ჯეკი გოლიათების გამანადგურებელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ჯეკი გოლიათების გამანადგურებელი“

ფილმის რეჟისორი და პროდიუსერი ბრაიან სინგერი
ინგლ. Jack the Giant Slayer
რეჟისორი ბრაიან სინგერი
პროდიუსერი ნილ მორიცი
დავიდ დობკინი
ბრაიან სინგერი
პატრიკ მაკ-კომერი
ორი მარმური
როლებში
კომპოზიტორი ჯონ ოტმენი
მწარმოებელი კომპანია New Line Cinema
Legendary Pictures
Original Film
Big Kid Pictures
Bad Hat Harry Productions
დისტრიბუტორი Warner Bros.
გამოსვლის თარიღი

26 თებერვალი, 2013 (ჰოლივუდი)

1 მარტი, 2013 (აშშ)
ხანგრძლივობა 115 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 195–220 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 197.7 მილიონი აშშ დოლარი

„ჯეკი გოლიათების გამანადგურებელი“ (ინგლ. Jack the Giant Slayer) — 2013 წლის ამერიკული ფანტასტიკური სათავგადასავლო ფილმი, რომლის რეჟისორი და თანაპროდიუსერია ბრაიან სინგერი, სცენარის ავტორია დარენი ლემკე, კრისტოფერ მაკქუარი. ფილმი დაფუძნებულია ბრიტანულ ზღაპრებზე „ჯეკი გიგანტების მკვლელი„ და „ჯეკი და ლობიო“.ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: ნიკოლას ჰულტი, ელეონორა ტომლინსონი, სტენლი ტუჩი, იან მაკშეინი, ბილ ნიგი და იუან მაკგრეგორი. ფილმი მოგვითხრობს ჯეკზე, ახალგაზრდა ბიჭზე, რომელმაც უნდა გადაარჩინოს პრინცესა გიგანტურების რასისგან, რომელიც შემთხვევით გიგანტების სამყაროში აღმოჩნდება.

ჯეკი გოლიათების გამანადგურებელი-ის განვითარება 2005 წელს დაიწყო, როდესაც ლემკემ პირველად წამოაყენა ეს იდეა. დიჯეი კარუსო დაიქირავეს ფილმის რეჟისორად 2009 წლის იანვარში, მაგრამ იმავე წლის სექტემბერში კარუსო შეცვალა სინგერმა, რომელმაც დაიქირავა მაკქუარი და სტუდნი სცენარის შესამუშავებლად. მთავარი გმირები გადაიღეს 2011 წლის თებერვლიდან მარტამდე, ხოლო ძირითადი გადაღებები 2011 წლის აპრილში, ინგლისში დაიწყო, კერძოდ კი სომერსტში, გლოსტერშირში და ნორფოლკში.

ჯეკი გოლიათების გამანადგურებელის პრემიერა შედგა 2013 წლის 26 თებერვალს, ჰოლივუდში. იგი თეატრალურად გამოვიდა შეერთებულ შტატებში 2013 წლის 1 მარტს. ფილმმა კრიტიკოსებისგან არაერთგვაროვანი შეფასება მიიღო და შემოსავლების მხრივ თანხა იზარალა.

სამსახიობო ჯგუფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნიკოლას ჰულტი, როგორც ჯეკი, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც პრინცესას გადასარჩენად გოლიათების სამყაროში მიდის.
  • ელეონორა ტომლინსონი, როგორც იზაბელი, პრინცესა, რომელსაც გიგანტები იტაცებენ.
  • სტენლი ტუჩი, როგორც ლორდ როდერიკი, მეფის მრჩეველი, რომელიც სამეფოს აღებას გეგმავს.
  • იან მაკშეინი, როგორც მეფე ბრაჰმველი, პრინცესას მამა, რომელსაც სურს მისი ქალიშვილი დაქორწინდეს ლორდ როდერიკზე.
  • ბილ ნიგი და ჯონ კასირი, როგორც გიგანტების ორთავიანი ლიდერის გენერალი ფელონის გამხმოვანებლები. ნიგი უფრო დიდ თავს ახმოვანებს, ხოლო კასირს უფრო პატარა თავს ახმოვანებს.
  • იუან მაკგრეგორი, როგორც ელმონტი, მეფის დაცვის კაპიტანი, რომელიც უერთდება პრინცესას გადარჩენის ოპერაციას.
  • ედი მარსანი, როგორც კრაუე, ელმონტის მარჯვენა ხელი
  • ევენ ბრემნერი, როგორც ვიკე, ლორდ როდერიკის თანაშემწე.

შექმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სცენარისტმა დარენ ლემკემ 2005 წელს CGI- სთან ერთად პირველად შემოიტანა იდეა „ჯეკი და ლობიო“-ს ეკრანიზაციისთვის, მანამ სანამ სხვა ზღაპრის გაცოცხლებული ვარიანტები გამოვიდოდა (როგორიცაა: ალისა საოცრებათა ქვეყანაში (2010), წითელქუდა (2011) და ფიფქია და მონადირე (2012)).[1] ლემკემ ფილმის სცენარი შემდეგნაირად აღწერა: „ ამ ფილმში მამაკაცები არიან დომინანტები და ის ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორ ყალიბდება ბიჭუნა მამაკაცად". და გაავლო პარალელი ვარსკვლავური ომების ლუკ სკაიუოკერსა და ჯეკს შორის.[2] 2009 წლის იანვარში New Line Cinema- მ დაიქირავა კარუსო სცენარის შემქმნელად, რომელიც შემდგომში დაარედაქტირა მარკ ბომბეკმა.[3] 2009 წლის აგვისტოსთვის ცნობილი გახდა, რომ ბრაიან სინგერი სავარაუდოდ შეცვლიდა კარუსოს, რაც ოფიციალურად 2009 წლის სექტემბერში დადასტურდა.[4][5]

წარმოებამდელი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის ოქტომბერში New Line- მა ბრაიან სინგერს უფლება მისცა, რომ ფილმის წარმოება დაწყებულიყო. რეჟისორმა ფილმის გადაღებები გაზაფხულისთვის დანიშნა.[6] 2010 წლის ნოემბერში, სინგერმა დაიწყო მსახიობთა შერჩევა ფილმის მთავარი ქალი და მამაკაცის როლების შემსრულებებზე. აარონ ჯონსონი, ნიკოლას ჰულტი და ანევრინ ბარნარდი განიხილებოდნენ ჯეკის როლის შემსრულებლებად, ხოლო ადელაიდა კეინი, ლილი კოლინზი და ჯუნო ტემპლი - პრინცესას როლისთვის.[7]

გადაღებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძირითადი გადაღებები დაიწყო 2011 წლის 12 აპრილს, გაერთიანებულ სამეფოში.  2011 წლის მაისში, წარმოება გადავიდა ინგლისში, სომერსტში, ორი კვირის განმავლობაში, გადაღებები დაინიშნა უელსში, ჩედარში და ქვეყნის სხვა ტერიტორიებზე, როგორიცაა უელსის საკათედრო ტაძარი.[8] ფაზლვუდის ტყე, რომელიც გამირჩევა განსხვავებული ხეებისა და კლდეებით ასევე გამოიყენეს სცენების გადასაღებად. ეს ადგილი ასევე გამოყენებული იყო BBC- ის სერიალში Doctor Who და მერლინი. არსებობს მოსაზრება, რომ იმავე ტყემ შთააგონა ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი, როდესაც დაწერა ჰობიტი.[9] იმავე თვის ბოლოს, გადაღებები შედგა ნორვიჩის საკათედრო ტაძარში, ნორუიჩში, ნორფოლკში.[10]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sperling, Nicole (February 27, 2013). "'Jack the Giant Slayer' director faced some towering challenges". Los Angeles Times. Archived from the original on March 4, 2013. Retrieved March 4, 2013.
  2. Wloszczyna, Susan (March 1, 2013). "You don't know beans about this daring 'Jack'". USA Today. pp. D1–D2.
  3. Fleming, Michael (January 6, 2009). "D.J. Caruso lands 'Killer' gig". Archived from the original on July 4, 2011. Retrieved March 2, 2011.
  4. Kit, Borys (August 20, 2009). Warner Bros. securing rights to the 1981 film"". The Hollywood Reporter. from the original on March 3, 2011. Retrieved March 2, 2011.
  5. Rappe, Elizabeth (September 23, 2009). "Bryan Singer to Direct 'Jack and the Giant Killer'". Archived from the original on July 4, 2011. Retrieved March 2, 2011.
  6. Flemming, Mike (October 21, 2010). "Bryan Singer Gets 'Jack The Giant Killer' Green Light; Who'll Climb Beanstalk?". Deadline Hollywood. from the original on July 4, 2011. Retrieved March 2, 2011.
  7. Kit, Borys (November 30, 2010). "EXCLUSIVE: Bryan Singer Lining up Actors to Test for 'Jack the Giant Killer'". The Hollywood Reporter. from the original on March 3, 2011. Retrieved March 2, 2011.
  8. "'Giant killer' film brings Hollywood names to Somerset". BBC News. May 5, 2011. Archived from the original on July 4, 2011. Retrieved May 10, 2011.
  9. "Jack the Giant Killer filming in the Forest of Dean". BBC News. May 9, 2011. Archived from the original on July 4, 2011. Retrieved May 10, 2011.
  10. "Norwich Cathedral used in Jack the Giant Killer movie". BBC News. May 13, 2011. Archived from the original on July 4, 2011. Retrieved May 13, 2011.