ჯეიმზ გარფილდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჯეიმს გარფილდი)
ჯეიმზ გარფილდი
ჯეიმზ გარფილდი
აშშ-ის მე-20 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1881 – 19 სექტემბერი, 1881
ვიცე-პრეზიდენტი  ჩესტერ ართური
წინამორბედირეზერფორდ ჰეისი
მემკვიდრეჩესტერ ართური

თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1863 – 3 მარტი, 1881

დაბადებული19 ნოემბერი, 1831
მორელენდ ჰილზი, ოჰაიო
გარდაცვლილი19 სექტემბერი, 1881 (49 წლის)
ლონგ ბრანჩი, ნიუ-ჯერსი
ეროვნებაამერიკელი
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკური პარტია
მეუღლელაკრეტია გარფილდი
საქმიანობაადვოკატი, მღვდელი, მასწავლებელი
ხელმოწერა

ჯეიმზ აბრამ გარფილდი (ინგლ. James Abram Garfield; დ. 19 ნოემბერი, 1831 — გ. 19 სექტემბერი, 1881) — ამერიკელი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, აშშ-ის მე-20 პრეზიდენტი 1881 წლის 4 მარტიდან 19 სექტემბერამდე, რესპუბლიკელი.

პრეზიდენტობამდე გარფილდი აშშ-ის ჯარში გენერალ-მაიორი და შემდეგ წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო. 1880 წელს პრეზიდენტად აირჩიეს რესპუბლიკური პარტიიდან. იგი წარმომადგენელთა პალატის ერთადერთი მოქმედი წევრი იყო, ვინც პრეზიდენტად აირჩიეს. მისი ინაუგურაციიდან მხოლოდ ოთხი თვე იყო გასული, როდესაც იგი, 1881 წლის 2 ივლისს, ფედერალური პოსტის ვერ მიღებით უკმაყოფილო შარლ გიტომ მძიმედ დაჭრა. პრეზიდენტმა 19 სექტემბრამდე იცოცხლა და პოსტის დაკავებიდან ექვს თვეში გარდაიცვალა. უილიამ ჰენრი ჰარისონის შემდეგ მან აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყველაზე ცოტა დრო გაატარა. გარფილდი აბრაამ ლინკოლნის შემდეგ აშშ-ის მეორე მოკლული პრეზიდენტი იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Graff, Henry F., ed. The Presidents: A Reference History (3rd ed. 2002) online
  • Millard, Candice (2012). Destiny of the Republic: A Tale of Madness, Medicine and the Murder of a President. New York, New York: Anchor Books. ISBN 978-0767929714. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]