ჯეიმს ვულფერსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჯეიმს ვულფერსონი

სერ ჯეიმს დევიდ ვულფერსონი (ინგლ. James David Wolfensohn; 1 დეკემბერი 1933 — 25 ნოემბერი 2020) — ავსტრალიელი და ამერიკელი იურისტი, ბანკირი, მსოფლიო ბანკის მე-9 პრეზიდენტი (1995-2005).[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯეიმს ვულფერსონი დაიბადა 1933 წლის 1 დეკემბერს ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ებრაელი ემიგრანტების ოჯახში. მისი მშობლები ავსტრალიაში ინგლისიდან 1928 წელს ჩავიდნენ.

ვულფერსონი მსახურობდა ავსტრალიის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალებში (The Royal Australian Air Force - RAAF), 1956 წლის მელბურნის ოლიმპიურ თამაშებზე იყო ავსტრალიის მოფარიკავეთა გუნდის წევრი.[2]

16 წლის ასაკში მან ჩააბარა სიდნეის უნივერსიტეტში, სადაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი Bachelor of Arts (BA) და Bachelor of Laws (LLB)

1959 წელს ჯეიმს ვულფერსონმა მიიღო ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) ხარისხი ჰარვარდის ბიზნესის სკოლაში.

1980 წელს ვულფერსონი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე.

1995 წლის 1 ივლის ვულფერსონი გახდა მსოფლიო ბანკის მე-9 პრეზიდენტი. ამ თანამდებობაზე ის წარადგინა აშშ პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა. 2000 წელს დირექტორთა საბჭოს მიერ ვულფერსონი მეორე ვადით იქნა არჩეული მსოფლიო ბანკის პრეზიდენტად, რაც მსოფლიო ბანკისის ისტორიაში მესამე პრეცედენტია.[2]

თავისი ცხოვრების მანძილზე ჯეიმს ვულფერსონს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის 1987 წელს ის გახდა ავსტრალიის ორდენის საპატიო ოფიცერი (the Order of Australia), 1995 წელს მან მიიღო ბრიტანეთის იმპერიის ღირსების რაინდის წოდება (honorary knighthood of the Order of the British Empire),1999 წელს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ჯეიმს ვულფერსონი, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელმაც შეიტანა განსაკუთრებული წვლილი საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში და ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაში დაჯილდოვებულ იქნა ოქროს საწმისის ორდენით.

ჯეიმს ვულფერსონი 2020 წელს პნევმონიით გარდაიცვალა.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://archive.is/20110807074239/http://go.worldbank.org/ZXI9UM8LS0/
  2. 2.0 2.1 https://www.britannica.com/biography/James-Wolfensohn
  3. Jr, Robert D. Hershey (2020-11-26). „James D. Wolfensohn, Who Led the World Bank for 10 Years, Dies at 86“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2021-04-08.