ჯეიმზ II (ინგლისი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჯეიმზ VII)
ჯეიმზ II
ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე
კორონაცია: 23 აპრილი, 1685
მმართ. დასაწყისი: 6 თებერვალი, 1685
მმართ. დასასრული: 11 დეკემბერი, 1688
წინამორბედი: ჩარლზ II
მემკვიდრე: მერი II და უილიამ III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 14 ოქტომბერი, 1633
დაბ. ადგილი: ლონდონი, ინგლისი
გარდ. თარიღი: 16 სექტემბერი, 1701, (67 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: ანა ჰაიდი
(ქ. 1660 - გარდ. 1671)
მარია მოდენელი
(ქ. 1673)
შვილები: მერი II, ინგლისის დედოფალი
ანა I, დიდი ბრიტანეთის დედოფალი
ჯეიმზი, უელსის პრინცი
ლუიზა მარია
ჰენრიეტა
ჯეიმზი, ბერვიკის ჰერცოგი
ჰენრი
დინასტია: სტიუარტები
მამა: ჩარლზ I, ინგლისის მეფე
დედა: ანრიეტა მარია ფრანგი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ჯეიმზ II / VII სტიუარტი (ინგლ. James II and VII Stuart; დ. 14 ოქტომბერი, 1633, სენტ-ჯეიმზის სასახლე, ლონდონი — გ. 16 სექტემბერი, 1701, სენ-ჟერმენი, საფრანგეთი) — ინგლისის, შოტლანდიისა (ჯეიმზ VII-ის სახელით) და ირლანდიის მეფე 1685–1688 წლებში. ჩარლზ I-ის ვაჟი. იგი ბრიტანეთის ბოლო კათოლიკე მეფე იყო. ატარებდა კათოლიკური ეკლესიის პოზიციების განმტკიცების პოლიტიკას. 1685 წელს დაშალა პარლამენტი და ერთპიროვნულად დაიწყო სახელმწიფოს მართვა. 1687 წელს გამოსცა „დეკლარაცია სჯულთშემწყნარებლობის შესახებ“, რომლითაც კათოლიკობა სახელმწიფო რელიგიად უნდა გადაქცეულიყო. მისმა პოლიტიკამ ოპოზიციის გაძლიერება გამოიწვია. ოპოზიციონერებმა ტახტზე მოიწვიეს ჯეიმზ II-ის სიძე ნიდერლანდების შტატჰალტერი უილიამ III ორანელი (1650–1702), რომლის ჩამოსვლის შემდეგ, 1688 წლის დეკემბერში ჯეიმზ II საზღვარგარეთ გაიქცა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]