ჯეისონ კლარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯეისონ კლარკი
Jason Clarke by Gage Skidmore.jpg
ჯეისონ კლარკი 2013 წლის ივლისში
დაბ. სახელი ჯეისონ კლარკი
დაბ. თარიღი 17 ივლისი, 1969 (1969-07-17) (50 წლის)[1]
უინტონი, კუინზლენდი, ავსტრალია[2][3]
მოქალაქეობა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1995-დღემდე
მეუღლე(ები) სესილი ბრეშია (იქ. 2018)
შვილ(ებ)ი 2[4].

ჯეისონ კლარკი (ინგლ. Jason Clarke; დ. 17 ივლისი, 1969) — ავსტრალიელი მსახიობი. დაიბადა და გაიზარდა ქალაქ უინტონში. სხვადასხვა დროს მონაწილეობა მიიღო ავსტრალიურ სერიალებში: „მკვლელის ზარი“, „ველური მხარე“, „სახლი და მანძილი“, „ბლუ ჰილერები“, „ყველა წმინდანი“, „სამყაროს ზღვარზე“, „თეთრი ლურჯი საყელო“, „სტინგერები“. შეასრულა ტომი კეფის როლი სერიალში „საძმო“. გამოჩნდა ფილმებში: „ადამიანური კონტრაქტი“, „სასიკვდილო რბოლა“, „საზოგადოების მტრები“, „გალია კურდღლებისთვის“. მნიშვნელოვანი იყო რედ ჰამილტონის როლი ფილმში „საზოგადოების მტრები“. 2011 წელს მისი მონაწილეობით გამოვიდა ფილმი „მინდვრები“. აგრეთვე ითამაშა დეტექტივ ჯარეკის როლი Fox-ის სერიალში „კანონის უზენაესობა“. აღსანიშნავია აგრეთვე დენის როლი ფილმში „მიზანი ნომერი ერთი“. 2012 წელს მთავარი როლი შეასრულა ფილმში „უკანონო“. 2013 წელს გამოჩნდა ფილმში „დიდი გეტსბი“, სადაც ჯორჯ უილსონის როლი შეასრულა. 2014 წელს ითამაშა ფილმში „მაიმუნების პლანეტა: რევოლუცია“. მომდევნო წლებში მონაწილეობდა რამდენიმე ფილმში, მათ შორისაა: „ტერმინატორი წარმოშობა“ (2015), „ევერესტი“ (2015), „მადბაუნდი“ (2017), „ჩაპაკვიდიკი“ (2017) და „პირველი ადამიანი მთვარეზე (2018).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Jason Clarke biography. tribute.ca.
  2. Entertainment. GQ.
  3. David Hochman. (2 მაისი, 2011) Jason Clarke: Chicago's Finest. TVGuide.com.
  4. Cohen, Jess. “Surprise! Mudbound's Jason Clarke Married and Expecting Baby Boy With Cécile Breccia“, E! News, 2018-01-28. (en-US)