ჯეკი (სოფელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ჯეკი
Cek
Cek kəndi XXI əsrin əvvəllərində 01.jpg
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
რაიონი ყუბის რაიონი
კოორდინატები 41°11′49″ ჩ. გ. 48°14′30″ ა. გ. / 41.19694° ჩ. გ. 48.24167° ა. გ. / 41.19694; 48.24167
ცენტრის სიმაღლე 2 000
მოსახლეობა 312 კაცი (2004)
ეროვნული შემადგენლობა ჯეკები
რელიგიური შემადგენლობა ისლამი — სუნიტები
სასაათო სარტყელი UTC+4
ჯეკი (სოფელი) — აზერბაიჯანი
ჯეკი (სოფელი)

ჯეკი (აზერ. Cek) — სოფელი აზერბაიჯანში, ყუბის რაიონში, ადმინისტრაციული ცენტრიდან 2,5 საათის სავალ მანძილზე, სოფელ ალიკიდან 4 კმ-ით ჩრდილოეთით. ამ უკანასკნელთან და სოფელ ჰაპუტთან ერთად ქმნის ერთ მუნიციპალიტეტს. ამჟამინდელი მოსახლეობა 350 ადამიანს შეადგენს, რომელთაგან თითქმის ყველა ადგილობრივია (შაჰდაღის ხალხი). ისინი სასაუბროდ ჯეკის ენას იყენებენ, თუმცა უმრავლესობა ასევე ფლობს აზერბაიჯანულს.[1].

მოსახლეობა ძირითადად მეცხვარეობას მისდევს.

სოფელი მდებარეობს ძნელადმისადგომ შაჰდაღის მთებზე (კავკასიონის მთავარი ქედი), ზღვის დონიდან 2 000 მეტრზე. კლიმატი მკაცრია, ცივი ზამთრითა და გრილი ზაფხულით.

სოფელში არსებობს ოთხწლიანი სკოლა და ძველი, VIII საუკუნის დანგრეული მეჩეთი, რომლის აგებაც აბუ მუსლიმს მიეკუთვნება და მისივე სახელს ატარებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]