ჯეკ გილფორდი
ჯეკ გილფორდი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 25 ივლისი, 1907[1] ან 25 ივლისი, 1908[2] |
დაბადების ადგილი | მანჰეტენი |
გარდაცვალების თარიღი | 4 ივნისი, 1990[3] ან 2 ივნისი, 1990[2] [1] |
გარდაცვალების ადგილი | ნიუ-იორკი |
დასაფლავებულია | Mount Hebron Cemetery |
საქმიანობა | მსახიობი[2] , ტელემსახიობი, თეატრის მსახიობი და კინომსახიობი |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა |
![]() |
მეუღლე | Madeline Lee Gilford |
ჯეკ გილფორდი(ინგლ. Jack Gilford, დ. 25 ივლისი, 1908, მანჰეტენი — გ. 4 ივნისი, 1990, ნიუ-იორკი) — ამერიკელი მსახიობი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯეკ გილფორდი (მისი დაბადები სახელი იყო ჯეიკობ აარონ გელმანი) დაიბადა და გაიზარდა ნიუ-იორკში. მისი მშობლები, სოფი და აარონ გელმანები, ებრაელი ემიგრანტები იყვნენ, რომლებიც ჩავიდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში რუმინეთიდან.[4][5] ახალგაზრდობაში ის მუშაობდა აფთიაქში, სადაც აღმოაჩინა მისმა პროტეჟემ მილტონ ბერლემ. მალე დამწყებმა მსახიობმა დაიწყო მონაწილეობა სამოყვარულო თეატრალურ სპექტაკლებში, შემდეგ კი მის რეპერტუარში გამოჩნდა პაროდიული ნომრები და იუმორისტული იმპროვიზაციები. 1930-იანი წლების ბოლოს ის მუშაობდა ნიუ-იორკის ღამის კლუბში, სადაც ჩაეყარა საფუძველი იუმორისტული მონოლოგების ტრადიციას, რომელიც მოგვიანებით აიღეს ლენი ბრიუსმა და ვუდი ალენმა. გილფორდის სპექტაკლების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი იყო პანტომიმის გამოყენება, რომელსაც ის ოსტატურად ანსახიერებდა თეატრალურ სპექტაკლებში და სატელევიზიო შოუებში.
გილფორდის კარიერა 1950-იან წლებში მაკკარტის ეპოქაში ჩავარდა, იმის გამო, რომ მსახიობი საკმაოდ აქტიური იყო პოლიტიკურად, გამოდიოდა სოციალური ცვლილებების, ინტეგრაციის, პროფკავშირების მხარდასაჭერად. მეუღლესთან, მსახიობ მადლენ ლი გილფორდთან ერთად,[6] ის დასახელებული იყო ანტიამერიკული საქმიანობის მიმდევრების სიებში, არაერთხელ განიცადა დევნა, ხოლო 1955 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წინაშე იგი გამოიძახეს ჩვენების მისაცემად. მთელი ათწლეულის განმავლობაში, გილფორდსა და მის მეუღლეს უჭირდათ სამუშაოს პოვნა და არაერთხელ უწევდათ ფულის სესხება, რათა როგორმე თავი გაეტანათ.
მაკარტის ეპოქის დასრულების შემდეგ ჯეკ გილფორდი კვლავ გახდა მოთხოვნადი როგორც მსახიობი სცენაზე, ტელევიზიასა და კინოში. მან წარმატებას მიაღწია ძირითადად ბროდვეიზე შესრულებული როლებით. ტელევიზიაში მისი დასამახსოვრებელი გამოჩენა იყო სერიალებში „ტაქსი“, „საპონი“, „ოქროს გოგოები“ და „იყავი ჭკვიანი“. თავისი კარიერის განმავლობაში ჯეკ გილფორდმა მიიღო მრავალი სხვადასხვა ჯილდო და პრიზი. ორჯერ იყო ნომინირებული „ტონის“ ჯილდოზე (1963 და 1967 წლებში), ხოლო 1973 წელს ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმში „გადაარჩინე ვეფხვი“. დიდ ეკრანზე ჯეკ გილფორდი ასევე ახსოვთ როლით, როგორც გაბრაზებული მოხუცი ბერნარდ ლეფკოვიცი, სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმში „Cocoon“ (1985), შემდეგ კი მის გაგრძელებაში „Cocoon 2: The Return“ (1988).
1990 წელს, კუჭის კიბოსთან სამწლიანი ბრძოლის შემდეგ, ჯეკ გილფორდი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა თავის სახლში გრინვიჩ-ვილეჯში. მისი მეუღლე, მადლენ ლი გილფორდი, გარდაიცვალა 2008 წლის აპრილში.[6]
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Emmy 1979 — „ბავშვთა სატელევიზიო გადაცემებში მიღწევებისთვის“ („დიდი ლურჯი მარმარილო“)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Джек Гилфорд კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- Джек Гилфорд — ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IBDb) (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 2.2 Deutsche Nationalbibliothek Record #142160946 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ The New York Times / J. Kahn — Manhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 1851. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
- ↑ «Biography of Jack Gilford» დაარქივებული 2012-02-17 საიტზე Wayback Machine. , The New York Times
- ↑ Jack Gilford Biography (1907—1990. ციტირების თარიღი: 2010-09-02
- ↑ 6.0 6.1 „Actress Madeline Lee Gilford dies, Veteran thesp became a Broadway producer“. Variety Magazine. 2008-04-15. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-22. ციტირების თარიღი: 2008-04-28.