ჯეიმს მონტგომერ ფლეგი
ეს სტატია უკატეგორიოა. |
| ჯეიმს მონტგომერი ფლეგი | |
|---|---|
|
ჯეიმს ფლეგი, 1915 წელი | |
| დაბადების თარიღი |
18 ივნისი, 1877 ნიუ-იორკი, აშშ |
| გარდაცვალების თარიღი |
27 მაისი, 1960 (82 წლის) მანჰეტენი, აშშ |
ჯეიმს მონტგომერ ფლეგი (დ. 18 ივნისი, 1877 – გ. 27 მაისი, 1960) — ამერიკელი მხატვარი, კომიქსების ავტორი და ილუსტრატორი. მუშაობდა სხვადასხვა მედიაში — სახვითი ხელოვნების ფერწერიდან კარიკატურასა და კომიქსებამდე, ცნობილია პოლიტიკური პლაკატებით, განსაკუთრებით 1917 წელს შექმნილი „ბიძია სემის“ პოსტერით, რომელიც აშშ-ის არმიის რეკრუტირების მიზნით გამოიყენებოდა პირველი მსოფლიო ომის პერიოდში.[1]
ცხოვრება და კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფლეგი დაიბადა 1877 წლის 18 ივნისს, პელჰემში, ნიუ-იორკის შტატში. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ხატვისადმი დიდი ინტერესით, 12 წლის ასაკში მისი ილუსტრაციები უკვე იბეჭდებოდა ეროვნულ ჟურნალებში. 14 წლის ასაკში გახდა ჟურნალ „Life“-ის თანამშრომელი მხატვარი, ხოლო მომდევნო წელს უკვე სხვა ჟურნალის — "Judge"-ის — შტატის წევრი იყო.[2]
1894–1898 წლებში სწავლობდა ნიუ-იორკის ხელოვნების სტუდენტთა ლიგაში. სახვითი ხელოვნების სწავლის შემდეგ ლონდონსა და პარიზში, ჯეიმსი შეერთებულ შტატებში დაბრუნდა, სადაც შექმნა უთვალავი ილუსტრაცია წიგნებისთვის, ჟურნალების ყდებისთვის, პოლიტიკური და იუმორისტული კარიკატურებისთვის, სარეკლამო ნამუშევრებისთვისა და მცირე გრაფიკული ნახატებისთვის. ნამუშევრებს შორისაა კომიქს-სტრიპიც, რომელიც რეგულარულად ქვეყნდებოდა ჟურნალ „Judge“-ში, რომელიც მოგვითხრობს მაწანწალა პერსონაჟზე სახელად „ნერვი ნეტი“.[3][4]
1915 წელს მიიღო შეკვეთები სააგენტოებისგან „Calkins and Holden“, რათა შეექმნა რეკლამები „Edison Photo“-სა და „Adler Rochester Overcoats“-ისთვის, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, რომ მისი სახელი კამპანიასთან არ იქნებოდა დაკავშირებული.[5]
1917 წელს ჯეიმსმა შექმნა ყველაზე ცნობილი ნამუშევარი — პლაკატი, რომელიც მიზნად ისახავდა შეერთებული შტატების არმიაში გაწვევის წახალისებას პირველი მსოფლიო ომის დროს. პლაკატზე გამოსახულია ბიძია სემი, რომელიც მაყურებლისკენ მიუთითებს (შთაგონებული 1914 წლის ბრიტანული რეკრუტირების პლაკატით, სადაც ლორდი კიჩენერი მსგავს პოზაშია გამოსახული) წარწერით: „I Want YOU for U.S. Army“.[6]
ფლეგმა ეს გამოსახულება თავდაპირველად შექმნა 1916 წლის 6 ივლისს ჟურნალ „Frank Leslie's Illustrated Newspaper“-ის გარეკანისთვის სათაურით „What Are You Doing for Preparedness?“ („რას აკეთებ მზადყოფნისთვის?“).[7]
პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში პლაკატის ოთხ მილიონზე მეტი ეგზემპლარი დაიბეჭდა და მოგვიანებით მეორე მსოფლიო ომის დროსაც ხელახლა იქნა გამოყენებული. ფლეგმა ბიძია სემის სახისთვის საკუთარი სახე გამოიყენა (დაამატა ასაკი და თეთრი წვერი), რაც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მხოლოდ იმისთვის გააკეთა, რომ თავიდან აეცილებინა მოდელის მოძიებასთან დაკავშირებული სირთულეები.
პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა შეაქო ჯეიმსის მოხერხებულობა საკუთარი სახის მოდელად გამოყენებისთვის. ფლეგის მეზობელი, უოლტერ ბოტსი, პოზირებდა ნამუშევრისთვის ძლიერი მხრებისა და წინ გამოწეული საჩვენებელი თითის პოზისთვის.
1917 წელს ჯეიმსმა ასევე მიიღო მონაწილეობა „Illustrators' Ball“-ში, რომლებიც ნიუ-იორკში, მანჰეტენში იმართებოდა. მხოლოდ მხატვრებისთვის განკუთვნილი ღონისძიება ჩატარდა 1845 წელს აგებულ „Hotel Brevoort“-ში, გრინვიჩ-ვილიჯში — უბანში, სადაც იმ პერიოდში მრავალი მხატვარი და კარიკატურისტი ცხოვრობდა. ღონისძიების თემა „Kaleidoscopic Ball“ იყო. კოსტიუმებთან დაკავშირებით კონკრეტული მოთხოვნები არ არსებობდა.[1] ფლეგმა შოტლანდიელი მეზღვაურის როლი მოირგო.
თავისი კარიერის პერიოდში ფლეგი მიჩნეულია ამერიკაში ყველაზე მაღალანაზღაურებად ჟურნალის ილუსტრატორად.[8] ის თანამშრომლობდა ჟურნალებთან „The Saturday Evening Post“ და „Collier’s“, რომლებიც შეერთებულ შტატებში ყველაზე პოპულარულ გამოცემებს შორის შედიოდა.[9]
1946 წელს ფლეგმა გამოაქვეყნა ავტობიოგრაფია „Roses and Buckshot“. ილუსტრატორის საქმიანობის გარდა, პორტრეტებსაც ხატავდა, რომლებშიც შესამჩნევია ჯონ სინგერ სერჯენტის გავლენა. მის პორტრეტებს შორის ამოიცნობდით მარკ ტვენი და ეთელ ბერიმორი. ჯეკ დემპსის პორტრეტი ამჟამად ინახება ეროვნული პორტრეტების გალერეის დიდ დარბაზში. 1948 წელს ფლეგი გამოჩნდა „Pabst Blue Ribbon“-ის ჟურნალის რეკლამაში, სადაც გამოსახულია ნიუ-იორკის სტუდიაში მოლბერტთან მუშაობისას, მის გვერდით მდგომ ახალგაზრდა ქალთან ერთად, ლანგარი გახსნილი „Pabst“-ის ბოთლითა და ორი სავსე ჭიქით.[10]
ცხოვრების ბოლო წლებში, როდესაც მხედველობის გაუარესებამ აიძულა ხელოვნებისთვის თავი დაენებებინა, ხშირად ანთხევდა საკუთარ იმედგაცრუებას მეგობრებზე და საკუთარ თავზე.[11] ფლეგი გარდაიცვალა 1960 წლის 27 მაისს ნიუ-იორკში.[12] დაკრძალულია Woodlawn Cemetery-ში, ბრონქსში, ნიუ-იორკი.
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კენტუკის შტატში მდებარე ფორტ ნოქსში არსებული საპარადო მოედანი, ფლეგის პატივსაცემად არის დასახელებული და მიძღვნილი. მას „Flagg Field“ ეწოდება და მდებარეობს „Fort Knox Hotel“-ის უკან. ფორტ ნოქსი ასევე წარმოადგენს შეერთებული შტატების არმიის რეკრუტირების სარდლობის (U.S. Army Recruiting Command) შტაბს, რომელიც „Flagg Field“-ს ესაზღვრება.[13]
ფლეგი ბიდფორდ-პულში ატარებდა ზაფხულს, მეინის შტატში. მისი საცხოვრებელი სახლი, „James Montgomery Flagg House“, 1980 წელს შეტანილ იქნა ისტორიული ადგილების ეროვნულ რეესტრში.[14]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ილუსტრაცია ჟურნალ „St. Nicholas Illustrated“-ში, 1898 წლის იანვარი.
-
სამყარო, 1905
-
„ჭკვიანი წყვილი“ (ჟურნალის გარეკანი) 1911
-
ბარტონ კარისა და ავგუსტინ მაკჰიუს პოპულარული რომანის „ოფიცერი 666“-ის ყდა, 1912 წელი
-
ბიძია სემი, ბიჭები და გოგოები! 1917 წლის საომარი პოსტერი
-
კოლუმბია მოუწოდებს „გამარჯვების ბაღების“ დარგვისკენ (1918)
-
ბიძია სემი ცარიელი ხაზინით (1920)
-
გაიღვიძე ამერიკა, ცივილიზაცია მოუწოდებს ყველა მამაკაცს, ქალსა და ბავშვს!
-
მეორე მსოფლიო ომის დროინდელი აშშ-ის არმიის პლაკატი, რომელზეც გამოსახულია ბიძია სემი, რომელსაც ხელში გასაღები უჭირავს. სავარაუდოდ, გამოვიდა გამარჯვების დღეს (1945)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- James Montgomery Flagg — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- ჯეიმს მონტგომერ ფლეგი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- ჯეიმს მონტგომერ ფლეგი — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)

- James Montgomery Flagg's 1917 "I Want You" Poster and other works. ციტირების თარიღი: June 1, 2003
- James Montgomery Flagg artwork can be viewed at American Art Archives web site
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 (1917) Cartoons Magazine (en). H. H. Windsor, Editor and Publisher, გვ. 360.
- ↑ The Price of Freedom: 'Together We Win' Poster. ციტირების თარიღი: November 1, 2018
- ↑ Marschall, Rick (May 1985). "The Comic Obsessions of James Montgomery Flagg". Nemo, the Classic Comics Library, No. 11.
- ↑ James Montgomery Flagg. lambiek.net.
- ↑ Bogart, Michele Helene (December 18, 1995). Artists, advertising, and the borders of art, First, University of Chicago Press, გვ. 444. ISBN 978-0-226-06307-2.
- ↑ Lest Liberty Perish from the Face of the Earth – Buy Bonds. World Digital Library. ციტირების თარიღი: February 10, 2013
- ↑ What are YOU doing for preparedness?. Library of Congress. ციტირების თარიღი: May 7, 2019
- ↑ Smith, David S., "A Stately New Exhibition Space for New Boston Museum of American Art", Antiques and the Arts Online, April 11, 2006. accessed May 8, 2009.
- ↑ Livingston, Alan (2012). The Thames & Hudson dictionary of graphic design and designers. London: Thames & Hudson Ltd., გვ. 96. ISBN 9780500204139.
- ↑ the. (May 1, 2013) 'Portrait by "Monty" Flagg...or You!', LIFE, May 3, 1948, Old Beer ads. Retrieved May 1, 2013. Oldbeerads.blogspot.com. ციტირების თარიღი: June 11, 2013
- ↑ James Montgomery Flagg en-US. Society of Illustrators. ციტირების თარიღი: 2021-09-13
- ↑ [1]
- ↑ „James Montgomery Flagg Dies. Illustrator and Author Was 82. Artist Was Noted for Patriotic War Posters and Magazine Drawings of Women“. The New York Times. May 28, 1960. ციტირების თარიღი: September 17, 2015.
- ↑ National Register of Historic Places in York County, Maine. Nationalregisterofhistoricplaces.com. ციტირების თარიღი: June 11, 2013