ჯეიმს პატრიკ ალისონი
ჯეიმს პატრიკ ალისონი (დ. 1948 წლის 7 აგვისტოს)[1] ამერიკელი იმუნოლოგი და ნობელის პრემიის ლაურეატია, რომელიც იმუნოლოგიის პროფესორი, კათედრის გამგე და იმუნოთერაპიის პლატფორმის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია MD Anderson-ის სიმსივნის ცენტრში ჰიუსტონში, ტეხასში.

ალისონმა აღმოაჩინა ახალი მკურნალობის მეთოდები ყველაზე მომაკვდინებელი სიმსივნეებისთვის. ასევე სიმსივნის კვლევის ინსტიტუტის (CRI) სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს დირექტორია. აქვს გრძელვადიანი ინტერესი T-უჯრედების განვითარებისა და გააქტიურების მექანიზმების, სიმსივნის იმუნოთერაპიის ახალი სტრატეგიების შემუშავების მიმართ და აღიარებულია როგორც ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელმაც გამოაცალკევა T-უჯრედის ანტიგენის რეცეპტორის ცილა.[2] 2014 წელს მიენიჭა ჯილდო ბიოლოგიის მეცნიერებაში;[3] 2018 წელს კი ტასუკუ ჰონჯოსთან ერთად გახდა ნობელის პრემიის გამარჯვებული ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.[4]
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალისონი დაიბადა 1948 წლის 7 აგვისტოს, ელისში, ტეხასში.კონსტენს კალულას(ლინის) და ალბერტ მერფ ალისონის სამი ვაჟიდან ყველაზე უმცროსია.[5] მერვე კლასის მათემატიკის მასწავლებელმა დიდი გავლენა მოახდინა ჯეიმსის კარიერულ განვითარებაზე. ერთი ზაფხული გაატარა საზაფხულო სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამაში ტეხასის უნივერსიტეტში, ოსტინში და დაასრულა საშუალო სკოლა დისტანციური კურსის მეშვეობით ელისის საშუალო სკოლაში. ალისონმა მიიღო ბაკალავრის ხარისხი მიკრობიოლოგიაში [6] ტეხასის უნივერსიტეტიდან. “ასპარაგინაზე მუშაობისას ვგრძნობდი, რომ უნდა გამეკეთებინა სამედიცინო კვლევა, რათა თავიდან ამეცილებინა ჯარში წასვლა."[7] - ჯეიმს პ. ალისონი მიიღო დოქტორის ხარისხი ბიოლოგიურ მეცნიერებებში 1973 წელს.[8]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1974 წლიდან 1977 წლამდე ალისონი მუშაობდა კალიფორნიაში როგორც პოსტდოქტორანტი კლინიკასა და კვლევით ფონდში. 1977 წლიდან 1983 წლამდე მუშაობდა როგორც ასისტენტ ბიოქიმიკოსი და ასისტენტ პროფესორი MD Anderson- ის [9] კვლევით განყოფილებაში სმითვილში, ტეხასში. ხოლო 1983 წლიდან 1984 წლამდე ალისონი მუშაობდა როგორც ასოცირებული ბიოქიმიკოსი და ასოცირებული პროფესორი. დაინიშნა იმუნოლოგიის პროფესორად და სიმსივნის კვლევის ლაბორატორიის დირექტორად კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში. 1997 წელს დაინიშნა პროფესორად კალიფორნიის უნივერსიტეტში, სან-ფრანცისკოში.[10] 2004 წელს გადავიდა Memorial Sloan-Kettering-ის სიმსივნის ცენტრში (MSKCC) ნიუ-იორკში, რათა გამხდარიყო სიმსივნის იმუნოთერაპიის ცენტრის დირექტორი და იმუნოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი. 2004 წლიდან 2012 წლამდე იყო Weill Cornell Medicine-ის პროფესორი და იმუნოლოგიისა და მიკრობული პათოგენეზის სადოქტორო პროგრამის თანახელმძღვანელი სამედიცინო მეცნიერებათა სამაგისტრო სკოლაში. აგრეთვე იყო მკვლევარი 2012 წლამდე,ხოლო 2012 წლიდან იმუნოლოგიის კათედრის გამგეა MD Anderson-ის სიმსივნის ცენტრში.[11] ალისონი მეცნიერების ეროვნული აკადემიისა და მედიცინის ეროვნული აკადემიის, ამერიკული მიკრობიოლოგიის აკადემიისა და American Association for the Advancement of Science-ის წევრია. აგრეთვე Cancer Research Institute-ის სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს დირექტორია. ადრე მსახურობდა როგორც American Association of Immunologists-ის პრეზიდენტი. ალისონი მსახურობს როგორც კომენტატორი დოკუმენტურ ფილმში.
კვლევა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ალისონმა გაიარა ტრენინგი სიმსივნის იმუნოლოგიაზე, რალფ რეისფილდის ხელმძღვანელობით, სადაც იკვლევდა ადამიანის ლეიკოციტების ანტიგენებს (HLA), T-უჯრედებს და იკვლევდა თუ რა როლი აქვთ HLA ცილებს იმუნური სისტემის დახმარებაში. 1977 წელს ალისონმა და კოლეგა G. N. Callahan-მა, გამოაქვეყნეს წერილი, რომ იპოვეს მტკიცებულება, რომ იმუნური სისტემა აღარ ესხმოდა თავს სიმსივნის უჯრედების ანტიგენების დამატებით ცილებთან ასოცირების გამო. ფაქტორების პოვნა, რომლებიც აფერხებდნენ იმუნურ თავდასხმას სიმსივნეზე, გახდა გასაღები საკონტროლო წერტილების დაბლოკვისა და სიმსივნის იმუნოთერაპიების განვითარებაში. 1982 წელს ალისონმა პირველად აღმოაჩინა T-უჯრედის რეცეპტორი. ალისონის კვლევა T-უჯრედის მექანიზმების გასარკვევად ჩატარდა 1990-იან წლებში კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში.[12] 1996 წელს ალისონი იყო პირველი, ვინმაც აჩვენა, რომ T-უჯრედის ინჰიბიტორული მოლეკულის (ცნობილი როგორც CTLA-4) ანტისხეულურმა დაბლოკვამ შეიძლება გამოიწვიოს გაძლიერებული ანტი-სიმსივნეს იმუნური პასუხები და სიმსივნის უარყოფა.[13]
ალისონის კვლევა ეხება T-უჯრედის ანტიგენის რეცეპტორის კომპლექსის, თანა-სტიმულატორული რეცეპტორებისა და სხვა მოლეკულების მოლეკულური იმუნოლოგიებს, რომლებიც ჩართულია T-უჯრედის გააქტიურებაში. განსაკუთრებით დაინტერესებულია სიგნალების პოვნით, რომლებიც იწვევენ უბრალო T-უჯრედების დიფერენციაციას და ასევე, რომლებიც განსაზღვრავენ, გამოიწვევს თუ არა ანტიგენის რეცეპტორის ჩართვა T-უჯრედების ფუნქციურ გააქტიურებას ან ინაქტივაციას. განსაზღვრის შემდეგ, ძირითადი კვლევები გამოიყენება ახალი სტრატეგიების შესამუშავებლად აუტოიმუნური დაავადებების მკურნალობისა და სიმსივნის იმუნოთერაპიისთვის. ალისონმა აგრეთვე დააარსა იმუნოთერაპიის პლატფორმა MD Anderson-ის სიმსივნის ცენტრში სიმსივნის პაციენტების იმუნური პასუხების შესასწავლად. რაოდენობრივი ანალიზის მიხედვით ,2010-2019 წლების პერიოდში ალისონი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონეა პრესტიჟული საერთაშორისო სამეცნიერო ჯილდოების მოგებაში.[14] 40-იდან დანმიღებული აქვს 13 საუკეთესო ჯილდო მეცნიერების სფეროში. 2011 წელს ალისონმა მოიგო ჯილდო ბიოტექნოლოგიასა და მედიცინაში[15] და მიენიჭა ამერიკელი იმუნოლოგების ასოციაციის ჯილდო. 2013 წელს მიიღო პრემია კლინიკურ იმუნოლოგიაში.[16] 2014 წელს აიღო პირველი Tang Prize ბიოფარმაცევტული მეცნიერების სფეროში ტასუკუ ჰონჯოსთან ერთად. მოიგო პრემია სიმსივნის კვლევის პროგრესისთვის National Foundation for Cancer Research-ისგან. მიიღო 3 მილიონი დოლარის პრიზი მეცნიერებების დარგში[4] won the 9th Annual Szent-Györgyi Prize for Progress in Cancer Research of the National Foundation for Cancer Research, received the $3 million Breakthrough Prize in Life Sciences,[17] the Canada Gairdner International Award,[18] and the Balzan Prize for Immunological Approaches in Cancer Therapy (this prize jointly with Robert D. Schreiber).2018 წელს მიიღო საერთაშორისო პრემია მედიცინის დარგში, და ჯილდო მედიცინასა და ბიოსამედიცინო კვლევაში. ალისონს ტასუკუ ჰონჯოსთან ერთად, 2018 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში სიმსივნის თერაპიის აღმოჩენისთვის. ალისონმა მიიღო Golden Plate Award 2019 წელს.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალისონი დაქორწინდა მალინდა ბელიზე 1969 წელს. ჰყავთ ერთი ვაჟი. განქორწინდნენ 2012 წელს. ალისონი შეხვდა პადმანე შარმას 2004 წელს. ალისონი და შარმა გახდნენ თანამშრომლები და მეგობრები და დაქორწინდნენ 10 წლის შემდეგ 2014 წელს. [19] ალისონის დედა გარდაიცვალა ლიმფომით, როცა ალისონი 10 წლის იყო. ძმა გარდაეცვალა პროსტატის სიმსივნით 2005 წელს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]https://faculty.mdanderson.org/profiles/james_allison.html
Nobel Prize including the Nobel Lecture December 7, 2018 Immune Checkpoint Blockade in Cancer Therapy: New insights, opportunities, and prospects for cures
https://www.mdanderson.org/newsroom/nobel-prize.html
https://www.pbs.org/independentlens/documentaries/jim-allison-breakthrough/
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ James P. Allison – Facts – 2018. NobelPrize.org. Nobel Media AB (October 1, 2018). ციტირების თარიღი: October 5, 2018
- ↑ James Allison. ციტირების თარიღი: August 4, 2016
- ↑ „James Allison wins 2018 Dr. Paul Janssen Award for Biomedical Research“. ციტირების თარიღი: September 11, 2018.
- ↑ 4.0 4.1 „First Tang Prize for Biopharmaceutical Science Awarded to James P. Allison, PhD, and Tasuku Honjo, MD, PhD“. www.tang-prize.org. The ASCO Post. July 10, 2014. ციტირების თარიღი: August 4, 2016.
- ↑ FamilySearch.org. ციტირების თარიღი: December 5, 2023.
- ↑ Cavallo, Jo (September 15, 2014). „Immunotherapy Research of James P. Allison, PhD, Has Led to a Paradigm Shift in the Treatment of Cancer - The ASCO Post“. www.ascopost.com. ASCO Post. ციტირების თარიღი: August 4, 2016.
- ↑ Allison, James; Neill, Ushma S. (January 2016). „A conversation with James Allison“. The Journal of Clinical Investigation. 126 (1): 3–4. doi:10.1172/JCI84088. ISSN 1558-8238. PMC 4701563. PMID 26727227.
- ↑ Barton, Jackson. Alumni receives Nobel Prize for revolutionary cancer treatment. The Daily Texan (October 2, 2018). ციტირების თარიღი: October 3, 2018
- ↑ James P. Allison en. ციტატა: „profile“ ციტირების თარიღი: 2 August 2025
- ↑ „Meet the Carousing Texan Who Just Won a Nobel Prize“. WIRED (ინგლისური). ციტირების თარიღი: October 25, 2018.
- ↑ James P. Allison, Ph.D. - Immunology - Faculty - MD Anderson Cancer Center. ციტირების თარიღი: August 4, 2016
- ↑ Allison, JP; McIntyre, BW; Bloch, D (November 1982). „Tumor-specific antigen of murine T-lymphoma defined with monoclonal antibody“. Journal of Immunology. 129 (5): 2293–300. doi:10.4049/jimmunol.129.5.2293. PMID 6181166. S2CID 13249566.
- ↑ Leach, D. R.; Krummel, M. F.; Allison, J. P. (March 22, 1996). „Enhancement of Antitumor Immunity by CTLA-4 Blockade“. Science. American Association for the Advancement of Science (AAAS). 271 (5256): 1734–1736. Bibcode:1996Sci...271.1734L. doi:10.1126/science.271.5256.1734. ISSN 0036-8075. PMID 8596936. S2CID 7215817.
- ↑ Meho, Lokman I. (2020). „Highly prestigious international academic awards and their impact on university rankings“. Quantitative Science Studies. 1 (2): 1–25. doi:10.1162/qss_a_00045. S2CID 218488355.
- ↑ Past winners. Brandeis University. ციტირების თარიღი: October 1, 2018
- ↑ Past Recipients. ციტირების თარიღი: September 19, 2018
- ↑ Ackerman, Todd (April 4, 2014). „The scientist who just might cure cancer“. Houston Chronicle. ციტირების თარიღი: August 4, 2016.
- ↑ . აგრეთვე მიიღო Canada Gairdner International Award, Louisa Gross Horwitz Prize, Massry Prize და Harvey Prize Technion Institute of Technology. 2015 წელს კი მიიღო კლინიკური სამედიცინო კვლევის ჯილდო. 2017 წელს მიიღო პრიზი მედიცინის დარგში და სიმსივნის თერაპიაში იმუნოლოგიური მიდგომებისთვის (ეს პრემია Robert D. Schreiber-თან ერთად).
- ↑ Ackerman, Todd (December 30, 2015). „For pioneering immunotherapy researcher, the work is far from over“. Houston Chronicle. ციტირების თარიღი: August 4, 2016.