ჯეინ ბრიუერი
ჯეინ ბრიუერი Jan Brewer | |
არიზონის შტატის 22-ე გუბერნატორი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 იანვარი, 2009 – 5 იანვარი, 2015 | |
წინამორბედი | ჯანეტ ნაპოლიტანო |
მემკვიდრე | დაგ დიუსი |
არიზონის მე-18 მდივანი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 იანვარი, 2003 – 21 იანვარი, 2009 | |
წინამორბედი | ბეტსი ბეილისი |
მემკვიდრე | კენ ბენეტი |
დაბადებული | 26 აგვისტო, 1944 ჰოლივუდი, კალიფორნია, აშშ |
პოლიტიკური პარტია | რესპუბლიკური პარტია |
განათლება | გლენდეილის კოლეჯი |
რელიგია | ლუთერანობა |
ხელმოწერა |
ჯანის ქეი დრინკვაინ „ჯეინ“ ბრიუერი (ინგლ. Janice Kay «Jan» Brewer, დ. 26 სექტემბერი, 1944, ჰოლივუდი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია) — ამერიკელი პოლიტიკოსი, აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი. არიზონის შტატის 22-ე გუბერნატორი 2009-2015 წლებში. ჯეინ ბრიუერი მეოთხე და ზედიზედ მესამე ქალბატონია, რომლებმაც დაიკავეს არიზონის გუბერნატორის თანამდებობა. ბრიუერი გუბერნატორი გახდა მემკვიდრეობის ხაზით და არა არჩევნებით, რადგან მისმა წინამორბედმა ჯანეტ ნაპოლიტანომ თანამდებობა დატოვა და დანიშნეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მდივნად, ხოლო ჯეინ ბრიუერს 2003-2009 წლებში ეკავა არიზონის შტატის მდივნის თანამდებობა, კონსტიტუციით სწორედ მას ერგო გუბერნატორის თანამდებობა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯეინ ბრიუერი დაიბადა 1944 წლის 26 სექტემბერს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში, ედი და პერიო უილფორდ დრინკვაინის ოჯახში. მამამისი ნევადის შტატში ამერიკული საწყობის სამოქალაქო ხელმძღვანელი იყო. მაშინ როდესაც ჯეინი 11 წლის იყო, საწყობის ქიმიური ნივთიერებების მოქმედების შედეგად გარდაიცვალა მამამისი, რის შემდეგაც მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა კალიფორნიაში. ბრიუერს აქვს ინგლისური და ნორვეგიული ფესვები.
ჯეინ ბრიუერმა მიიღო გლენდეილის კოლეჯის რადიოლოგიური ტექნოილოგიების სერტიფიკატი და მცირე დროით მუშაობდა კალიფორნიის ქალაქ გლენდეილში. ამ პერიოდში დაქორწინდა ჯონ ლეონ ბრიუერზე და ისინი 1970 წელს საცხოვრებლად გაემგზავრნენ ქმრის მშობლიურ შტატ არიზონაში. წყვილი კვლავ დაბრუნდა არიზონის ქალაქ გლენდეილში, სადაც ჯონი გახდა წარმატებული თერაპევტი.
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1983 წლიდან 1987 წლამდე ბრიუერი იყო არიზონის შტატის წარმომადგენელთა პალატის წევრი, ხოლო 1987-1996 წლებში არიზონის სენატის წევრი. სენატის წევრობის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში კი რესპუბლიკელთა უმრავლესობის ფრაქციის ხელმძღვანელი. 1996 წელს ბრიუერი აირჩიეს მარიკოპის ოლქის სამეურვეო საბჭოს წევრად და ამ თანამდებობაზე მუშაობდა ექვსი წელი.
2002 წელს ბრიუერმა თავისი კანდიდატურა წარადგინა არიზონის შტატის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე. არჩევნებზე მან გაიმარჯვა და დემოკრატ კრის კამისკის გადაუსწრო 23 000 ხმით. 2009 წლის 21 იანვარს გახდა არიზონის შტატის გუბერნატორი, მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წინა გუბერნატორი ჯანეტ ნაპოლიტანო დანიშნა ეროვნული უსაფრთხოების მდივნად. 2010 წლის 2 ნოემბერს მორიგ არჩევნებზე იგი მეორე ვადით აირჩიეს. მან მიიღო ხმების 55 %, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ, დემოკრატმა ტერი გიოდარდმა 42 %.
2010 წლიდან გამოდის არიზონას შტატში ვაჭრობაზე გადასახადის გაზრდის ინიციატივით.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნევადაში ყოფნისას ბრიუერი დაოჯახდა ჯონ ლეონ ბრიუერზე. მათ შეეძნათ სამი შვილი, მათგან ერთ-ერთი გარდაიცვალა 2007 წელს სიმსივნისაგან. მეორე შვილი დამნაშავედ სცნეს ქალზე ძალადობის გამო 1989 წელს და 22 წელის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Arizona Governor Jan Brewer Official state site
- The Arizona Republic December 7, 2008 დაარქივებული November 13, 2014[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- 2002 2006
- Project Vote Smart დაარქივებული 2010-11-07 საიტზე Wayback Machine.
- Slide show of images of the governor from AZCentral[მკვდარი ბმული]
- Biography. National Governors Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-30. ციტირების თარიღი: 2012-05-29.
- Issue positions and quotes. On the Issues. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-30. ციტირების თარიღი: 2012-05-29.
- Campaign contributions. FollowTheMoney.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-30. ციტირების თარიღი: 2012-05-29.
- Appearances. C-SPAN programs. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-30. ციტირების თარიღი: 2012-05-29.
- Collected news and commentary. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-30. ციტირების თარიღი: 2012-05-29.