ჯეისონ ტეიტუმი
ჯეისონ ტეიტუმი | |
---|---|
ტეიტუმი სელტიქსთან ერთად 2018 წელს | |
№ 0 – ბოსტონ სელტიქსი | |
მსუბუქი ფორვარდი | |
პირადი ინფორმაცია | |
დაიბადა |
3 მარტი, 1998 სენტ-ლუისი |
ეროვნება | ამერიკელი |
უმაღლესი სკოლა | Chaminade (კრევ კური, მისური) |
სიმაღლე | 2.03 სმ სმ |
წონა | 94 კგ კგ |
კარიერა | |
კოლეჯი | დიუკი (2016–2017) |
NBA-ის დრაფტი | 2017 / რაუნდი: 1 / არჩევა: მესამე |
არჩეული ბოსტონ სელტიქსი | |
პროფესიონალური კარიერა | 2017–დღემდე |
კარიერის ისტორია | |
2017–დღემდე | ბოსტონ სელტიქსი |
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები | |
| |
სტატისტიკა NBA.com-ზე | |
ჯეისონ კრისტოფერ ტეიტუმი (ინგლ. Jayson Tatum; დ. 3 მარტი, 1998, კრევ კუერი, მისურის შტატი) — ამერიკელი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდის, ბოსტონ სელტიქსის პროფესიონალი კალათბურთელი. დიუკში ერთი სეზონის გატარების შემდეგ ტეიტუმი შეუერთდა 2017 წლის NBA-ის დრაფტ კლასს და არჩეულ იქნა პირველი რაუნდის მესამე პიკად ბოსტონ სელტიქსის მიერ. ტეიტუმმა 2019 წლის NBA-ის ყველა-ვარსკვლავის კვირის განმავლობაში გაიმარჯვა უნარების კონკურსში.[1]
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტეიტუმა დაამთავრა „ჩემინეიდის კოლეჯ მოსამზადებელი სკოლა“ რომელიც მდებარეობს კრევ-კუერში, მისურის შტატში.[2][3] როგორც ახალბედა, პირველ წელს საშუალოდ 13.3 ქულასა და 6.4 მოხსნას აგროვებდა. მეორე წელს მისი მონაგარი 26.0 ქულასა და 11.0 მოხსნამდე გაიზარდა.
კარიერა კოლეჯში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2016-17 წლების სეზონის დაწყებამდე ტეიტუმმა ფეხის დაზიანების გამო რვა შეხვედრა გამოტოვა.[4][5][6] 2016 წლის 3 დეკემბერს, დიუკში სადებიუტო მატჩში მეინის წინააღმდეგ 10 ქულა მოიპოვა და გუნდს 94-55 ანგარიშით გამარჯვებაში დაეხმარა.[7] 2016 წლის 6 დეკემბერს, „ჯიმი ვ კლასიკზე“ ფლორიდას წინააღმდეგ მოგებულ თამაშში (84-74) პირად მონაგარში 22 ქულა და 8 მოხსნა ჩაიწერა. 21 დეკემბერს ელონის წინააღმდეგ ტეიტუმმა 22 ქულა, 8 მოხსნა და 4 ბლოკი მოიპოვა და გუნდმა ანგარიშით 72-61 გაიმარჯვა.[8] 2017 წლის 4 იანვარს ჯორჯია ტეჩის წინააღმდეგ მოიპოვა 19 ქულა. 7 იანვარს ბოსტონ კოლეჯის წინააღმდეგ პირად მონაგარში 22 ქულა და 6 მოხსნა ჩაიწერა. 15 იანვარს, ვირჯინიის წინაამღდეგ დააფიქსირა სეზონის უმაღლესი მაჩვენებელი 28 ქულა და 8 მოხსნა; თამაში დიუკის გამარჯვებით 65-55 დასრულდა. ACC-ის ტურნირში მეხუთე ადგილის დაკავების შემდეგ დიუკმა მეორე რაუნდში კლემსონი, ხოლო მეოთხედფინალურ სერიაში ლუისვილი დაამარცხა. 10 მარტს ტეიტუმმა დააგროვა 24 ქულა და დიუკმა ნახევარ ფინალში ჩრდილოეთკაროლინა დაამარცხა.[9] 11 მარტს ტეიტუმმა პირად მონაგარში 19 ქულა და 8 მოხსნა ჩაიწერა და ამ შეხვედრაში ანგარიშით 75-69 გამარჯვებით დიუკის ლურჯმა ეშმაკებმა ACC ტურნირის ჩემპიონობა მოიპოვეს.[10] ტეიტუმი დასახელდა ყველა ACC ტურნირის მოთამაშის გუნდში მისი მონაგარისათვის (საშუალოდ 22.0 ქულა, 7.5 მოხსნა და 1.5 ჩაჭრა). NCAA ჩემპიონატში დიუკის მეორე ადგილზე გასვლის შემდგომ მათ პირველ რაუნდში ტროის უნივერსიტეტი დააამარცხეს, თუმცა მეორე დაუნდში ლურჯი ეშმაკები სამხრეთ კაროლინასთან დამარცხდა.[11] ნახსენები ტურნირის განმავლობაში იგი საშუალოდ 16.5 ქულასა და 7.5 მოხსნას აგროვებდა.
დიუკში ჩატარებულ პირველ და უკანასკნელ სეზონში ტეიტუმმა 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა; ამ თამაშებში იგი საშუალოდ 16.8 ქულას, 7.3 მოხსნას, 2.1 შედეგიან გადაცემასა და 1.3 ჩაჭრას აგროვებდა. ამ შედეგის გამო იგი მოხვდა ACC-ის ყველა ახალბედის პირველ და ACC-ის ყველა მოთამაშის მესამე გუნდში.
2017 წლის სეზონის დასასრულს ტაეიტუმი NBA-ის 2017 წლის დრაფტ კლასს შეუერთდა სადაც იგი პირველ რაუნდში აირჩიეს.[12]
კარიერული სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლეგენდა | |||||
---|---|---|---|---|---|
GP | ნათამაშები თამაშები | GS | სასტარტოში იყო | MPG | დრო თითოეულ თამაშში (წუთებში) |
FG% | სროლის პროცენტი | 3P% | 3-ქულიანების სროლის პროცენტი | FT% | საჯარიმო სროლის პროცენტი |
RPG | მოხსნა თითოეულ თამაშში | APG | შედეგიანი გადაცემა თითოეულ თამაშში | SPG | ჩაჭრა თიოეულ თამაშში |
BPG | ბლოკი თითოეულ თამაშში | PPG | ქულა შითოეულ თამაშში | Bold | კარიერის უმაღლესი მაჩვენებელი |
NBA
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგულარული სეზონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | გუნდი | GP | GS | MPG | FG% | 3P% | FT% | RPG | APG | SPG | BPG | PPG |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
2017–18 | ბოსტონი | 80 | 80 | 30.5 | .475 | .434 | .826 | 5.0 | 1.6 | 1.0 | .7 | 13.9 |
2018-19 | ბოსტონი | 79 | 79 | 31.1 | .450 | .373 | .855 | 6.0 | 2.1 | 1.1 | .7 | 15.7 |
კარიაერის მანძილზე | 159 | 159 | 30.8 | .461 | .400 | .840 | 5.5 | 1.9 | 1.1 | .7 | 14.8 |
Playoffs
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | გუნდი | GP | GS | MPG | FG% | 3P% | FT% | RPG | APG | SPG | BPG | PPG |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
2017–18 | ბოსტონი | 19 | 19 | 35.9 | .471 | .324 | .845 | 4.4 | 2.7 | 1.2 | .5 | 18.5 |
2018-19 | ბოსტონი | 9 | 9 | 32.8 | .438 | .323 | .744 | 6.7 | 1.9 | 1.1 | .8 | 15.2 |
კარიაერის მანძილზე | 28 | 28 | 34.9 | .461 | .324 | .816 | 5.1 | 2.5 | .1.2 | .6 | 17.4 |
კოლეჯი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | გუნდი | GP | GS | MPG | FG% | 3P% | FT% | RPG | APG | SPG | BPG | PPG |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
2015–16 | დიუკი | 29 | 27 | 33.3 | .452 | 343 | .849 | 7.3 | 2.1 | 1.3 | 1.1 | 16.8 |
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტეიტუმი არის ჯასტინ ტტეიტუმისა და ბრენდი კოლის ვაჟი. ჯასტინ ტეიტუმი კალათბურთს სენტ ლუისის უნივერსიტეტში თამაშობდა; ამდროისთვის ჯასტინი „კრისტიან ბრაზერს კოლეჯ-უმაღლეს სკოლაში კალათბურთის მწვრთნელია.[13] ტეიტუმის დაბადების დროს მისი მშობლები იყვნენ 19 წლის ბაკალავრიანტები. მისი ბიძა არის NBA-ის მოქმედი მწვრთნელი ტაირონ ლუ.[14] რელიგიით ტეიტუმი ქრისტიანია.[15]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Celtics' Tatum wins 2019 Taco Bell Skills Challenge on halfcourt shot. NBA.com (February 16, 2019).
- ↑ It's not hype if you can do it, and Chaminade's Jayson Tatum can. Foxsports.com (January 15, 2015). Retrieved on 2018-01-29.
- ↑ Hochman: Like godfather, like godson — Jayson Tatum is on track for NBA. Stltoday.com. Retrieved on January 29, 2018.
- ↑ Jayson Tatum. Sports.yahoo.com (January 1, 2018). Retrieved on 2018-01-29.
- ↑ Niesen, Joan (April 21, 2015) Jayson Tatum, the top recruit in the class of 2016, faces a tough choice. Sports Illustrated
- ↑ Jayson Tatum 3D: College and NBA impact, Tatum in his own words. Espn.go.com (July 22, 2015). Retrieved on 2018-01-29.
- ↑ „Duke freshmen Jayson Tatum, Marques Bolden debut vs Maine“. www.espn.com. ციტირების თარიღი: December 3, 2016.
- ↑ „No.5 Duke beats No.21 Florida 84-74 in Jimmy V“. www.orlandosentinel.com. ციტირების თარიღი: December 6, 2016.
- ↑ „No.14 Duke races past No.6 UNC in ACC semifinals“. www.espn.com. ციტირების თარიღი: March 10, 2017.
- ↑ „Jayson Tatum helps Duke get past Notre Dame“. www.stlouiscbslocal.com. ციტირების თარიღი: March 11, 2017.
- ↑ „South Carolina upsets second-seeded Duke“. www.nytimes.com. ციტირების თარიღი: March 20, 2017.
- ↑ Jeff Goodman. (March 22, 2017) Jayson Tatum decides to enter NBA draft after one season at Duke. ციტირების თარიღი: March 22, 2017.
- ↑ Brothers, Christian. Christian Brothers College (CBC) Faculty. ციტირების თარიღი: May 13, 2018.[მკვდარი ბმული]
- ↑ McMenamin, Dave. Proud of cousin Tatum's rookie success, says Lue. ციტირების თარიღი: May 13, 2018.
- ↑ „Celtics rookie forward Jayson Tatum says he plays for Jesus - Sports Spectrum Magazine“. Sports Spectrum Magazine (ინგლისური). October 25, 2017. ციტირების თარიღი: June 23, 2018.