ჯეინ ბედლერი
| ჯეინ ბედლერი | |
|---|---|
|
ბედლერი 2012-ში | |
| დაბადების თარიღი |
21 დეკემბერი, 1953 ბრუკლინი, ნიუ-იორკი |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | Northwestern University School of Communication, ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტი და Manchester Central High School |
| საქმიანობა | მსახიობი,მომღერალი |
| აქტიური | 1977–ახლა |
| მეუღლე(ები) | სტივენ ჰეინზი |
| შვილ(ებ)ი | 2 |
ჯეინ ბედლერი (ინგლ.Jane Badler; დ. 31 დეკემბერი, 1953) — ამერიკელ-ავსტრალიელი მსახიობი და მომღერალი. განსაკუთრებით ცნობილია დიანას როლის შესრულებით სამეცნიერო-ფანტასტიკურ სერიალში, რომელიც გადიოდა 1983-დან 1985 წლამდე.
ბედლერი ავსტრალიაში ცნობილია, როგორც წარმატებული ნაიტქლაბების მომღერალი,აგრეთვე გამოშვებული აქვს სამი ალბომი.
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბედლერი დაიბადა ბრუკლინში, ნიუ-იორკი,1953 წლის 31 დეკემბერს. მოზარდობის წლები გაატარა გრეიტ ნეკში, ნიუ-იორკი, შემდეგ კი საშუალო სკოლის პერიოდში საცხოვრებლად გადავიდა მანჩესტერში, ნიუ-ჰემფშირი.
ბედლერი 18 წლის იყო,როდესაც მამა და ძმა თვითმფრინავის კატასტროფაში დაეღუპნენ.[1]
ბედლერმა მოიპოვა Miss New Hampshire-ის ტიტული და აგრეთვე მიიღო მონაწილეობა 1973 წლის Miss America-ს კონკურსში.[2] შემდეგ ჩაირიცხა ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტში ევანსტონში, ილინოისი,[3].ჯეინმა უნივერსიტეტი 1976 წელს დაამთავრა.[4]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კინო და ტელე კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბედლერის პირველი სატელევიზიო როლი იყო ამერიკულ სერიალში, განასახიერა პერსონაჟი,სახელად მელინდა კრამერ იანსენი.ამ როლს ასრულებდა 1977-დან 1981 წლამდე და შემდგომ კვლავ 1983 წელს.
1979 წელს, მონაწილეობა მიიღო პრაიმთაიმ სერიალ „Fantasy Island“-ის ეპიზოდში. ბედლერი ასევე მთავარ როლს ასრულებდა სერიალში „ექიმები“, სადაც 1981-დან 1982 წლამდე განასახიერებდა პერსონაჟს, სახელად ნატალი ბელს.
შემდეგ ბედლერმა მოიპოვა ყველაზე გამორჩეული როლი,ბოროტი უცხოპლანეტელი დიანა, სამეცნიერო-ფანტასტიკურ მინი-სერიალ V-ში.
V-ის შემდეგ, ბედლერი ხოსე ფერერთან ერთად მოღვაწეობდა ტელეფილმ Covenant-ში,რომელიც ზებუნებრივი თრილერია. მომდევნო წელს გამოჩნდა სერიალ „ქორებს ბორცვში“, სადაც პერსონაჟ მერედიტ ბრაქსტონს თამაშობდა.
1987 წელს ასრულებდა ტანია უინთროპის როლს მოკლე სამოქმედო-სათავგადასავლო სერიალ „ჰაივეიმენ-ში“. შემდეგ გაემგზავრა ავსტრალიაში, სადაც Mission: Impossible-ის 1980-იანების განახლებულ ვერსიაში ასრულებდა აგენტ შენონ რიდის როლს. სერიალს შეუერთდა პირველი სეზონის შუა პერიოდში (ჩაანაცვლა მსახიობი ტერი მარქველი და მისი პერსონაჟი ქეისი რენდელი); შემდეგ სერიალში დარჩა მეორე სეზონისთვისაც. სერიალის დასრულების შემდეგ ბედლერი ავსტრალიაში გადასახლდა და გათხოვდა ბიზნესმენ სტივენ ჰეინზზე. მათ ჰყავთ ორი ვაჟი, სემი და ჰარი.
მუსიკალური და თეატრალური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბედლერმა პირველი ალბომი 2008 წლის 1 ივნისს გამოუშვა. 2011 წელს კი მეორე ალბომი გამოუშვა. შემდეგ ავსტრალიელ მუსიკოსებთან, მეტ დოლთან და ბაირონ სენთ ჯონთან ერთად დაწერა მესამე ალბომი, რომელიც 2014 წლის სექტემბერში გამოვიდა.[5]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1990 წელს ბედლერი გათხოვდა ავსტრალიელ ბიზნესმენ სტივენ ჰეინზზე, დევიდ ჰეინზის ვაჟზე.[6] ერთმანეთი გაიცნეს სერიალის გადაღების დროს ავსტრალიაში. ბედლერი ავსტრალიაში დარჩა და სახლი მელბურნში აქვს. ასევე ჰყავს ორი შვილი.[1]
2020 წლის 7 იანვარს ბედლერმა გამოაცხადა, რომ მისი 27 წლის ვაჟი, მსახიობი ჰარი ჰეინზი, გარდაიცვალა ფენტანილის გადაჭარბებული მოხმარებით, "ფსიქიკური ავადმყოფობის, ქრონიკული ძილის დარღვევებისა და დამოკიდებულების" წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Lallo, Michael. (July 1, 2020) 'Even after a great loss, you can live a life that's beautiful' en. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 13, 2023. ციტირების თარიღი: June 3, 2021
- ↑ Miss NH in Review. Miss New Hampshire. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 5, 2014. ციტირების თარიღი: September 4, 2014
- ↑ (1976) Annual commencement / Northwestern University. Northwestern University Evanston, Ill., გვ. 20.
- ↑ Knutzen, Eirik (May 5, 1984). "Space Oddity: Jane Badler's a beauty with the heart (and mind and body) of a serpent in the sci-fi thriller V: The Final Battle". Starweek Magazine. p. 6. Retrieved June 15, 2025. "After high school, she spent a summer singing professionally at various Holiday Inns and Ramada Inns with her own pop band ('It must have been ludicrous to listen to an 18-year-old singing I've Got To Be Me, but they loved it.'), then enrolled at Northwestern University. Immediately following her graduation in 1976, she headed for New York."
- ↑ Xiberras, Paula. (May 19, 2014) Reptilian Alien to Fairy Princess. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 18, 2018. ციტირების თარიღი: February 3, 2017
- ↑ 2024 Australia's 50 Richest Net Worth. Forbes (February 14, 2024). დაარქივებულია ორიგინალიდან — April 8, 2024.
- ↑ Picheta, Rob. (January 10, 2020) Harry Hains, 'American Horror Story' actor, dead at 27. CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 28, 2024.