ჯეინ ანგერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მთავარი გვერდი.

ჯეინ ანგერი (ინგლ. Jane Anger) — XVI საუკუნის ინგლისელი ავტორი. პირველი ქალი, რომელმაც საკუთარი სქესის დასაცავად ინგლისურ ენაზე ნაშრომი გამოაქვეყნა. ნაშრომის სათაური იყო Jane Anger Her Protection For Women. გამოიცა 1589 წელს. იმ პერიოდისთვის, მხოლოდ ქალის მიერ შესრულებული ნამუშევრის დაბეჭდა, რომელიც არ იყო რელიგიური შინაარსის დიდი იშვიათობაა. ასევე იშვიათი იყო, ქალი რომელიც მამაკაცის უპირატესობას ეჭვქვეშ აყენებდა.

ცხოვრება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცნიერებმა ჯეინის შესახებ თითქმის არაფერი იციან. ის მხოლოდ მისი პამფლეტით - Jane Anger Her Protection For Women (1589) არის ცნობილი. იმ დროის ინგლისში ბევრი ჯეინ ანგერი ცხოვრობდა, თუმცა არცერთია პამფლეტის ავტორად აღიარებული.[1] მოირა ფერგუსონის მოსაზრებით მისი გვარი ნაწარმოები იყო ფრანგული "Anjou"-ს გაინგლისურებით.[2] ანი პრესკოტი მიიჩნევს, რომ ჯო ანგერის პოემა, რომელიც პამფლეტშია ნახსენები მისი მეუღლე ან ნათესავი იყო.[3] ზოგიერთი თვლის, რომ ჯეინ ანგერი კაცი მწერლის ფსევდონიმია. ფრანცის ლი თავის წიგნში The Crooked Rib ავიტარებს აზრს, რომ უცნობი ავტორის პოემა: "ye are to yong to bring me in: An old lover to a young gentlewoman" შეიძლებოდა გამხდარიყო ჯეინისთვის პამფლეტის დაწერის მიზეზი.[4]

ნაშრომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პამფლეტი იცავს ქალებს და სერიოზულ პრეტენზიებს გამოთქვამას ქალების უფლებებზე. ინგლისურ მწერლობაში მსგავსი პრობლემები პირველად გაჟღერდა. ჯეინი იყო პირველი მნიშვნელოვანი ქალი პოლემიკოსი ინგლისში. ის ცალსახად ავითარებდა ფემინისტურ ცნობიერებას. მისი პამფლეტი იყო ტომას ორვინის მამაკაცური უპირატესობის მომხრე ტექსტის - Book His Surfeit in Love, პასუხი. ჯეინის არგუმენტები წარმოადგენს იმ ალუზიების, თქმულებების და მაგალითების კრებულს, რომელიც ასახულია Book His Surfeit-ში, ოღონდ ის განიხილავს იქ მოყვანილ "ბუნებრივ" მტკიცებულებებს მონო-გენდერულ ჭრილში. ჯეინის ტექსტი ეხმიანება ქალის სქესის შესახებ ჩამოყალიბებულ კაცური საწყისის დომინანტურ თეორიის სტერეოტიპებს. აქტიურად უტევს კაც მწერლებს, რომლებიც "დაიღალნენ ქალების მგრძნობიარე გამოღვიძებით".[5] დებატებში ეხება კითხველის ცნობიერებას იმის შესახებ, თუ რამდენად შეუძლიათ ქალებს გამოხატონ საკუთარი ახრი "კაცურ" ემოციებზე. მისი პამფლეტი იქყება მასკულინური თეორიის კრიტიკით. განსაკუთრებით ცდილობს ყურადღების გამახვილებას საგანზე და არა ფორმაზე. ის ხაზს უსვამს წინააღმდეგობას მნიშვნელოვანი მამაკაცი მწერლების მიერ ქალის როგორც მათი შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილის და საზოგადოებაში ქალის როლის დაკნინებას შორის. ის აღწერს თუ როგორ ახდენენ მამაკაცები სქესის საფუძველზე ქალის იგნორირებას და ამით არასწორად იგებენ მათ საქციელს. ის ადანაშაულებს მამაკაცებს, რომ ისინი მიიჩნევენ ქალებს უუნაროდ გაიაზრონ მათ მიერ შექმნილი ნაწარმოებების სიღრმე: "ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ არ დავწერთ რათა ვამხილოთ მათი ცილისმწამებლური სიცრუე."[6] ჯეინი ცდილობს გააბათილოს გავრცელებული ბრალდებები ქალების სისუტეზე და ამბობს, რომ მამაკაცების "ბინძური" გონება იგონებს ქალის ცვალებად ბუნებას. ჯეიმა კარიკატურული სახეების დახატვით შექმნა უნიკალური კომიკური ნაწარმოები. მისმა ნაშრომმა XVI საუკუნის ქალებს გზა გაუხსნა მწერლობაში.[7]

ისტორიული კონტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეულ თანამედროვე ეპოქაში გოგონებისთვის ფორმალური განათლების მიღების ნაკლები შესაძლებლობა იყო. მიუხედავად ამისა ზოგიერთი წერა კითხვის სწავლას მაინც ახერხებდა. გოგნებისთვის ძირითადად არაფორმალური განათლება იყო ხელმისაწვდომი. ადრეული მწერალი ქალები იყენებდნენ წერის სამ ტექნიკას: italic, secretary, და mixed. წერის პროცესი წიგნის კითხვასთან იყო დაკავშირებული. რადგან წიგნები ძვირი იყო ზოგიერთი ქალი თვითონ აკეთებდა ასლებს და საზღვრებზე ტოვებდა მინაწერებს.

ადრეული ფემინისტური კვლევები მიიჩნევენ, რომ ქალების წერის პროცესი სახლში დაიწყო, რადგან სახლი წარმოაგდენდა მათთვის როგორც საცხოვრებელ ასევე სამუშაო ადგილს. გოგონებისთვის განათლების პირველი ცენტრებიც ასევე სახლებში ჩამოყალიბდა. თავიდან ქალების ნაწერები შეეხებოდა ცხობას, ხელსაქმეს და სახლის საქმიანობას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Randall Martin, Women Writers in Renaissance England: An Annotated Anthology (Great Britain: Pearson Education Ltd, 1997), 81.
  2. Martin, Women Writers in Renaissance England: An Annotated Anthology, 80.
  3. Moira Furguson, "Jane Anger," in First Feminists: British Women Writers 1578-1799 (Bloomington: Indiana University Press, 1985, 58.
  4. Magnusson, "Dictionary of Literary Biography: Jane Anger (flourished 1589),"4.
  5. Jane Anger, Her Protection for Women To Defend Them Against the Scandalous Reportes Of a Late Surfeiting Lover, and All Other Like Venerians that Complaine so To Bee Overcloyed with Women’s Kindness. London: Printed by Richard Jones and Thomas Orwin, 1589.
  6. Magnusson, "Dictionary of Literary Biography: Jane Anger (flourished 1589),"5.
  7. Magnusson, "Dictionary of Literary Biography: Jane Anger (flourished 1589),"5-6.