი აღბეჭდავს მომენტს, როდესაც რუბიმ ჩახმახს თითი გამოკრა. 1964 წელს რობერტ ჰ. ჯექსონს Dallas Times Herald-დან მიენიჭა პულიცერის პრემია ფოტოგრაფიისთვის. საქვეყნოდ ცნობილი ფოტოსურათის სახელწოდებაა ჯეკ რუბი ესვრის ლი ჰარვი ოსვალდს.[26]
დიდი აღშფოთება მოყვა რუბის ქმედებას. ბევრი ადამიანი თვლიდა, რომ მკვლელობამ ერს წაართვა საჭირო ინფორმაცია და მნიშვნელოვანი კითხვები პასუხგაუცემელი დატოვა. იმ დროისთვის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა თქვა: "მასაც ჰქონდა სასამართლო პროცესის უფლება... ორი შეცდომა არ ნიშნავს სწორს".[27] ოსვალდის მკვლელობამ გააძლიერა ეჭვები, რომ კენედის მკვლელობა დიდი შეთქმულების ნაწილი იყო.[28]
თუმცა ყველა არ ყოფილა შოკირებული. შტაბის გარეთ ბრბო, ოსვალდზე სროლას ტაშით შეეგება.[29] დალასში და ქვეყნის მასშტაბით, ოსვალდი სიკვდილამდე სძულდათ, რუბი კი მოსახლეობის ნაწილისთვის გმირად შეირაცხა. პატიმრობაში ყოფნის დროს მან მრავალი ქებით სავსე წერილი მიიღო.
პროკურატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაპატიმრების შემდეგ, რუბიმ განაცხადა, რომ ძალიან შეძრული იყო პრეზიდენტ კენედის სიკვდილით და სურდა დახმარებოდა დალასს, საზოგადოების თვალში ქალაქის რეპუტაცია გაესუფთავებინა. მან ასევე თქვა, რომ ამით „ხსნიდა ქალბატონ კენედის ოსვლადის სასამართლო პროცესზე დასწრების უხერხულობისაგან.[30] რუბი ამტკიცებდა, რომ ოსვალდს მომენტის გაჩენისას სპონტანურად ესროლა, მიზეზების და შედეგების გათავისების გარეშე.[30] რუბის თქმით, იგი დიდ პატივს სცემდა პრეზიდენტ კენედის და მის ოჯახს, მკვლელობის შემთხვევამ კი დეპრესიაში ჩააგდო.
რუბიმ განაცხადა, რომ კენედის მკვლელობამ მასზე ისეთი ძლიერი გავლენა იქონია, რომ საბოლოოდ "გააგიჟა" კიდეც და როცა ოსვალდი დაინახა, ინსტიქტურად ესროლა.[31] სროლის დროს, რუბი იღებდა ფენმეტრაზინს (პრელუდინს), რომელიც ნერვული სისტემის სტიმულატორია. რუბის თქმით, ის პოლიციის სარდაფში მთავარი ქუჩიდან შევიდა. მოგვიანებით, რუბიმ თავის ძმას, ერლს, სინანული გაუზიარა და უთხრა, რომ მას ოსვალდის სიკვდილი არასოდეს ნდომებია.
რუბიმ სასამართლოზე მისი წარმომადგენლობა ტომ ჰოვარდს სთხოვა, რომელიც დათანხმდა და ჰკითხა, თუ იქნებოდა რამე, რაც მის დაცვას გაართულებდა. რუბიმ უპასუხა, რომ პრობლემა შეიქმნებოდა, თუ პროცესის განმავლობაში "დევისის" სახელი გაიჟღერებდა. ეს "დევისი" იყო ადამიანი, რომელიც ჩართული იყო ფიდელ კასტროს წინააღმდეგ მოძრაობაში.[32][33]
სიკვდილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუბი 1967 წლის 3 იანვარს ფილტვის ემბოლიით გარდაიცვალა, პარკლენდის საავადმყოფოში, დაწესებულებაში სადაც ასევე გარდაიცვალა მისი მსხვერპლი ოსვალდი და ოსვალდის მსხვერპლი კენედი.[34] ის ილინოისის ნორიჯში, ვესტლაუნის სასაფლაოზე მშობლების გვერდით დაკრძალეს.[35][36][37]
წყარო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 დაბადების ჩანაწერები 19 წლამდე ოფიციალურად ჩიკაგოში არ ინახებოდა, მართვის მოწმობასა და დაკავების ჩანაწერებს შორის იყო ექვსი განსხვავებული თარიღი, 1911 წლის მარტიდან ივნისამდე.
- ↑ 2.0 2.1 2.2 უორენის კომისიის კვლევისას აღმოჩნდა რომ რუბის დაბადების თაღიღის სხვადასხვა მონაცემი არსებობდა; ის რომელსაც თავად რუბი ხშირად იყენებდა იყო 25 მარტი, 1911 წელი (The Warren Report: Report of the President's Commission on the Assassination of President John F. Kennedy, 1964). მის საფლავის ქვაზე ჩიკაგო, ილინოისში, დაბადების თარიღად 1911 წლის 25 აპრილი წერია.
- ↑ 3.0 3.1 Bagdikian, Ben H. (December 14, 1963). Blair, Clay Jr. (ed.). „The Assassin“. The Saturday Evening Post (44): 26.
- ↑ 4.0 4.1 Capshaw, Ron (December 3, 2018). „Inside Jack Ruby's Jewish Paranoia“. Tablet. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 4, 2018. ციტირების თარიღი: December 3, 2018.
- ↑ 5.0 5.1 Summers, Anthony (1998). Not in Your Lifetime. New York: Marlowe & Company. ISBN 1-56924-739-0.
- ↑ (1964) „Appendix 16: A Biography of Jack Ruby“, Report of the President's Commission on the Assassination of President John F. Kennedy. Washington, D.C.: United States Government Printing Office, გვ. 786.
- ↑ Ruby's Friendships with Police Officers დაარქივებული June 26, 2022, საიტზე Wayback Machine. , House Select Committee on Assassinations – Appendix to Hearings, Volume 9, 5, pp. 127–30.
- ↑ Wrone, David R.. Ruby, Jack L. (1911–1967), assassin. American Council of Learned Societies. ციტირების თარიღი: February 3, 2010
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 Posner, Gerald (2013) Case Closed : Lee Harvey Oswald and the Assassination of JFK. Open Road Media. ISBN 9781480412309.
- ↑ Fontaine, Ray La; Fontaine, Mary La (August 7, 1994). „The Fourth Tramp“. The Washington Post (ინგლისური). ISSN 0190-8286. ციტირების თარიღი: May 10, 2022.
- ↑ „The Secret Life of Jack Ruby“ (PDF). New Times. January 23, 1978. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — October 27, 2017. ციტირების თარიღი: October 27, 2017.
- ↑ 12.0 12.1 FBI Report. ციტირების თარიღი: October 5, 2018
- ↑ FBI interview. ციტირების თარიღი: October 5, 2018
- ↑ „Nation: For the Defense“. Time (ინგლისური). 1964-01-31. ISSN 0040-781X. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 20, 2023. ციტირების თარიღი: 2023-11-20.
- ↑ Knoefler, Tomi. "Art Is a Tool of Psychiatrists დაარქივებული April 8, 2023, საიტზე Wayback Machine. ." Honolulu, Hawaii: Honolulu Star-Bulletin, August 31, 1977, p. 30 (subscription required).
- ↑ The Gun That Killed Lee Harvey Oswald: .38 Colt. ციტირების თარიღი: July 6, 2018
- ↑ Official Autopsy Report of Lee Harvey Oswald (November 24, 1963). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 26, 2019. ციტირების თარიღი: January 9, 2013
- ↑ „Witness ascribes malice to Ruby; Quotes Him as Saying He Hopes Oswald Would Die“. The New York Times. March 5, 1964. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 20, 2023. ციტირების თარიღი: November 20, 2023 – წარმოდგენილია NYTimes.com-ის მიერ.
- ↑ „Trials: Another Day in Dallas“. Time. 1964-03-13. ISSN 0040-781X. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 15, 2023. ციტირების თარიღი: 2023-11-15.
- ↑ „President's Assassin Shot To Death In Jail Corridor By A Dallas Citizen; Grieving Throngs View Kennedy Bier“. The New York Times. November 26, 1963. ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 21, 2018. ციტირების თარიღი: May 12, 2018.
- ↑ Warren Commission Hearings, Volume XX. History Matters Archive. ციტირების თარიღი: April 19, 2020
- ↑ „Testimony of Billy Combest“. Warren Commission Hearings. 12. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 14, 2021. ციტირების თარიღი: August 14, 2021.
- ↑ Bieberdorf Ex 5123 – Copy of an FBI report of an interview of Frederick A. Bieberdorf, dated December 6, 1963. დაარქივებული January 22, 2022, საიტზე Wayback Machine. , Warren Commission Hearings, vol. 19, pp. 164.
- ↑ „Autopsy Shows Oswald Healthy; Little of History of Slayer Is Revealed“. Pittsburgh Post-Gazette. Pittsburgh, Pennsylvania. AP. November 30, 1963. p. f. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 15, 2021. ციტირების თარიღი: April 4, 2013.
- ↑ Bergreen, Laurence (1980). Look Now, Pay Later: The Rise of Network Broadcasting. New York: Doubleday and Company. ISBN 978-0-451-61966-2.
- ↑ Fischer, Heinz-D (2003). The Pulitzer Prize Archive: A History and Anthology of Award-Winning Materials in Journalism, Letters and Arts. Munich: De Gruyter. ISBN 978-3-11-093912-5.
- ↑ November 24, 1963 – რიჩარდ ნიქსონის ინტერვიუ ჯონ ფ. კენედის მკვლელობის შემდეგ YouTube-ზე
- ↑ The Kennedy Assassination.
- ↑ Posner 1993
- ↑ 30.0 30.1 „Testimony of Jack Ruby“. Warren Commission Hearings. 5. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 20, 2020. ციტირების თარიღი: August 19, 2011 – წარმოდგენილია aarclibrary.org-ის მიერ.
- ↑ Scheim, David (1988). Contract on America. Shapolsky Publishers. ISBN 978-0-933503-30-4.
- ↑ Kantor, Seth (1978). Who Was Jack Ruby?. Everest House Publishers. ISBN 0-89696-004-8.
- ↑ „Possible Associations Between Jack Ruby and Organized Crime“. Appendix to Hearings. House Select Committee on Assassinations. 9 (5): 183. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 5, 2018. ციტირების თარიღი: August 24, 2011 – წარმოდგენილია aarclibrary.org-ის მიერ.
- ↑ „Phil Burleson, 61, Jack Ruby's Lawyer“. The New York Times. June 1, 1995. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 15, 2017. ციტირების თარიღი: September 19, 2015.
- ↑ „Ruby Buried in Chicago Cemetery A longside Graves of His Parents“. The New York Times. November 7, 1967. p. 15. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 30, 2023. ციტირების თარიღი: April 20, 2019.
- ↑ „Ruby Called 'Avenger' at Rites in Chicago“. Los Angeles Times. Associated Press. January 7, 1967. p. 4.
- ↑ „Ruby Services Limited to Family, Few Friends“. Los Angeles Times. Associated Press. January 5, 1967. p. 20.