ჯეიმი კემპბელ ბაუერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჯეიმს კემპბელ ბაუერი)
ჯეიმი კემპბელ ბაუერი

ჯეიმი კემპბელ ბაუერი
მშობლიური სახელი Jamie Metcalfe Campbell Bower
დაბადების თარიღი 22 ნოემბერი, 1988 (1988-11-22) (35 წლის)
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
მოქალაქეობა დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი
აქტიური 2007-დან დღემდე
საიტი somewhereintheshadows.com; therealcounterfeit.com

ჯეიმი მეტკალფი კემპბელ ბაუერი (ინგლ. Jamie Metcalfe Campbell Bower; დ. 22 ნოემბერი, 1988) — ინგლისელი მსახიობი, მომღერალი და მოდელი.

მისი დებიუტი კინოში შედგა 2007 წელს, ენტონი ჰოუპის როლით ფილმში „სუინი ტოდი: დემონი-დალაქი ფლიტ-სტრიტიდ. შემდგომში მან გამორჩეული როლები მოიპოვა ახალგაზრდულ ფილმებში „ბინდის საგა“, „სიკვდილის იარაღი: ძვლების ქალაქი“, „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები - ნაწილი 1“ და „ჯადოსნური ცხოველები: გრინდელვალდის დანაშაული“.

2010-იან წლებში ბაუერი მონაწილეობდა Starz-ის ისტორიულ ტელესერიალში, „კამელოტი“. ბაუერმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა Netflix-ის ტელესერიალის უცნაური ამბების მეოთხე სეზონში Henry Creel და Vecna-ს როლისთვის. 2015-2020 წლებში იყო ლონდონში დაფუძნებული პანკ-როკ ჯგუფ Counterfeit-ის წამყვანი ვოკალისტი.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაუერი დაიბადა ლონდონში.[1] დედამისი, ენ ელიზაბეთი არის მუსიკალური მენეჯერი, ხოლო მამამისი, დევიდ ბაუერი, გიბსონის გიტარის კორპორაციაში მუშაობს.[2] ჯეიმზი სწავლობდა ბედალესის დამოუკიდებელ სკოლაში, ჰემფშირში. ის ასევე არის ეროვნული ახალგაზრდული მუსიკალური თეატრისა და ეროვნული ახალგაზრდული თეატრის ყოფილი წევრი.[1]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაუერმა კინოკარიერა მას შემდეგ დაიწყო, რაც მისმა მეგობარმა ლორა მიშელ კელიმ მას თავის აგენტთან გაუწია რეკომენდაცია. ბაუერი იყო ნახევარ განაკვეთზე მომუშავე მოდელი Select Model Management-ში, ლონდონში. 2008 წელს მან ითამაშა „როკერის“ როლი ფილმში RocknRolla და „ჯეკი“ Winter in Wartime-ში. 2009 წელს მან ითამაშა სერიალის The Prisoner რიმეიკში, როგორც ნომერი 11–12.[3]

2009 წელს მან ასევე ითამაშა „ვამპირ კაიუს ვოლტურის“ როლი ფილმებში „ბინდის საგა: ახალი მთვარე“ და „ბინდის საგა: განთიადი“. 2010 წელს ის გამოჩნდა ფილმში „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები - ნაწილი 1“; მან იგივე როლი შეასრულა 2018 წლის ფილმში „ჯადოსნური ცხოველები: გრინდელვალდის დანაშაული“. 2011 წელს ითამაშა მეფე არტურის როლი ტელესერიალში „კამელოტი“. 2010 წელს მან ითამაშა The Xcerts- ის მუსიკალურ კლიპში „Young (Belane)“. 2012 წელს ბოუერი გამოჩნდა მუსიკალურ კლიპში "Never Let Me Go". 2015 წლის ივნისში ბაუერი შეუდგა ჯოის როლის განსახიერება ვესტ-ენდის მიუზიკლში „Bend It Like Beckham“. 2017 წლის ივლისში მონაწილეობდა TNT-ის ყელესერიალში Will. 2019 წლის იანვარში, ბაუერმა გამოცხადა, რომ ითამაშებს ტელესერიალში „სამეფო კარის თამაშები“. მან ითამაშა 2020 წლის ფილმში „სისტინის ექვსი დღე“. 2022 წელს, ბოუერმა ითამაშა ჰენრი კრილის როლი Netflix-ის ტელესერიალის, „უცანაური ამბების“ მეოთხე სეზონში.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის თებერვალში დადასტურდა, რომ ბაუერი ხვდებოდა მსახიობ ბონი რაიტს, რომელიც გაიცნო „ჰარი პოტერისა და სიკვდილის საჩუქრების“ გადასაღებ მოედანზე. 2011 წლის აპრილში მათ დაადასტურეს ნიშნობა.[4] 2012 წლის ივნისში წყვილი ერთმანეთს დაშორდა.[5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Vilkomerson, Sara (11 December 2007). „He's 19, He's Beautiful And He's Bloody Good“. The New York Observer. ციტირების თარიღი: 17 February 2008.
  2. Whitworth, Melissa (16 November 2009). „Fresh blood: Jamie Campbell Bower's teen thrills“. This Is London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 November 2009. ციტირების თარიღი: 21 November 2009.
  3. West, Dave. (25 July 2008) 'Jericho' star, Wilson join ITV's 'Prisoner'. Digital Spy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 27 July 2008
  4. „Harry Potter's Jamie Campbell Bower, Bonnie Wright Engaged!“. Us Weekly. 13 April 2011. ციტირების თარიღი: 27 October 2011.
  5. „Jamie Campbell Bower, Bonnie Wright Call Off Engagement“. Us Weekly. 10 July 2012. ციტირების თარიღი: 2017-01-10.